in

ქართული პროექტები ArchDaily-ზე, რომელთაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება

ArchDaily“ არის საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს არქიტექტურული სიახლეების, ნამუშევრების, ღონისძიებების, მოვლენებისა და კონკურსების გაშუქებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

15 წლის განმავლობაში, „ArchDaily“ ყოველწლიურად მართავს კონკურს — „Building of the Year“ წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობის გამოსავლენად. კონკურსი 15 კატეგორიისგან შედგება და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ, საჯარო, კულტურულ, რელიგიურ, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონკურსის წესების თანახმად, გამარჯვებული (თითოეულ კატეგორიაში) ხმის მიცემის გზით ვლინდება. ხმის მიცემის პროცესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი მკითხველებისთვის, რომლებიც „ArchDaily“-ის პლატფორმაზე არიან დარეგისტრირებული.

კონკურსის პირველი ეტაპი 30 იანვარიდან და 14 თებერვლამდე პერიოდს გულისხმობს. დაინტერესებულ პირს კი ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტისთვის თითოეულ კატეგორიაში. ხმათა უმრავლესობის მიხედვით, საწყის ეტაპზე ყველა კატეგორიიდან 5 ფინალისტი შეირჩევა.

კონკურსის მეორე ეტაპი კი 14 თებერვლიდან 22 თებერვლამდე  გაგრძელდება, სადაც ასევე, თითოეულ კატეგორიაში ერთი ფინალისტისთვის იქნება ხმის მიცემა შესაძლებელი. „Building of the Year“ კონკურსის გამარჯვებულები 2024 წლის 22 თებერვალს, „ArchDaily“-ის პლატფორმაზე გამოვლინდება.

ჩვენთვის საამაყოა, რომ 2024 წლის  „Building of the Year“-ის კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე ქართული პროექტიც იღებს, რომელთა მხარდაჭერა ხმის მიცემის საშუალებით არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ „ArchDaily“-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია.

ქვემოთ მოცემულია ქართული პროექტების საკონკურსო სია:

1. Laboratory of Architecture #3 ­– „Terracotta Pavilion House“

კატეგორია: საცხოვრებელი სახლები (Houses)

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

პროექტი სრულად

2. TIMM Architecture ­– „House Around the Tree“

კატეგორია: საცხოვრებელი სახლები (Houses)

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

პროექტი სრულად

3. Idaaf Architects ­– „Elia House“

კატეგორია: საცხოვრებელი სახლები (Houses)

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

პროექტი სრულად

4. Laboratory of Architecture #3 ­– „Zzip Honey Shop“

კატეგორია: სტუმართმოყვარეობის არქიტექტურა (Hospitality Architecture)

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

პროექტი სრულად

5. Laboratory of Architecture #3 ­– „Glarros Old town Hotel“

კატეგორია: სტუმართმოყვარეობის არქიტექტურა (Hospitality Architecture)

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

ხის ელემენტებით შექმნილი დახვეწილი ინტერიერი მინდელის ქუჩაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი

7 მარტივი წესი დიზაინში, რომელიც მაქსიმალისტური სტილის სამზარეულოს შექმნაში დაგეხმარებათ