in ,

ნიშ დეველოპმენტის ახალი სტანდარტი თბილისში — „ზიონი“ მელიქიშვილზე A-კლასის ბიზნეს ცენტრს აშენებს

თბილისის ცენტრს მალე გამორჩეული ინფრასტრუქტურული ობიექტი შეემატება. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, მელიქიშვილის 41 ნომერში დეველოპერული კომპანია „ზიონი“ საერთაშორისო სტანდარტების, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრს აშენებს.

ახალი 8-სართულიანი ობიექტის მშენებლობა ბიზნესისთვის A კლასის სამუშაო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ბიზნეს ცენტრში საფინანსო, სადაზღვევო, იურიდიული და აუდიტორული კომპანიების ოფისები განთავსდება. შენობის ქვედა სართულები კი საერთაშორისო ბრენდების შოურუმებსა და პრემიალური სეგმენტის სავაჭრო სივრცეებს დაეთმობა. ეს გარემო სპეციალურად იქმნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ იმიჯს, მაღალ სტანდარტებსა და პრესტიჟს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევენ.

შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani AD-ს ეკუთვნის. ნაგებობის ექსტერიერი ვიზუალურად და ფუნქციურად ორად არის გაყოფილი.

შენობის ქვედა 6 სართული LUCEM-ის თანამედროვე გამჭვირვალე ბეტონის პანელებით მოპირკეთდება. ამიერკავკასიის მასშტაბით „ზიონი“ პირველი კომპანიაა, რომელიც გერმანული ბრენდის მასალას გამოიყენებს. ინოვაციურ არქიტექტურულ განათებასა და გამჭვირვალე ბეტონის წარმოებაში LUCEM-ი დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა, რომლის პორტფოლიოც 600-ზე მეტ გლობალურ პროექტს მოიცავს.

შთამბეჭდავი იქნება ბიზნეს ცენტრის ზედა ნაწილიც. მე-7 და მე-8 სართულებზე  გათვალისწინებულია ვიტრაჟული ფასადი. ორმაგ მინას შორის კი მეტალის დეკორატიული ბადე იქნება ინტეგრირებული. ეს გადაწყვეტა ობიექტს მეტ სინათლეს, სიმსუბუქესა და გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახეს შესძენს.

„ზიონის“ მისია ხარისხს, პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, პროექტის თითოეული კომპონენტი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება: ბიზნეს ცენტრში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი დაინერგება. შენობის მოვლა-პატრონობაზე კი ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანია Capital Maintenance იქნება პასუხისმგებელი. მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი სანდოობით გამორჩეული კომპანია ისრაელის ბაზარზე ხუთ წამყვან ოპერატორს შორის პოზიციონირებს. Capital Maintenance-ის პორტფოლიო მოიცავს ისრაელის პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისა და A-კლასის ბიზნეს ცენტრების მართვა-ექპლუატაციას, რაც „ზიონი მელიქიშვილის“ შეუფერხებელ და ექსკლუზიური სერვისის გარანტიას ნიშნავს.

პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია. „ზიონის“ სხვა პროექტების მსგავსად, მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრიც ნიშ დეველოპმენტის კარგი მაგალითია, მიდგომის, რომელიც მასობრივი მშენებლობის ნაცვლად, ექსკლუზიურობასა და მაღალ ხარისხზე აკეთებს აქცენტს.

ახალი ობიექტი ჰარმონიულად აერთიანებს მელიქიშვილის გამზირის ისტორიულ ღირებულებასა და თანამედროვე ბიზნესის დინამიკას. ეს სივრცე ჩამოყალიბდება წამყვან ბიზნეს ჰაბად, სადაც ოფისის ფლობა ნებისმიერი კომპანიის მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ მომავალს გაუსვამს ხაზს.

კომპანიის შესახებ:

ზიონი“ ქართულ-ებრაული, ნიშ დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ქართულ ბაზარზე მსოფლიო დონის არქიტექტურული ტენდენციები და ინოვაციები გადმოაქვს. „ზიონის“ პორტფოლიო მხოლოდ გამორჩეული, მაღალი სეგმენტის პროექტებს აერთიანებს: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში – Olive Gardens Tsavkisi – Villas By ZION, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილის გამზირზე.

სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონი“გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-ჯგუფი Capital Maintenance. პროექტების ინტერიერის დიზაინზე კი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი მაესტრო, მატეო ნუნზიატი ზრუნავს.

[R]

ვიქტორიანული არქიტექტურა თანამედროვე ხედვით