in

Atlas Concorde-ის ახალი კოლექცია IPS-ში უკვე ხელმისაწვდომია

ბუნებრივი ფაქტურები, დახვეწილი ფერთა პალიტრა და ინოვაციური ზედაპირები — იტალიური ბრენდი Atlas Concorde-ი თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შესაძლებლობებს ახალი კოლექციებით აფართოებს.

Nyra Utopia, Log Anthology, Marvel Next, Boost Hux და Vivia – თითოეული მათგანი განსხვავებულ დიზაინერულ კონცეფციას ეფუძნება და არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინერებს სივრცის ინდივიდუალური ხასიათის შექმნის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Nyra Utopia — ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონია

Nyra Utopia ბუნებრივი ქვის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელიც არქიტექტურასა და გარემოს შორის ვიზუალური კავშირის შექმნას ემსახურება.

კოლექცია აერთიანებს ხუთ ბუნებრივ ტონალობას: Reef, Barley, Comet, Popcorn და Acacia. ღია, თბილი და მინერალური ფერები საშუალებას იძლევა, შეიქმნას მშვიდი, დაბალანსებული გარემო.

განსაკუთრებით საინტერესოა ზედაპირების სამი განსხვავებული დამუშავება: Natural, Ribbed და Hammered. მათი კომბინაციით შესაძლებელია რელიეფის, განათებისა და ფაქტურის ურთიერთქმედება, რაც ერთი და იმავე მასალას განსხვავებულ ვიზუალურ ხასიათს ანიჭებს.

Log Anthology — ხის ბუნებრივი ესთეტიკა თანამედროვე ინტერიერში

ბუნებრივი ხის ფაქტურა ინტერიერის დიზაინში სითბოსა და სიმყუდროვის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. Log Anthology სწორედ ამ ესთეტიკის თანამედროვე კერამიკულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

Log Anthology განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეების, სასტუმროებისა და ისეთი კომერციული ინტერიერებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ბუნებრივ მასალებთან ვიზუალური სიახლოვე. ამასთან ერთად, კერამოგრანიტის ფილა განსაკუთრებული გამძლეობითა და მოვლის სიმარტივით გამოირჩევა.

Marvel Next — მარმარილოს ახალი ესთეტიკა

Marvel Next Atlas Concorde-ის ცნობილი Marvel World-ის განვითარების ახალი ეტაპია. კოლექცია მარმარილოს კლასიკურ ესთეტიკას თანამედროვე არქიტექტურის მოთხოვნებს უსადაგებს.

მისი მთავარი მახასიათებელია დახვეწილი ნახატი და დაბალანსებული ფერთა პალიტრა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ფართო ზედაპირებზე.

Marvel Next-ის გამოყენება შესაძლებელია იატაკის, კედლების, ავეჯის ელემენტებისა და ვენტილირებადი ფასადების მოსაპირკეთებლადაც.

Boost Hux — ბეტონის ინდუსტრიული ხასიათი და თბილი ტონალობები

Boost Hux ბეტონის ესთეტიკას განსხვავებული პერსპექტივით წარმოაჩენს. კოლექციის შთაგონების წყარო ჩამოსხმული ბეტონია, რომლისთვისაც დამახასიათებელი ფოროვანი სტრუქტურა, ტონალური ვარიაციები და არაერთგვაროვანი ზედაპირი კერამიკულ მასალაშია გადმოტანილი.

ტრადიციული ინდუსტრიული ესთეტიკისგან განსხვავებით, Boost Hux აქცენტს თბილ, ბუნებრივ ფერებზე აკეთებს.

Vivia — დეკორატიული ზედაპირების ახალი შესაძლებლობები

Vivia Atlas Concorde-ის ახალი კოლექციების დეკორატიულ მიმართულებას წარმოადგენს და ყურადღებას ფერზე, ფაქტურასა და ზედაპირის მხატვრულ გამომსახველობაზე ამახვილებს.

თუ ქვის, ხის ან მარმარილოს ეფექტის მქონე მასალები ხშირად სივრცის ძირითად ვიზუალურ ფონს ქმნის, დეკორატიული ზედაპირები ინტერიერში ინდივიდუალური ხასიათის შემოტანის შესაძლებლობას იძლევა.

Vivia საინტერესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, კედლის მოპირკეთება ინტერიერის დამოუკიდებელ დიზაინერულ ელემენტად აქციოს.

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეული აქცენტების შესაქმნელად, ისე უფრო კომპლექსური დეკორატიული კონცეფციის ნაწილად.

Atlas Concorde საქართველოში

იტალიური ბრენდის, Atlas Concorde-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში კომპანია IPS-ია.

კომპანია არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებსა და კერძო მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული ბრენდების მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს, პროფესიულ კონსულტაციასა და პროექტის სპეციფიკაზე მორგებული გადაწყვეტილებების შერჩევაში დახმარებას.

Atlas Concorde-ის კოლექციების დათვალიერება აიპიეს-ის შოურუმშია შესაძლებელი.

[R]

„სილქ თაუერსმა” European Property Awards 2026-2027-ზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მოიპოვა 

„ბლოქსი ხეივანი“ – ახალი მასშტაბური პროექტი აღმაშენებლის ხეივანზე