in

მცენარეების ცოცხალი “ხალიჩით” გადახურული ჭკვიანი სახლი მოსკოვში

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ 2018 წელს აშენდა რუსული არქიტექტურული ფირმის Snegiri Architects–ის მიერ. ესაა “პასიური სახლი”, რომელსაც შეუძლია დაზოგოს 90 პროცენტით მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივ სახლს. შენობა დგას ოთახებითა და ფანჯრებით უმეტესად მზისკენ, რათა, რაც შეიძლება, მეტი ბუნებრივი სითბო და შუქი შევიდეს სახლში. ის ასევე აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით და შვედური ფირფიტების ტექნოლოგიით, რომელიც აერთიანებს გათბობის საძირკვლის ფირფიტის დიზაინს იატაკის გათბობის სისტემასთან.

ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი სრული ინტეგრაცია გარემოსთან – ის, ფაქტობრივად, “ამოზრდილია” ლანდშაფტიდან, რადგანაც ამ შემთხვევაში, მწვანე საფარი მის სახურავზეც გრძელდება.

დამკვეთი არის ინოვაციების მოყვარული ადამიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გაჯეტების თაყვანისმცემელი. პროექტს უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ “პასიური სახლი”. შენობა აღჭურვილია ენერგიის დაზოგვის უნარის მქონე ფანჯრებით, სავენტილაციო სისტემით, ჰაერის გაჯანსაღების მექანიზმით. სახლის მახლობლად არის პარკინგის ადგილი ტესლას მანქანის დამტენით.

გარდა თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა, კლიენტს ასევე უყვარს ისტორია, როგორც ხელოვნება, და არის ვინტაჟური ავეჯის კოლექციონერი, რამაც გავლენა იქონია სახლის ინტერიერზე.

რაც შეეხება ექსტერიერს, ის მუქ ფერებშია გადაწყვეტილი და სრულ კონტრასტს ქმნის მწვანე გარემოსა და მის სახურავთან. აღნიშნული ექსტერიერი სახლს თანამედროვე იერსახეს ანიჭებს და ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ის ჭკვიანი სახლია.

არქიტექტურული სტუდია: Snegiri Architects

ფოტოგრაფი: Nikita Kapiturov

Nerosicilia – ლავის მასალისგან დამზადებული იტალიური ფილები

პატარა სამზარეულოს გონივრული მოწყობის 5 წესი