in

Calia Italia-ს უახლესი კოლექცია უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

Calia Italia არის პრემიუმ ხარისხის ავეჯის ბრენდი, რომლის ისტორიაც გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება.

ბრენდი 1965 წელს დაარსდა იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში – მატერაში. მატერას უნიკალურობა გამოხატება მის კლდეში ამოჭრილ ლანშაფტში.
მძიმე გეოგრაფიული მდებარეობის გამო მატერაში მაცხოვრებელი მოსახლეობა ყოველთვის ეძებდა გზებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად და კომფორტის შესაქმნელად. სწორედ ამ იდეის საფუძველზე ლიბორიო ვინჩენცო კალიამ შექმნა ავეჯი ბრენდი, რომელიც მოგვიანებით მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა მათი გამორჩეული ოსტატობით, დეტალებზე ორიენტირებულობით, ორიგინალური დიზაინითა და შეუდარებელი კომფორტით.

Calia Italia მუდმივად სთავაზობს სიახლეებს თავის მომხმარებელს. ბრენდი ყოველ წლიურად 40-ზე მეტი ახალი მოდელის ავეჯს აწარმოებს, რომელიც ხელმისაწვდიმია 50 სხვადასხვა მატერიითა და (როგორც ბუნებრივი ტყავი, ისე ნატურალური ქსოვილი) 400-ზე მეტი განსხვავებული ფერით.

ადამიანური მუშახელის გარდა, წარმოების პროცესში ჩართულია სპეციალური მანქანა-დანადგარები, ქსოვილის მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნარჩენები და გააუმჯობესოს მუშაობის ხარისხი. Calia Italia გამოირჩევა ეკომეგობრულობით, რადგან ნარჩენებთან ერთად, აკონტროლებს ენერგიისა და წყლის მოხმარებას.

ქსოვილები წარმოებაში ჩაშვებამდე მოწმდება ლაბორატორიულად, რომელის თანახმადაც დასტურება ტექსტილის მასალისა და ფერის ხარისხი სხვადასხვა გარემო ფაქტორებთან ზემოქმედებისას.

Calia Italia-ს იმპორტი მსოფლიოს 90 ქვეყანაში ხდება. 2022 წლის აგვისტოდან, მათ რიცხვს საქართველოც შემოუერთდა. ქართველ მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვთ Calia Italia-ს უახლესი კოლექციები ელიტ ელექტრონიქსის ქავთარაძის ახალი კონცეფციის მაღაზიაში იხილოს.

განახლებულ ცენტრალურ ფილიალში ტექნიკის უდიდეს არჩევანთან ერთად, მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავეჯიც დახვდებათ. ელიტ ელექტრონისქი Calia Italia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. შოურუმში წარმოდგენილ მოდელებთან ერთად, ბრენდი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ და შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ავეჯი, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს ინტერიერზე. დიზაინი, ფერთა პალიტრა, ავეჯის ზომა თუ ფორმა, ტექსტილი, სავარძლის ფეხები – ეს ის დეტალებია, რომელთა ცვლილებაც შესაძლებელია თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით.

Calia Italia გათვლილია მათთვის, ვისაც სურს მარტივი, ფუნქციონალური და ელეგანტური ფორმების მქონე ავეჯი. ამიტომ, თავად ეწვიეთ ელიტ ელექტრონიქსის განახლებულ ფილიალს ქავთარაძის N3 და გამოსცადეთ შთამბეჭდავი სამომხმარებლო გამოცდილება.

[R]

ბინა ჭავჭავაძეზე თანამედროვე ამერიკული კლასიკის სტილში – ნანა თავდუმაძის ნამუშევარი

როგორ შევარჩიოთ ჩარჩო ნამუშევრისთვის – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ