in

7 რჩევა კომფორტული საოფისე სივრცის შესაქმნელად სახლში

გააზრებულად მოწყობილი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს მყუდრო და კომფორტულ სივრცეს, სადაც მუშაობის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება. სახლში ასეთი კუთხის მოწყობა გვეხმარება დამატებითი მოტივაციისა და ენერგიის შექმნაში, რათა სამუშაოს მონდომებითა და სიამოვნებით მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებენ იმისთვის, რომ საოფისე ადგილას მაქსიმალური კომფორტი შევიქმნათ.

სწორად შეარჩიეთ სამუშაო მაგიდა

კომფორტისთვის საჭირო სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და საუკეთესო შემთხვევაში, ერთი და იგივე მაგიდა შეიძლება მოგვემსახუროს წლების განმავლობაში ისე, რომ ზომის, ტევადობისა და მახასიათებლების შეცვლა არ გახდეს საჭირო. მაგიდა უნდა იყოს ფუნქციური და იძლეოდეს სხვადასხვა საჭირო ნივთების შენახვის შესაძლებლობას. ოფისისთვის კომფორტულია დასაკეცი მოდელებიც, სივრცის მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.

იპოვეთ კომფორტული განათება

განწყობის შესაქმნელად საჭირო სანათისა და განათების პოვნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. განათება შესანიშნავად განსაზღვრავს სივრცის ატმოსფეროსა და სიმყუდროვეს. მაგიდისთვის სასურველია უშუალოდ სამუშაო ზედაპირისკენ მიმართული ნათურა, რომელიც არ არის შემაწუხებლად კაშკაშა, თუმცა კარგად ანათებს კონკრეტულ სივრცეებს.

შეარჩიეთ სკამი

რაც შეეხება სამუშაო სკამის არჩევას, პირდაპირი რჩევის მოცემა რთულია, რადგან ერგონომიკა ყოველთვის განსხვავებული სურვილებისა და საჭიროებების საკითხია. თუმცა, ზოგადი წესი არის ის, რომ რაც უფრო მეტ ხანს ატარებთ დროს თქვენს სავარძელში და დაჭიმულ მდგომარეობაში, მით უფრო კომფორტული და მყუდრო სკამი გჭირდებათ.

დაიწყეთ ისეთი სკამების შერჩევით, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და შემდეგ დაიწყეთ გარეგნულ თვისებებზე ფიქრი, რათა დააკმაყოფილოთ თქვენი ესთეტიკური გემოვნებაც.

შეინარჩუნეთ წესრიგი და სისუფთავე

ფუნქციონალურ სამუშაო სივრცეს უნდა ჰქონდეს ადგილი ყველაფრისთვის, მათ შორის ყველაზე პატარა ნივთებისთვისაც. კარადებისა და უჯრების გარდა, მიზანშეწონილია გქონდეთ სპეციალური შესანახი ადგილი მცირე დეტალებისთვის და პატარა სანაგვე ურნაც.

შეარჩიეთ ოთახის მცენარეები

მცენარეები არა მხოლოდ სამუშაო სივრცის ესთეტიკას ქმნიან, არამედ ხელს უწყობენ ჰაერის უკეთეს ხარისხსაც. კარგად მოვლილმა მცენარემ შეიძლება “დაგაჯილდოვოთ” დახვეწილი და მრავალფეროვანი ყვავილებით, რაც სახლში დამატებითი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

შეიძინეთ დღის გეგმის შესაქმნელად საჭირო დაფა

მსგავს დაფას ყველა ადამიანი არ იყენებს, თუმცა ის გვეხმარება აზრებში გარკვევასა და დროის სწორად მართვაში. სამუშაო კვირის დასაწყისში შეგიძლიათ განსაზღვროთ პრიორიტეტები და სია დაფაზე დაამაგროთ. რა თქმა უნდა, დაფაზე ფოტოების და სხვა ვიზუალური დეტალების დამატება დაგეხმარებათ სამუშაო სივრცეში ინტერიერის გალამაზებაშიც.

შექმენით მოსასვენებელი ზონა

შესვენება სამუშაო ნაწილის განუყოფელი ნაწილია, რა დროსაც თავს ვანებებთ საქმეს და ვცდილობთ გონების განტვირთვას. ამისთვის სამუშაო სივრცეში რეკომენდებულია კომფორტული სავარძლის ან თუნდაც საწოლის დადგმა.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

Profildoors-ის პირველი ოფიციალური შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა

მონოქრომული გამით შექმნილი ინტერიერი შვედეთში