in

არტისტული სახლი ბერლინში – არქიტექტურული სტუდია Schneideroelsen-ის ნამუშევარი

სახლი მაროკოს სტილში – ასეთია ხელოვანისა და მწერლის ნავსაყუდელი ბერლინში, რომელიც რამდენიმე სტილს კვეთს. სახლი მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული – ეს სიძველე კი მის კედლებში ნამდვილად იგრძნობა. სახლში, ძირითადად, თეთრი ტონალობაა გამეფებული, რომელსაც ფერადი ტექსტურები და ავეჯი ანეიტრალებს.

Tbc Insurance
Tbc Insurance

წყვილი შვიდი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან. ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი პირველი საერთო სახლი და სტუდია მოიცავდეს საინტერესო, ორიგინალურ მახასიათებლებს. ამ ბინის მაღალჭერიანობამ და ძველებურმა იერმა მოხიბლა სწორედ წყვილი.

სახლის ერთ მხარეს სასადილო ფართობი და სამზარეულოა, ხოლო მეორე მხარეს საძინებლები და აბაზანები. ამ ორ მხარეს ერთმანეთთან “Berliner zimmer” აკავშირებს (ესაა გერმანიის დედაქალაქში სახლების ტიპური გრძელი დამაკავშირებელი ოთახი).

წყვილის თქმით, ამ სახლში თითქმის არაფერი შეცვლილა – პირიქით, სახლი ორივემ აღიქვა, როგორც ძეგლი, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა. ამიტომაც, ის მცირე დეკორით გააფორმეს.

რაც შეეხება დეკორს, მათ ამ მიმართულებით ინკლუზიური მიდგომა გამოიყენეს – აქ ჩვენ ვხვდებით ირანულ ტახტს ან დღის საწოლს (ხშირად ნახავთ გზის გაჩერებაზე, ასევე მეჩეთებისა და ჩაის სახლების შესასვლელებში), რომელიც ხანდახან გამოიყენება, როგორც დივანი, ის პოლონური ნაჭრებითაა მორთული.

ფანჯრებზე აუცილებლად შენიშნავთ ფერად-ფერად ტექსტილს, რომელიც ასევე ირანული წარმომავლობისაა. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად მინიმალისტური სტილის ავეჯია შერჩეული სახლისთვის და, უმეტესწილად, ის სწორედ იმისთვის შეირჩა, რომ მაქსიმალური ფუნქციური დატვირთვა ჰქონდეს.

საინტერესოა, რომ სახლში ვხვდებით სწორედ ისეთ კარს, რომელიც მეჩეთებისთვის და ირანული ნაგებობებისთვისაა დამახასიათებელი.

არქიტექტურული სტუდია: Schneideroelsen

ფოტოგრაფი: Greg Cox/Bureaux/Living Inside

ხის კონსტრუქციით ჩანაცვლებული რკინაბეტონი – თანამედროვე არქიტექტურის ახალი ტრენდი

მიკრო უბანი ქალაქის ცენტრში – 8 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროექტი