in

როგორ გავასუფთაოთ ტახტის ქსოვილი – მარტივი ნაბიჯები თქვენი რბილი ავეჯის გასაახლებლად

თქვენი დივანი ალბათ წლების მანძილზე უძლებს მნახველებს, სხვადასხვა სითხის დაღვრას, ლაქებს, შეიძლება ცრემლებსაც კი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგანაა დამზადებული დივანი, გაცვეთილი და გაურეცხაობისგან შელახული ავეჯი სახლში განწყობას და ესთეტიკას აფუჭებს. ამიტომ აუცილებელია, იცოდეთ, როგორ გაწმინდოთ დივნის ქსოვილი, რომ მას პირვანდელი სილამაზე და სიცოცხლე დაუბრუნოთ.

დივნის სწორად გასუფთავების საფუძველი მისი ქსოვილის შესწავლაში მდგომარეობს – იმის გაგებაში, რამდენად გამძლე ან დელიკატურია მასალაა და როგორ უნდა გაიწმინდოს ის.

დივნები სათამაშო მოედანია ბავშვებისთვის, ძილის ადგილი უფროსებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. ხანდახან შეიძლება სახელდახელოდ მოწყობილ სასადილო მაგიდადაც კი იქცეს. ამიტომ ის უფრო ხშირად უნდა გაიწმინდოს, ვიდრე სახლში არსებული სხვა ავეჯი.

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ შეცდომები და გაწმენდისას არ დააზიანოთ დივანი. ამისათვის ხელთ უნდა გქონდეთ სწორი საწმენდი ხელსაწყოები.

რა არის საჭირო, რომ დივანი სწორად გაწმინდოთ?

  • მტვერსასრუტი ტომსიკით
  • ჯაგრისი
  • სითხის ცარიელი ბოთლი
  • მიკროფიბერის საწმენდი ქსოვილი
  • გამოხდილი თეთრი ძმარი
  • სოდა
  • ჭურჭლის სარეცხი თხევადი ჟელე
  • სპირტიანი სასმელი

დაიმახსოვრეთ, დასუფთავების ზოგიერთი მეთოდი დამოკიდებულია ტახტის ქსოვილის ტიპზე, ამიტომ დასუფთავების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ იცით თქვენი დივნის საჭიროებები და მისი მოვლის ინსტრუქციები.

გახეხეთ და ამოიღეთ ჭუჭყი ზედაპირიდან.  გამოიყენეთ ხისტი, მშრალი ჯაგრისი მიმხმარი ლაქების მოსაშორებლად. გახეხეთ დივანი და ბალიშები და მოაშორეთ მას დროთა განმავლობაში ჩამჯდარი მტვერი, თუმცა ამ შემთხვევაში არაა საჭირო აგრესიული ხეხვა. ამით შესაძლოა ქსოვილი დააზიანოთ.

მტვერსასრუტს დაამაგრეთ წვრილი თავი, რომ ადვილად მიუდგეთ ვიწრო ადგილებს და კუთხეებს. გაასუფთავეთ ბალიშები ორივე მხრიდან. მტვერსასრუტის მეშვეობით შეგიძლიათ დივნის ზედაპირიდან მოაშოროთ ცხოველის ბეწვიც.

მოაყარეთ დივანს საცხობი სოდა და გააჩერეთ 15-20 წუთი. ეს დაგეხმარებათ სუნის და ლაქების გაქრობაში.

შემდეგ გახეხეთ ჯაგრისით დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოატარეთ მტვერსასრუტი, რომ სოდის კვალი არსად დარჩეს

ეს არის ბუნებრივი დასუფთავების შესანიშნავი მეთოდი, რომელიც თავიდან აგაცილებთ მაღალი შემცველობის ქიმიურ საწმენდ საშუალებებთან შეხებას, რამაც შეიძლება დააზიანოს თქვენი ტახტის ქსოვილი. ამ ნაკლებად კონცენტრირებული, საყოფაცხოვრებო პროდუქტების გამოყენებით მიიღებთ იგივე შედეგს, რასაც ქიმიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში მიიღებდით, ოღონდ ნაკლები გვერდითი ეფექტების გარეშე.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია გამოხდილი წყლის, ჭურჭლის სარეცხი სითხისა და ძმრის ნაზავის მოპკურება დალაქავებულ ადგილებზე. არ გახეხოთ ქსოვილი ძლიერად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ავეჯის დაზიანება.

ხავერდი, ნატი და აბრეშუმი გაწმენდის თვალსაზრისით  ქსოვილის ყველაზე რთულ ტიპებად განიხილება.  თუმცა სწორედ ისინი  უზრუნველყოფს თქვენი ბინის ელეგანტურობასა და დახვეწილობას. მათი იერსახე მალე შეიძლება შეილახოს, ამიტომ საჭიროა ხშირად გასუფთავება.

ასეთი ნაზი ქსოვილების წმენდისას უნდა გამოიყენოთ ცივი წყალი და რბილი სარეცხი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ქსოვილი დაზიანდეს.

ყველა დივანს მოჰყვება მოვლის ინსტრუქცია და კოდები. კოდების ცოდნა აუცილებელია. ის გეხმარებათ გაიგოთ, რა სჭირდება თქვენს დივანს და როგორ გასუფთავდეს ის დაუზიანებლად.

ვინაიდან კოდებისთვის უმეტეს შემთხვევაში ლათინური ასოები გამოიყენება, ჩამონათვალს გთავაზობთ უცვლელად:

W = სველი/წყალი – W –  წყლის გამოყენება ქსოვილისთვის უსაფრთხოა

S = გამხსნელი – გამხსნელის გამოყენება წყლის ნაცვლად უსაფრთხოა

WS = სველი ან გამხსნელი – მშრალი წმენდის გამხსნელები ან წყალზე დაფუძნებული სარეცხი საშუალებების გამოყენება უსაფრთხოა

X = უსაფრთხოა მხოლოდ მტვერსასრუტის გამოყენება

D = დასაშვებია მხოლოდ მშრალი წმენდა

დიზაინ პროექტები თამამი სტილით – 5 საინტერესო ინტერიერი საქართველოდან

Nemo-ს სავარძელი Driade-სგან