სივრცის ხასიათს იშვიათად განსაზღვრავს მხოლოდ თვალშისაცემი დეტალები. ხშირად მთავარია ის, რასაც ყოველდღე ვეხებით და ვხედავთ: ზედაპირი, რომელზეც სინათლე დღის განმავლობაში იცვლება, ხის ფაქტურა, რომელსაც ინტერიერში სითბო შემოაქვს, ან ფასადი, რომელიც შენობას გარემოსთან ორგანულად აკავშირებს. სწორედ მასალა ავლებს ზღვარს უბრალოდ დასრულებულ სივრცესა და კარგად გააზრებულ არქიტექტურულ გარემოს შორის.
ამ ხედვას ეფუძნება ზევუდი, ბრენდი, რომელსაც ბაზარი ჯერ კიდევ გეით 21-ის სახელით იცნობს. რებრენდინგს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არ შეუცვლია, უბრალოდ განახლდა კომუნიკაციის ენა და აქცენტები. დღეს ზევუდი კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს თავის მთავარ ფასეულობებს: ბუნებრივ ხეს, უკომპრომისო ხარისხს, თანამედროვე არქიტექტურასა და მასალის სწორად შერჩევის ეკომეგობრულ მიდგომას.

ბრენდის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ წარმატებული პროექტისთვის სასურველი ფერისა და ტექსტურის პოვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ერთი და იგივე ხე სრულიად განსხვავებულად მუშაობს ინტერიერში, ღია ტერასასა თუ საუნაში. შესაბამისად, ვიზუალთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი ტექნიკური მახასიათებლები, დამუშავების სპეციფიკა, სამონტაჟო სისტემები და შემდგომი მოვლა.
კომპანიის პორტფელიც სწორედ ამ პრინციპითაა შედგენილი. შოურუმში დაგხვდებათ თერმულად დამუშავებული ხე ფასადებისა და ტერასებისთვის, კედლისა და ჭერის მოსაპირკეთებელი პანელები, სპეციალიზებული ხე საუნისა და SPA სივრცეებისთვის, ასევე უმაღლესი ხარისხის იტალიური შპონი ავეჯისა და ინტერიერის სხვა დეტალებისთვის.

ზევუდის გუნდისთვის ცხადია: არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის ხე მხოლოდ დეკორაცია ვერ იქნება, რადგან მასალის პროფილი, ტონალობა და ფაქტურა სივრცის ვიზუალურ ხასიათს აყალიბებს, ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები კი გარემოსთან უშუალო ადაპტაციასა და ხანგრძლივ გამძლეობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, კომპანიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მასალის პრემიუმ ხარისხს, რაც ესთეტიკისა და ტექნიკური საიმედოობის სინთეზში ვლინდება.
მაქსიმალური სიზუსტე და მასალის სტაბილურობა განსაკუთრებით კრიტიკულია ისეთ კომპლექსურ პროექტებში, როგორიცაა ფასადი და ტერასა, სადაც ხეს მუდმივად უწევს მზის, ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის ზემოქმედებასთან გამკლავება. ასეთ პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თერმულად დამუშავებული ხე. რადგან პროცესი ქიმიური დანამატების გარეშე მიმდინარეობს, ხე ბუნებრივ ხასიათს ინარჩუნებს. შედეგად კი, მიმზიდველ ვიზუალთან ერთად, ეკომეგობრულ და ჯანსაღ არქიტექტურულ გარემოს ვიღებთ.
ზევუდში გვირჩევენ, რომ ნამდვილ ხეში ინვესტირებას მკაფიო მიზანი აქვს: კარგი მასალა დროის გამოცდას უძლებს და წლების შემდეგაც შთამბეჭდავ იერს ინარჩუნებს. ამ შედეგის მისაღებად გუნდის მუშაობის პროცესი კონკრეტული პროექტის სიღრმისეული ანალიზით იწყება: რა პირობებში იმუშავებს მასალა? როგორია სასურველი ვიზუალური შედეგი? რა ტექნიკური გამოწვევები არსებობს? პასუხების მიღების შემდეგ ირჩევა ხის შესაბამისი სახეობა, პროფილი და სამონტაჟო სისტემა. გუნდი პარტნიორებს სრულყოფილ კონსულტაციას უწევს და პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ერთვება.
ეს მიდგომა განსაკუთრებით კომფორტულია სპეციალისტებისთვის. როცა დეტალები სპეციფიკაციის ეტაპზევე ზუსტდება, ესთეტიკური ჩანაფიქრის რეალობად ქცევა ბევრად მარტივია და ის პრობლემებიც მცირდება, რომლებიც ხშირად უშუალოდ მონტაჟისას იჩენს თავს. პარალელურად, კერძო დამკვეთებს აღარ უწევთ ტექნიკური მახასიათებლებისა და მოვლის წესების დამოუკიდებლად შესწავლა, რადგან მათ გვერდით ამ მასალაზე ყოველდღიურად მომუშავე პროფესიონალები არიან.
ეკრანიდან ხის არჩევა რთულია. ფოტო ვერ გადმოსცემს ტექსტურის შეგრძნებას, რეალურ ფერსა და მასზე სინათლის თამაშს. ამიტომაც, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 75, მე-2 შენობაში მდებარე ზევუდის შოურუმი ერთგვარი სამუშაო სივრცეა არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. აქ ექსტერიერისა თუ ინტერიერის მასალების, შპონისა და საუნის სისტემების რეალურ გარემოში შედარება და კონკრეტულ პროექტზე მორგებაა შესაძლებელი.
გეით 21-დან ზევუდამდე ტრანსფორმაცია მრავალწლიანი გამოცდილების ახალი ენით გაგრძელებაა. ბრენდის მთავარი სათქმელი კი მარტივია: გამორჩეული სივრცეები სწორი მასალის არჩევით იწყება.
საბოლოოდ ხომ სწორედ მასალა წყვეტს.
[პარტნიორის კონტენტი]







