in

როგორ მოვაწყოთ სამრეცხაო ოთახი – 5 პრაქტიკული რჩევა

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ  სამრეცხაოსთვის შესაფერისი ადგილი, მასალები, აღჭურვილობა და აქსესუარები.

განლაგება

სამრეცხაო ადგილის შერჩევისას, პირველ რიგში, იმაზე უნდა იფიქროთ, თუ როგორ ჩართავთ სარეცხ მანქანას. იმ შემთხვევაში, თუ გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ორი სარეცხი მანქანა, საუკეთესო ვარიანტი არის აბაზანა. გარდა ამისა, სამრეცხაო ადგილის მოწყობა საკუჭნაოშიც არის შესაძლებელი, თუ იქ ყველა საჭირო რესურსი ხელმისაწვდომია. ასევე, შეგიძლიათ ტანსაცმლის რეცხვისა და გასაუთოებელი ადგილი აბაზანაში, სივრცის ტიხრით გაყოფის საშუალებით მოაწყოთ ან ყველა საჭირო აღჭურვილობა კარადაში მოათავსოთ. წყალზე წვდომის გარდა, აუცილებელია, რომ სამრეცხაოში ვენტილაციის სისტემა შესაფერისად იყოს მოწყობილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელს ოთახში აშრობთ.

დეკორაციული მასალები

როგორც სამზარეულოს ან აბაზანის შემთხვევაში, ასევე სამრეცხაო ოთახის გასაფორმებლადაც უნდა გამოიყენოთ გამძლე და მდგრადი მასალები, რომლებიც მაღალ ტენიანობას ადვილად იტანს. საუკეთესო არჩევანია კერამიკული მასალა, კაფელი, ბუნებრივი ქვა და ტენიანობისადმი გამძლე საღებავი.

აღჭურვილობა

უპირველეს ყოვლისა, სარეცხი მანქანისა და საშრობისთვის უნდა გამონახოთ ადგილი. სივრცის დაზოგვის მიზნით, ისინი ერთმანეთზე შეგიძლიათ განათავსოთ. ამავე მიზნით, უმჯობესი იქნება, თუ საუთოო დაფას კარადაში ჩააშენებთ.

ავეჯი და აქსესუარები

სამრეცხაო ოთახის მოწყობის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი სათავსოების ორგანიზებაა. მნიშვნელოვანია, რომ თეთრეულისა და ტანსაცმლისთვის საკმარისი რაოდენობის კარადები, თაროები და უჯრები გქონდეთ. გარდა ამისა, სამრეცხაო ოთახში ხშირად ინახება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რისთვისაც ასევე სივრცის გამონახვა მოგიწევთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ კალათები და კონტეინერები – მათი საშუალებით წესრიგის დაცვა უფრო გაგიადვილდებათ.

გამოსავალი მცირე ფართებისთვის

თუ სრულფასოვანი სამრეცხაო ოთახის მოსაწყობად საკმარისი სივრცე არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ სარეცხი მანქანა კარადაში მოათავსოთ, მის ზემოთ დააყენოთ საკიდი და დაამონტაჟოთ რამდენიმე თარო. იმავდროულად, უმჯობესია კარადებისთვის გასაგორებელი კარი გამოიყენოთ და ფასადში გააკეთოთ ხვრელი იმისთვის, რომ ტენიანობის დაგროვების პრობლემა აირიდოთ თავიდან.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ჰანს ვეგნერი – დანიური დიზაინის კაშკაშა ვარსკვლავი

სახლები საქართველოდან საგარდერობო ოთახით – Homeis.ge-ს 9 რჩეული პროექტი