სილქ დეველოპმენტის გამორჩეულმა პროექტმა „სილქ თაუერსმა” (Silk Towers) უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე – European Property Awards 2026-2027 უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში Best Mixed Use Development Georgia (საქართველოს საუკეთესო მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტი).
European Property Awards International Property Awards-ის ევროპული დაჯილდოებაა. International Property Awards 1993 წლიდან ტარდება და უძრავი ქონების ინდუსტრიაში ხარისხისა და სრულყოფილების ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ნიშნულად ითვლება. პროექტებს 100-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჟიური აფასებს, ხოლო ხუთვარსკვლავიანი ჯილდო ეროვნული კატეგორიის უმაღლესი შეფასებაა, ის პროექტის ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის აღიარებას წარმოადგენს.
„სილქ თაუერსის” გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარების პოტენციალსა და ქართული პროექტების მზარდ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე.
„სილქ თაუერსი” ძველი ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში, ანბანის კოშკისა და ალი და ნინოს ქანდაკების გვერდით მიმდინარე უნიკალური, მრავალფუნქციური პროექტია. 10 ჰექტრამდე ტერიტორიის გენერალური გეგმა „სილქ დეველოპმენტმა” მსოფლიოში აღიარებულ იაპონურ არქიტექტორ კენგო კუმასთან (Kengo Kuma & Associates) ერთად შექმნა, რაც მისი სტუდიის პირველი კოლაბორაციაა რეგიონში.
აქტიურ ფაზაშია კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება საინვესტიციო აპარტამენტები, სასტუმროები, კაზინო, იახტ-კლუბი და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა; ხოლო პროექტის პირველი ეტაპი – დანიურ MASU Planning-თან ერთად შექმნილი 2-ჰექტრიანი მუნიციპალური პარკი – ქალაქს საჩუქრად უკვე გადაეცა და სტუმრებს მასპინძლობს.
“European Property Awards-ზე სილქ თაუერსისთვის მინიჭებული ხუთვარსკვლავიანი შეფასება, ნათლად ადასტურებს სილქ დეველოპმენტის მაღალ სტანდარტებს და კომპანიის ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. გვჯერა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს ქალაქ ბათუმის პოზიციას საერთაშორისო ტურისტულ და საინვესტიციო რუკაზე და ბათუმის სამომავლო განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.”- მამუკა შურღაია, სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი.
სილქ დეველოპმენტის შესახებ
სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, სილქ როუდ ჯგუფის შემადგენლობაშია. 2005 წლიდან დღემდე კომპანიამ მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და შედეგად ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოში. კომპანიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია არქიტექტურული ხარისხი, უსაფრთხოება, გარემოსთან ჰარმონიული ინტეგრაცია და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და მდგრადობით, რაც განაპირობებს სანდოობას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებისათვის.
სილქ დეველოპმენტის პროექტები არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე: „მწვანე კონცხი ბოტანიკო” FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2024-ისა და Archello Awards 2024-ის გამარჯვებული, Booking.com Traveller Review Awards 2026-ის ლაურეატი და ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრემიის – Mies van der Rohe Awards 2026-ის ნომინანტია. „სილქ თაუერსი” კი MIPIM Awards 2026-ის ნომინანტი და European Property Awards 2026-2027-ის ხუთვარსკვლავიანი ჯილდოს მფლობელია.
[R]






