დეველოპერულმა კომპანია „ზიგმამ“ პრემიუმ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებამდე ერთი წლით ადრე ბოლო საახალწლო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს სასურველი საცხოვრებელი სივრცის განსაკუთრებული პირობებით შეძენა შეუძლიათ.

საახალწლო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლები ისარგებლებენ:
- ერთსაძინებლიან ბინებზე – 70 000 ლარამდე ფასდაკლებით;
- ორსაძინებლიან ბინებზე – 130 000 ლარამდე ფასდაკლებით;
- სამსაძინებლიან ბინებზე – 200 000 ლარამდე ფასდაკლებით.
სპეციალური შეთავაზება პროექტის გამორჩეულ არქიტექტურულ ელემენტზე – ფუნქციურ ტერასებზეც ვრცელდება.
ამასთანავე, მომხმარებლებს 0%-იანი პირველადი შენატანითა და უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობა შეუძლიათ, ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
საახალწლო შეთავაზება 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

არქიტექტურა და ფუნქციური სივრცეები
საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა არქიტექტურისა და ფუნქციურობის თანხვედრას ენიჭება. ბუნებრივი განათება, სივრცის მოცულობა, პანორამული ხედები და ღია სივრცეები ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ კომფორტს განსაზღვრავს.
სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით იქმნება „ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ მულტიფუნქციური კომპლექსი.
პროექტის გამორჩეული არქიტექტურული ელემენტი ფუნქციური ტერასებია, რომლებიც საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. მათი მოწყობა მაცხოვრებლებს საკუთარი ცხოვრების სტილისა და ინტერესების შესაბამისად, დასასვენებელ, გამწვანებულ თუ სტუმრების მისაღებ სივრცეებად შეუძლიათ.

კომპლექსიდან თბილისის, მათ შორის მთაწმინდის, შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება.
ბინებში ფილიდან ფილამდე სიმაღლე 3.3 მეტრს შეადგენს, რაც სივრცეს მეტ მოცულობას სძენს, ალუმინის ვიტრაჟები კი ინტერიერში ბუნებრივი განათების მაქსიმალურად შემოსვლას უწყობს ხელს.
ინდივიდუალურად დაგეგმილი ტიხრები მომავალ მაცხოვრებლებს ინტერიერის საკუთარი საჭიროებების, ცხოვრების სტილისა და ესთეტიკური პრეფერენციების შესაბამისად მოწყობის შესაძლებლობას სთავაზობს. შედეგად, თითოეული ბინა შეიძლება იქცეს პერსონალიზებულ საცხოვრებელ სივრცედ, რომელიც მფლობელის ინდივიდუალურ ხასიათსა და ყოველდღიურობას ასახავს.
რეკრეაციული სივრცეები და ყოველდღიური კომფორტი
„ზიგმა საბურთალოს“ საცხოვრებელი კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის ერთ კომპლექსში გაერთიანებაა.
30-სართულიან კომპლექსში ცურვის მოყვარულებისთვის 29-მეტრიანი საცურაო აუზი, ბავშვებისა და აკვააერობიკისთვის კი 12-მეტრიანი აუზია გათვალისწინებული. პროექტი ასევე თანამედროვე ფიტნეს დარბაზს, სქვოშის კორტსა და საუნას აერთიანებს.
საცხოვრებელ კომპლექსში საერთო სარგებლობის სივრცეებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დახვეწილი ლობი, კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურება, კომერციული სივრცეები და ოთხდონიანი ავტოსადგომი მაცხოვრებლების ყოველდღიური კომფორტისთვისაა გათვალისწინებული.

კომპლექსს OTIS-ის ბრენდის შვიდი ლიფტი მოემსახურება, მათ შორის ერთი დამოუკიდებელი საკურიერო ლიფტი, რომელთა საშუალებითაც მაცხოვრებლები შეკვეთებს უშუალოდ საკუთარ სართულზე მიიღებენ.

მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიური ცხოვრების წესი, დასვენება და ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში გააერთიანონ.
ხარისხი, რომელიც საცხოვრებელი გარემოს თითოეულ დეტალში აისახება
საცხოვრებელი სივრცის ხარისხს არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე, არამედ ის ტექნიკური გადაწყვეტილებებიც განსაზღვრავს, რომლებიც მაცხოვრებლების აკუსტიკურ და თერმულ კომფორტს უზრუნველყოფს.
„ზიგმა საბურთალოს“ მშენებლობისას Ytong-ის D400 და D600 ენერგოეფექტური ბლოკები გამოიყენება, რომლებიც თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. პროექტის ტექნიკური მონაცემებით, ბინებს შორის კედლების ხმის იზოლაციის მაჩვენებელი გალესვის შემდეგ 60 დეციბელამდე აღწევს.
დამატებითი აკუსტიკური კომფორტისთვის იატაკზე გერმანული ხმის საიზოლაციო მასალაა გათვალისწინებული, ფასადზე კი ენერგოეფექტური ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინაპაკეტით დამონტაჟდება.

მაცხოვრებლებს ბინები პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობაში გადაეცემათ, რაც შემდეგ სამუშაოებს მოიცავს:
- გალესილ კედლებს;
- მოჭიმულ იატაკს;
- ელექტროობისა და სანტექნიკის პირველი ეტაპის სამუშაოებს;
- ინდივიდუალურად დაგეგმილ ტიხრებს;
- ყინვაგამძლე კერამოგრანიტით სრულად მოპირკეთებულ აივნებს.
- სრულ გამრიცხველიანებას
აღნიშნული კონდიცია მომავალ მაცხოვრებლებს სარემონტო სამუშაოებზე ნაკლები დროის დახარჯვისა და ინტერიერის მოწყობაზე მეტი ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას მისცემს.
ქალაქთან კავშირი
„ზიგმა საბურთალო“ სანდრო ეულის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსა და ახალი დამაკავშირებელი ხიდის სიახლოვეს მდებარეობს.
საბურთალოს ვაკესა და წყნეთთან პირდაპირი კავშირი მაცხოვრებლებს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებას გაუმარტივებს. კომპლექსის მიმდებარედ კი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო და კვების ობიექტებია განთავსებული.

ლოკაციის, თანამედროვე არქიტექტურის, ფუნქციური გეგმარებისა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის ერთობლიობა ბრენდის მთავარ ხედვას გამოხატავს, რომელსაც კომპანიის სლოგანიც ასახავს – „ზიგმა – მათთვის, ვინც ცხოვრების ახალ სტანდარტს ეძებს.“
„ზიგმა საბურთალოს“ მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში დასრულდება. მშენებლობის დაწყებიდან დღემდე კომპლექსში ბინების ღირებულება უკვე 38%-ით გაიზარდა, პროექტის დასრულებამდე კი კომპანია დამატებით 18–20%-იან ზრდას პროგნოზირებს.

მიმდინარე საახალწლო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სასურველი საცხოვრებელი სივრცე განსაკუთრებული პირობებით 31 დეკემბრის ჩათვლით შეიძინონ.
[პარტნიორის კონტენტი]









