in

22 დეკემბერს ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება გაიმართება  

22 დეკემბერს ონლაინ ჟურნალი — homeis.ge პირველ ღონისძიებას მართავს, რომლის ფარგლებში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს წარმომადგენლები ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

უკვე 3 წელია, რაც ჩვენს ინტერნეტ ჟურნალში ასიათასობით ადამიანს ვუამბობთ გამორჩეული არქიტექტურული და დიზაინ პროექტების შესახებ, ვაცნობთ თანამედროვე ტენდენციებს და ვუზიარებთ პროფესიონალების რჩევებს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და სამშენებლო-სარემონტო თემებთან დაკავშირებით. ახლა კი შეკრების დრო დადგა, ვინაიდან სახლი, უპირველეს ყოვლისა, შეკრების ადგილია.

ჩვენ მზად ვართ ამ სრულიად ახალი ეტაპის დასაწყებად ინდუსტრიაში და სწორედ ეს იქნება homeis.ge-ს განვითარების შემდეგი ნაბიჯი, რომელიც მისი დაარსების დღიდან მკაფიოდ გვქონდა წარმოდგენილი და დაგეგმილი.

“Gathering” – ასე ვუწოდებთ ჩვენს ახალ წამოწყებას, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მიზნად ისახავს დარგის გამოცდილი პროფესიონალების, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტების გაერთიანებას ერთ სივრცეში, სრულიად ინოვაციურ და უნიკალურ პლატფორმაზე. ამას გარდა, ეს იქნება იდეალური ადგილი ნეთვორქინგისთვის, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიებს მიეცემათ საშუალება, მარტივად დაამყარონ საჭირო კონტაქტები და შექმნან თანამშრომლობის ახალი ფორმატები,” – გვიამბობს ნინო ახალაია, homeis.ge-ს მთავარი რედაქტორი

homeis.gathering-ის გამომსვლელები არიან:

ნიკა ლეკვეიშვილი (TIMM Architecture), დიმიტრი შაფაქიძე  („Laboratory of Architecture #3), ნინი ჭანტურია  (NS Studio), ალექსანდრე ჩუბინიძე (Apeyron), ირაკლი მურღულია (URBANICA), ნანა ზაალიშვილი (Idaaf Architects), მაკა თათეშვილი (Motif), ანი დაბრუნდაშვილი (D-block) და დავით კუპატაძე (Render Group).

როგორც ორგანიზატორები გვიამბობენ, ღონისძიება ყოველ წელს ჩატარდება და ის განსხვავებულ თემებს შეეხება.

 “წლევანდელი შეკრების მთავარი თემაა „გამოცდილება“. ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფუნქცია დიდი ხანია გაცდა ტრადიციულ გაგებას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ნაგებობების შექმნის იდეით. თანამედროვე არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების მთავარ ამოცანას XXI საუკუნეში განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა წარმოადგენს. როგორ იქმნება ამ ტიპის გამოცდილება და რას გულისხმობს ის? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან ჩვენი გამომსვლელები 22 დეკემბერს,” – ნინო ახალაია.

ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო „სტამბა“.

ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

პროექტის პარტნიორები არიან D-Block, TON, Nami8, Porsche, Extra.ge, Render Group

ახალი წელი სახლში – “ბლოქსი” ოჯახურ გარემოში გატარებული დღეების მნიშვნელობას გვახსენებს

სიყვარულით შექმნილი საქმე – ინტერვიუ “თერმოლაბის” თანადამფუძნებელთან