სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრმა ნოვამ წინასაახალწლოდ თავისი მომხმარებლების სურვილების ასრულება გადაწყვიტა და ამისთვის მათ სპეციალური გათამაშება შესთავაზა.
14 დეკემბერს მან ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის ქვეშაც სურვილების დაფიქსირებისკენ მოგვიწოდა. დაგვიწერე რა გსურს რომ გაჩუქოს ნოვა კლაუსმა, დაელოდე 27 დეკემბერს და აისრულე სურვილი – მის ამ გზავნილს მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სტატუსის ქვეშ კომენტარი 7 ათასამდე ადამიანმა დატოვა. თავიდან კომპანია მათ ასრულებას 6 ადამიანს დაჰპირდა, თუმცა, განსაკუთრებული აქტიურობის გამო, ეს რიცხვი 46-მდე გაზარდა და წლის ბოლო დღეები უფრო მეტ ადამიანს უქცია დღესასწაულად. ისინი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ.
სკუტერი, ჭკვიანი მტვერსასრუტი, საბავშვო მიკროსკოპი, ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაცია, აბაზანისა და ბაღის ავეჯი, გიტარა, ხელსაწყოების ჩანთა, ლეკვი – ამ და სხვა საჩუქრებით დატვირთული მანქანით ნოვა კლაუსმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურა, რათა ისინი პირადად გადაეცა იღბლიანი მომხმარებლებისთვის.
ნოვას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მეგაცენტრებში 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი. მათზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კომპანია მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს ფასდაკლებებით, აქციებითა და სახალისო გათამაშებებით.
[R]