in

დიდი ტრანსფორმაცია – ხანძრის შემდეგ Comforter განახლებული შოურუმითა და 30%-იანი ფასდაკლებით ბრუნდება

ბიზნესში სიძლიერე სწორედ იმაში ჩანს, თუ როგორ უმკლავდება ის მოულოდნელ გამოწვევებს. 24 აპრილს, ავეჯის პრემიუმ ბრენდ Comforter-ის შოურუმში გაჩენილმა ხანძარმა სივრცე სრულად დააზიანა. სანამ სხვები მსგავს სიტუაციაში თვეობით აჩერებენ ოპერირებას, Comforter-ის გუნდი მომენტალურად ონლაინ რეჟიმზე გადაერთო. კომპანიას სამუშაო პროცესი არ გაუჩერებია და პარალელურად, 24-საათიანი საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. შედეგად, წარმოუდგენელ დროში – სულ რაღაც 8 დღეში – შოურუმი სრულიად ახალი კონცეფციით განახლდა და ექსკლუზიური ევროპული კოლექციებით დაიტვირთა. ბრენდის ასეთი სწრაფი და მასშტაბური დაბრუნება მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო სიახლით აღინიშნება: 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, Comforter-ის სრულ კოლექციასა და ავეჯის ყველა კატეგორიაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, განახლებულ გარემოში სასურველი ნივთები სპეციალურ ფასად შეიძინონ. რა გზა გაიარა ბრენდმა ხანძრიდან დღემდე, რა სიახლეები დახვდებათ მომხმარებლებს და როგორია Comforter-ის ამბიციური სამომავლო გეგმები? ამის შესახებ Marketer.ge კომპანიის გუნდის წევრებს ესაუბრა.

M: ხანძარმა შოურუმი ფაქტობრივად სრულად დააზიანა. როგორ შეძელით ასეთ რეკორდულ დროში სივრცის აღდგენა?

ზურაბ მოსახლიშვილი: სიმართლე რომ გითხრათ, ეს პერიოდი ჩვენთვის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. რამდენიმე დღით ადრე ვფიქრობდით ახალ გეგმებზე, განვითარებაზე და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო გარემოს შექმნაზე, თუმცა ერთ დღეში რეალობა სრულიად შეიცვალა – შოურუმი, რომელშიც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა იყო ჩადებული, დაიწვა.

მაგრამ ალბათ სწორედ ასეთ დროს ჩანს, რამდენად ძლიერი გუნდია ბრენდის უკან. 24-საათიან რეჟიმში, ფაქტობრივად შეუსვენებლად, 8 დღის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ აღგვედგინა სივრცე, ავეჯი და მთლიანად გარემო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს ეგრძნო – Comforter არ ნებდება. პირიქით, ამ პროცესმა კიდევ უფრო გაგვაერთიანა და გვაჩვენა, რომ ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია. დღეს უკვე დაბრუნებულები ვართ და ვფიქრობ, უფრო ძლიერებიც, ვიდრე ადრე ვიყავით.

M: როგორც ვიცით, დაბრუნება უბრალოდ ძველი სივრცის რესტავრაციას არ გულისხმობს. რა სიახლეებს დაახვედრებთ მომხმარებელს განახლებულ შოურუმში?

გუგა სოხაძე: ეს პერიოდი მხოლოდ აღდგენა არ ყოფილა – გარკვეულწილად, თავიდან გადაფასებაც იყო. გადავწყვიტეთ, რომ დაბრუნება უბრალოდ ძველი სივრცის აღდგენა არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მომხმარებელს განახლებული გარემო და ახალი ხედვა დავახვედრეთ.

ვმუშაობთ სრულიად ახალ ასორტიმენტზე და ვამატებთ რამდენიმე ექსკლუზიურ ევროპელ მომწოდებელს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა პროდუქციაც ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე ნამდვილად ახალი სიტყვა იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Comforter ყოველთვის ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ავეჯთან, არამედ თანამედროვე დიზაინთან, ხარისხთან და განსხვავებულ გამოცდილებასთან.

M: კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებით ძვირფასია მომხმარებლის ლოიალობა. რას ნიშნავდა მათი მხარდაჭერა თქვენთვის?

მარიამ დვალიშვილი: ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად მომხმარებლების მხარდაჭერა გვაძლიერებდა. იმდენი თბილი შეტყობინება და მხარდაჭერა მივიღეთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით – Comforter უბრალოდ ავეჯის ბრენდი აღარ არის.

ამიტომ, დაბრუნების შემდეგ, გვინდა მომხმარებლებს კიდევ უფრო განახლებული და საინტერესო შეთავაზებები დავახვედროთ – ახალი კოლექციები, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, ინტერიერის თანამედროვე მიმართულებები და სერვისი, რომელიც ადამიანზეა მორგებული. ჩვენთვის მთავარი კომფორტის შექმნაა – არა მხოლოდ სახლში, არამედ მთლიან გამოცდილებაში.

M: როგორია Comforter-ის სამომავლო გეგმები ამ გამოწვევის გადალახვის შემდეგ?

ტატო ნორაკიძე: ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძლიერი ბრენდი მხოლოდ მაშინ არ იზრდება, როცა ყველაფერი კარგად არის – ის კრიზისის დროსაც მტკიცდება.

დღეს ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია. აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც დიდი ხანია აკვირდებიან Comforter-ის განვითარებას და ხედავენ ბრენდის სტაბილურ ზრდასა და პოტენციალს. ჩვენ გვინდა, რომ ქართული ბრენდი, რომელიც მეგობრებმა სიყვარულით და შრომით შექმნეს, საერთაშორისო ბაზარზეც ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.

[R]

მრავალშვილიანი ოჯახისთვის შექმნილი ინტერიერი ნეო-კლასიკურ სტილში – ანი მაჭავარიანის ნამუშევარი კრწანისში