in

გარე ავეჯის ხელახალი გადააზრება და ტრენდული ბრენდების გამორჩეული მოდელები

გაზაფხული-ზაფხული ის დროა, როცა შიდა სივრცეებიდან გარე სივრცეებში ვინაცვლებთ. თუკი გვაქვს ეზო, ვცდილობთ დროის უმეტესი ნაწილი სწორედ აქ, სიგრილესა და კომფორტში გავატაროთ. სწორედ ამიტომ, გარე სივრცეს ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს. ალბათ, ამიტომაც თქვა დიზაინ სტუდია Locarno Louvre-ს დირექტორმა, მიურეი გიბლინმა, რომ გარე სივრცე შიდას გაფართოებაა და იგი ასევე იმსახურებს კარგ დიზაინს.

Cassina

ამ სტატიაში სწორედ გარე ავეჯის მწარმოებელ ტრენდულ ბრენდებსა და მათ პოპულარულ ავეჯზე გიამბობთ:

შეიძლება ითქვას, რომ Cassina თავისი გარე ავეჯის დიაპაზონით ნამდვილად ბრწყინავს. ის აერთიანებს ცნობილი დიზაინერების მაგიდებს, დივნებს და აქსესუარებს, (მათ შორის არიან: როდოლფო დორდონი, ფილიპ სტარკი და პატრიცია ურკიოლა).

ასევე, აღნიშვნად ღირს შარლოტა პერიანდის 1947 წლის “Doron Hotel” სავარძელი, რომელიც გარე ავეჯის ერთგვარი ტრენდი გახდა. მან ის საკუთარ ქალიშვილთან, Pernette Perriand Barsac-თან ერთად შექმნა.

“Doron Hotel”

ანალოგიურად, ცნობილი “LC3” სავარძელი, რომელიც ლე კორბუზიერმა, პიერ ჟანერეტმა და შარლოტა პერიანდმა შექმნეს 1923 წელს, დღეისათვის სპეციალურად ტექსტურირებული საღებავითა და ტილოთი გადაკეთდა.

“LC3”

თუმცა, ძველის ახლად გარდაქმნით მხოლოდ Cassina არ გამოირჩევა. აქვე არიან: B&B Italia, Ligne Roset, Flexform და Minotti. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალჯერ გვთხოვეს ჩვენი ზოგიერთი პროდუქტის გარე ვერსიები შეგვექმნა, რომლებიც იახტებისა და ზღვისპირა კურორტებისთვის იქნებოდა შესაფერისი”, – იხსენებს საულ გალიმბერტი, Flexform– ის დიზაინისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი.

“Tramae”, B&B Italia

“ასე რომ, კოლექცია წარმოიშვა დიზაინის ამ პრაქტიკული გამოცდილებიდან. გარე სივრცე ახლა უფრო მეტად განიხილება, როგორც შიდა სივრცე და ამიტომ სწორი დიზაინის შერჩევას ანალოგიურადვე იმსახურებს – იქნება ეს ვერანდა, ტერასა თუ აივანი, ის სულ უფრო და უფრო ხდება დამატებითი ოთახი,” – საულ გალიმბერტი

“Grandemare”, Flexform

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრენდები დღეს არ სთავაზობენ დიზაინს მხოლოდ სტანდარტულ გარე მასალაში; ტექნიკური ტექსტილი, რომელსაც აქამდე ხშირად იყენებდნენ და საკმაოდ უხეში იყო, შეიცვალა უფრო რბილი, ფუტურისტული ქსოვილებით – წარმოებული ინტერიერის ქსოვილების მსგავსი ფერებითა და ნიმუშებით.

“Otti”, Sutherland

საბოლოო ჯამში ეს პროდუქტები არამხოლოდ სასიამოვნოა თვალისთვის, არამედ – ინოვაციურიცაა. შიდა და გარე საზღვრების მოშლა ასეთი თვალსაჩინო არასდროს ყოფილა.

“Ayana”, B&B Italia

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის დიზაინერი – ანა გრიგოლიასა და მარიამ გვაზავას გიდი

დიზაინისა და მხატვრობის ზღვარზე – მაკა ჯიშკარიანის ფილოსოფია