in

გლდანიპოლი – “ურბანული ექსპერიმენტების” მიერ შექმნილი შემეცნებითი თამაში ქართულ რეალობაზე

gldanipoly.ge – ეს არის საიტი, რომლის მიზანია გლდანში ჩამოყალიბებული ფორმალური და არაფორმალური საჯარო სივრცეების კვლევა, ახალი ადგილების აღმოჩენა და აღრიცხვა. პროექტი ჩატარდა ჯგუფი “ურბანული ექსპერიმენტების” მიერ ACTUP Project -ის ფარგლებში და თბილისის საერთო არქიტექტურის ბიენალეს “რა გვაქვს საერთო “-ს მხარდაჭერით. “ურბანული ექსპერიმენტები” 2015 წელს შექმნილი ჯგუფია, რომელიც სამი არქიტექტორის – ნუცა კანდელაკის, შოთა საგანელიძის და ნუცა ნადარეიშვილის – მიერ ჩამოყალიბდა და რომლის წევრი დღეს არქიტექტურული ოფისი „TIMM“-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილიც არის. კვლევა  მიზნად ისახავს ამ სივრცეების პოტენციალის განსაზღვრას, თუ როგორ შეიძლება მათი ტრანსფორმაცია და ადაპტაცია დღევანდელობასთან. ეს კვლევა ჩატარდა ვორქშოფის ფარგლებში, რომელშიც 20-მდე სტუდენტი იყო ჩართული.

თამაშში, რომელიც გავს ტრადიციულ მონოპოლის, გლდანი აღქმულია როგორც მიკრო ქალაქი და უჯრები შეესაბამება ურბანულ ელემენტებს გლდანის რეალობიდან. კამათელის გაგორების შემდეგ ვდგებით შესაბამის უჯრაზე და ვხედავთ კონკრეტულ ელემენტზე ინფორმაციას, რომელზეც კვლევა ჯგუფის წევრებმა მოამზადეს. შემქმნელებს არ სურდათ რომ ეს ყოფილიყო ვორქშოფი მხოლოდ არქიტექტორებისთვის, ამიტომ შექმნეს ისეთი საიტი რომელიც ყველას დააინტერესებს, ამგვარად თავიანთ მოძიებულ ინფორმაციას მოსაწყენი პრეზენტაციის მაგივრად თამაშის სახით გადმოსცემენ. საიტის მეშვეობით ქართველ და არაქართველ მომხმარებელსაც შეუძლია თბილისის ყველაზე დიდი უბნის მახასიათებლები უფრო დეტალურად გაიცნოს.

თამაში შექმნილია 8vision-ის მიერ

არასტანდარტული სახლი იაპონიის ტყეში

ყველა დროის 10 გამორჩეული სავარძელი მსოფლიოში