in ,

კოლხი ჯგუფი Homeis-ის „შეკრების“ ოქროს სპონსორია

Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.

წლევანდელი „შეკრების“ ოქროს სპონსორია კოლხი ჯგუფი — კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრემიუმ სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის საქმიანობა აერთიანებს როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს, მათ შორის სახურავის, ფასადის, ეზოს, ჭერის, კედლისა და იატაკის გადაწყვეტილებებს. საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, კოლხი ჯგუფი არქიტექტორებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს პროექტებისთვის საჭირო მასალების ერთ სივრცეში შერჩევისა და შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

კოლხი ჯგუფისთვის Homeis-ის „შეკრებაში“ მონაწილეობა პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობაა. კომპანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინერული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია როგორც ხარისხიანი მასალებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, ისე ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

პარტნიორობის მოტივაციაზე, საქართველოში კომპანიის საქმიანობასა და პროფესიული პლატფორმების მნიშვნელობაზე კოლხი ჯგუფის გუნდს ვესაუბრეთ:

რა გახდა კოლხი ჯგუფისთვის Homeis-ის „შეკრების“ პარტნიორობის მთავარი მოტივაცია და რა საერთო ღირებულებები აერთიანებს თქვენს კომპანიასა და ამ პლატფორმას?

15 წელზე მეტია, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრემიუმ სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს ვთავაზობთ და სხვადასხვა მასშტაბის პროექტებში ვმონაწილეობთ. გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პროფესიული კავშირები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობისა და ერთობლივი განვითარებისთვის.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც პროფესიულ დიალოგს ახალ შესაძლებლობებად აქცევს, ხელს უწყობს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებასა და გამორჩეული პროექტების შექმნას.

“კოლხი ჯგუფისთვის” ამ პარტნიორობის მთავარი მოტივაცია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. Homeis-თან კი გვაერთიანებს ხარისხიანი არქიტექტურული და დიზაინერული გარემოს შექმნის ინტერესი და სურვილი, ხელი შევუწყოთ სფეროში ახალი იდეებისა და თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას.

როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებაში?

კოლხი ჯგუფის როლი საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე მასალებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

2010 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობითა და სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა ჩვენი გააქტიურება B2B მიმართულებით.

კოლხი ჯგუფი ფაქტობრივად ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პრემიუმ მასალების სრულ სპექტრს აერთიანებს – სახურავის, ფასადისა და ეზოს მოპირკეთებიდან დაწყებული, ინტერიერის ჭერის, კედლისა და იატაკის გადაწყვეტილებებით დასრულებული. ამგვარად, მომხმარებელს პროექტისთვის საჭირო მასალების ერთ სივრცეში შერჩევისა და შეძენის შესაძლებლობას ვთავაზობთ.

ასორტიმენტის დიდი ნაწილი უკვე ადგილზე, ჩვენს საწყობშია ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას გვაძლევს, დიზაინერებსა და პროექტის მენეჯერებს საჭირო მასალები უმოკლეს ვადაში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე მივაწოდოთ.

ამასთან, ასობით განხორციელებულ პროექტში მონაწილეობა, მათ შორის ძველი თბილისის, მცხეთისა და გამზირების რეკონსტრუქციის პროექტებში, შესაძლებლობას გვაძლევს, დაგროვილი გამოცდილება სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ ისეთი მასალებისა და გადაწყვეტილებების შერჩევას, რომლებიც პროექტის ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს შეესაბამება.

გვჯერა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინერული გარემოს განვითარებას ემსახურება.

როგორ ხედავთ „შეკრების“ მსგავსი პროფესიული პლატფორმების როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარებაში და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ასეთი ღონისძიებები ბრენდებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობისთვის?

ბრენდებისთვის მსგავსი პროფესიული პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას აძლევს, უშუალო კავშირი დაამყარონ არქიტექტურის, დიზაინისა და დეველოპერული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, უკეთ გაეცნონ მათ საჭიროებებს და საკუთარი გამოცდილება თუ პროდუქტები პროფესიულ კონტექსტში წარმოაჩინონ.

მსგავსი ინიციატივების ღირებულება სწორედ პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ცოდნის პრაქტიკულ თანამშრომლობად გარდაქმნაშია. ეს ქმნის საფუძველს გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, ახალი იდეების ერთობლივად განვითარებისა და რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.

გვჯერა, რომ საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარება სწორედ ასეთ თანამშრომლობას ეფუძნება.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

GT Deco Homeis-ის „შეკრების“ ოქროს სპონსორია

სივრცე, როგორც ადამიანის გაგრძელება – ინტერვიუ ანინია ფხაკაძესთან