in

ახალი სივრცე პრემიუმ ავეჯისა და ინტერიერის ინდუსტრიაში — ინტერვიუ ვაჩე თავდიშვილთან

რას სთავაზობს ევროპული დიზაინი მათ, ვინც სახლისა თუ სამუშაო სივრცისთვის განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ეძებს? ამ კითხვაზე პასუხის ძიებას თბილისში, პრემიუმ ავეჯის ახალ შოურუმში — GT Deco-ში — მივყავართ. აქ იტალიური და სხვა ევროპული ბრენდების კოლექციები იყრის თავს, მათი შერჩევისას კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ რა ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს თითოეული მათგანი ქართულ ბაზარს.

საკუთარი კონცეფცია ჰოლდინგურ კომპანია GT Group-ში შემავალმა GT Deco-მ პროფესიულ საზოგადოებას 2026 წლის “შეკრებაზე” ოქროს სპონსორის სტატუსით გააცნო. დღევანდელ ინტერვიუში შოურუმის მმართველ პარტნიორს, ვაჩე თავდიშვილს ვესაუბრებით სივრცეზე, რომელიც უკვე მასპინძლობს დამთვალიერებლებს და ბრენდებზე, რომლებსაც საქართველოში GT Deco ექსკლუზიურად წარმოადგენს.

ვაჩე, როგორც ვიცით, GT Deco უკვე აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს, გაგვიზიარეთ, რა დახვდებათ მათ თქვენს შოურუმში?

პირველივე სართულზე სტუმარს Stosa Cucine-ს სამზარეულოების სივრცე ხვდება — გამორჩეული კონცეფციითა და კოლექციებით, რომელთა მსგავსი ამგვარი ფორმატით ქართულ ბაზარზე სხვაგან არსად არის. ეს შოურუმის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია და სტუმარს პირველივე ნაბიჯიდან აცნობს GT Deco-ს ხედვასა და ბრენდების შერჩევის პრინციპს.

შოურუმი ერთ სივრცეში აერთიანებს იტალიურ და ევროპულ ბრენდებს, რომლებიც ინტერიერის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: Calligaris-ის ავეჯს, Ofifran-ის საოფისე ავეჯს, Henry Glass-ის მინის ტიხრებს, Elli-ისა და Turati T4-ის ავეჯის კოლექციებს, Elite To Be-ის გამორჩეულ ავეჯს ღვინის სივრცეებისა თუ მცირე მარნებისთვის და Riluc-ის უნიკალურ, ხელნაკეთ უჟანგავი ფოლადის ნაკეთობებს.

ამ ეტაპისთვის მომხმარებელს შოურუმში უკვე ვთავაზობთ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის მოსაწყობად მრავალფეროვან არჩევანს, თუმცა, მზადების ფაზას დასრულებულად არ ვთვლით, რადგან შოურუმის განვითარება ჩვენთვის მუდმივი პროცესია — აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბრენდების დამატებაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ ჯითი დეკო ჩამოყალიბდეს სივრცედ, რომელიც ქართველ მომხმარებელს პირველი აცნობს დიზაინის ახალ ხედვებსა და საერთაშორისო გამოცდილებას ინდუსტრიაში.

ვნახავთ თუ არა რაიმე ისეთს ჯითი დეკოში, რაც სხვაგან არსად გვხვდება ბაზარზე?

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ, ერთი მხრივ, მიგვეცა მომხმარებლისთვის უფრო ფართო არჩევანი პრემიუმ ავეჯის ინდუსტრიაში და ამასთან, შეგვევსო ქართულ ბაზარზე არსებული დეფიციტური ნიშა. პროდუქტი, რომელიც საქართველოში სხვაგან არსად შეხვდებათ. აქ იტალიურ ბრენდ Elite To Be-ს მოვიაზრებ, რომელიც საქართველოსა და იტალიისთვის ღვინის კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო შევარჩიეთ – ორივე ქვეყანაში ღვინო ტრადიციისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, Elite To Be კი ამ კულტურულ ღირებულებას დიზაინში გარდასახავს, ქმნის ავეჯსა და სისტემებს, რომლებიც ღვინოს ინტერიერის ნაწილად აქცევს. მისი კოლექციები საინტერესოა როგორც რესტორნებისა და მარნებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სახლში ღვინის კუთხის მოწყობა სურს.

სწორედ ნიშების განვითარების ინერციით, გავხდით პორტუგალიური პრემიუმ ბრენდი Riluc-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. მარტივად რომ გითხრათ, ბრენდის, რომელიც ხელით ამზადებს ლითონის უნიკალურ ნაკეთობებს, ისეთს, საფრანგეთში, ელისეის სასახლეში რომ აღმოაჩენთ. ამგვარი ბრენდების პორტფელში დამატება და მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი გვიზრდის ამბიციას, გავაგრძელოთ აქტიურად მუშაობა და შოურუმი განსაკუთრებული პროდუქტების ერთგვარ სახლად ვაქციოთ.

და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ GT Deco-სა და პროფესიულ საზოგადოებას შორის ურთიერთობის განვითარება?

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც დიზაინისა და ინტერიერის ინდუსტრიას ქმნიან. სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი Home Is Gathering-ზე, ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა, პროფესიულ საზოგადოებასთან პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონოდა და GT Deco-ს კონცეფცია გაგვეცნო. თანაც, უკვე ვგრძნობთ დიდ ინტერესს დიზაინერებისა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი სტიმულია.

პროფესიულ ურთიერთობას კი მხოლოდ B2B ან B2C ჩარჩოში არ ვაქცევთ, ეს ჩვენთვის ახლო, სანდო კავშირებთან ასოცირდება, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ერთმანეთის მოსმენასა და ურთიერთსასარგებლო კავშირების ჩამოყალიბებას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ადამიანებს მომავალში დახურული ფორმატის შეხვედრებითა და ღონისძიებებით ვეურთიერთოთ, მეტად საქმიანი საუბრებით, რადგან ბრენდები, რომლებსაც ჩვენ მათ ექსკლუზიურად წარვუდგენთ, სწორედ ამ ფორმატს მოითხოვს. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი შეხვედრის ადგილი ჯითი დეკოა, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, 181 ა ნომერში.

[პარტნიორის კონტენტი]

არქიტექტურა, როგორც პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე – ინტერვიუ ოთო ხელაშვილთან