Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.
წლევანდელი „შეკრება“ მონაწილეებსა თუ მოსულ სტუმრებს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს – ღონისძიებას პირველად დაემატება Marketplace – სპეციალურად მოწყობილი სივრცე B2B შეხვედრებისთვის, რომელიც ღონისძიების ძირითადი პროგრამის პარალელურად იმოქმედებს და ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უძრავი ქონების სფეროში სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს და დაამყარონ მათთან საქმიანი ურთიერთობები.
ახალი სივრცის მთავარი მიზანია, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მათ პოტენციურ მომხმარებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები შექმნას. მარკეტფლეისში მონაწილე კომპანიებს და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ ცოდნა და გამოცდილება და განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ვინ დაგხვდებათ Homeis-ის Marketplace სივრცეში?
Marketplace-ის მონაწილეთა შორისაა ავეჯისა და კარების მწარმოებელი ქართული კომპანია „მერქანი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უკვე 26 წელია საქმიანობს.
კომპანია ქმნის როგორც სტანდარტულ, ისე ექსკლუზიურ, არასტანდარტულ შიდა კარებს, ინტერიერის ხის რთულ კონსტრუქციებს და ავეჯს ნებისმიერი ტიპის ოთახისთვის (სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო, საბავშვო). „მერქანის“ მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომაა – სრული ციკლის წარმოება კონკრეტული სივრცის სპეციფიკის, შერჩეული მასალებისა და უნიკალური დიზაინერული დეტალების გათვალისწინებით ხორციელდება.
ბრენდი წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო დამკვეთებთან, ისე არქიტექტურულ სტუდიებთან, დიზაინერებთან და მსხვილ კომერციულ ობიექტებთან.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „მერქანი“ საწარმოო შესაძლებლობების აქტიურ გაფართოებას განაგრძობს. კომპანიის უახლოესი გეგმები მოიცავს:
- თბილისში ახალი, თანამედროვე კონცეპტუალური შოურუმის გახსნას;
- საწარმოო ტექნოლოგიებისა და დანადგარების სრულ განახლებას;
- სერიული წარმოების ხაზის ამოქმედებას;
- 2027 წლისთვის B2B მიმართულების მასშტაბურ გაფართოებას.
Marketplace-ზე „მერქანის“ გუნდი მზად არის ინდივიდუალური შეხვედრებისთვის, მოისმინოს დაინტერესებული ადამიანების იდეები და საჭიროებები და მათთან ერთად განიხილოს, როგორ შეიძლება იქცეს ეს იდეები ერთობლივ პროექტებად.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე.
კორპორაციულად შესაძენის მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: sales@marketer.ge.







