in

სკანდინავიური ბინა შიშველი აგურის კედლებითა და ფერადი აქცენტებით

Banner M2
Banner M2

ეს საუცხოო ბინა შვედეთში მდებარეობს. დიდი ფანჯრები სივრცეს ბუნებრივი განათებით ავსებს, ფერადი ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ხოლო შიშველი აგურის კედლებს მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს.

სკანდინავიური დეკორისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი როგორც თანამედროვე, ასევე ვინტაჟური ელემენტების ნაზავია. ეს პროექტი კი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ასეთი კომბინაციის შექმნა გეხმარებათ, სახლს მეტი სიმყუდროვე და, ამავდროულად, ინდივიდუალიზმი შესძინოთ.

მისაღები ოთახის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი არის კედელი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ეთმობა. თითოეულ მათგანზე განსხვავებული ფერებია გამოყენებული, თუმცა შავი ტონი და ერთნაირი, თხელი ჩარჩოები თითქოს ამ ნამუშევრების გამაერთიანებელ ელემენტად გვევლინება. გარდა ამისა, მათი სიმეტრიული განლაგება გვაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში ეს ნამუშევრები ერთი დიდი სურათის ნაწილებს წარმოადგენს.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ავტორებმა შექმნეს ნათელი, მხიარული სივრცე, რომელიც მეპატრონეებს განტვირთვისა და ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბობის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოყენებული ფერები, ავეჯი, დეკორაციები და სხვა დეტალები გვიყვება ისტორიას აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ.

ინტერიერის 7 ფერი, რომლებიც არ მოგბეზრდებათ

11 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ონკანს შეიძენთ