in ,

თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი “ლივერა” Homeis „შეკრების“ მარკეტფლეისზე

Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.

წლევანდელი „შეკრება“ მონაწილეებსა თუ მოსულ სტუმრებს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს – ღონისძიებას პირველად დაემატება Marketplace – სპეციალურად მოწყობილი სივრცე B2B შეხვედრებისთვის, რომელიც ღონისძიების ძირითადი პროგრამის პარალელურად იმოქმედებს და ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უძრავი ქონების სფეროში სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს და დაამყარონ მათთან საქმიანი ურთიერთობები.

ახალი სივრცის მთავარი მიზანია, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მათ პოტენციურ მომხმარებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები შექმნას. მარკეტფლეისში მონაწილე კომპანიებს და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ ცოდნა და გამოცდილება და განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ვინ დაგხვდებათ Homeis-ის Marketplace სივრცეში?

Marketplace-ის მონაწილეთა შორისაა ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი „ლივერა” რომელიც მომხმარებლებს 2015 წლიდან ემსახურება.

ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს საძინებლის, მისაღების, სასადილოსა და გარე სივრცეებისთვის განკუთვნილ კოლექციებს. ასორტიმენტი მოიცავს როგორც საბაზისო ავეჯს (მაგიდები, სკამები), ისე ინტერიერის შემავსებელ ელემენტებს — სანათებს, ჭურჭელსა და დეკორატიულ აქსესუარებს. მრავალფეროვანი არჩევანი დიზაინერებსა და დამკვეთებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სივრცე ერთიანი კონცეფციითა და სრული კომპლექტაციით მოაწყონ.

კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კომპანიებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და დეველოპერებთან. ბრენდის მიერ შემოთავაზებული ასორტიმენტი მუდმივად ივსება უახლესი კოლექციებით.

“ლივერა” თითოეული სივრცის დანიშნულებასა და სტილს ერგება, შესაბამისად, ის მომხმარებელს პროდუქციის ინდივიდუალურ შერჩევაში ეხმარება. პროფესიონალური კონსულტაციის მიღება შესაძლებელია თბილისში, ავეჯის მოლ „პავილიონში“ მდებარე შოურუმში. ამას გარდა, არქიტექტორებსა და დიზაინერებს ბრენდი მოქნილ B2B თანამშრომლობას სთავაზობს. 

Marketplace-ზე “ლივერას” გუნდი მზად არის ინდივიდუალური შეხვედრებისთვის. კომპანიის პროდუქტით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დეტალურად განიხილონ მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების სპეციფიკა და საფუძველი ჩაუყარონ სამომავლო პარტნიორობას.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე.

კორპორაციულად შესაძენის მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: sales@marketer.ge.

მერქანი“ Homeis-ის „შეკრების“ მარკეტფლეისზე: 26-წლიანი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები 

უსაფრთხოებისა და დაშვების სისტემების კომპანია FlexSecure Homeis-ის „შეკრების” მარკეტფლეისის მონაწილეა