in

მეტი, ვიდრე პარტნიორობა: CORIDOOR-ის ლოიალობის პროგრამა ინტერიერის დიზაინერებისთვის

პროფესიული წარმატება ახალ პროექტებთან ერთად მსოფლიოს წამყვან დიზაინის გამოფენებზე მოგზაურობის შესაძლებლობასაც ქმნის — CORIDOOR-ის ლოიალობის პროგრამა სწორედ ასეთ პერსპექტივას სთავაზობს ინტერიერის დიზაინერებსა და არქიტექტორებს.

ინტერიერის დიზაინი საქართველოში განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. თანამედროვე ბინების, სახლებისა და კომერციული სივრცეების მოწყობისას თითოეული დეტალი — იქნება ეს შიდა კარები, პრემიუმ კლასის შესასვლელი კარები, ავეჯი თუ დიზაინერული ჭაღები — განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ინტერიერის დიზაინერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თავად საქმიანობა კი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. წარმატებული პროექტების შესაქმნელად პროფესიონალებს მუდმივად სჭირდებათ შთაგონება და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია — ის, რასაც CORIDOOR-ში პოულობენ.

ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად CORIDOOR Concept Showroom ჰორიზონტს აფართოებს და ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის ექსკლუზიურ საშუამავლო ლოიალობის პროგრამას აცხადებს. პროგრამის მიზანია, აქტიური პარტნიორობა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებს გასცდეს, პარტნიორების წარმატების აღნიშვნის საშუალებად იქცეს და მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

რატომ CORIDOOR და რა ელით პარტნიორებს პროგრამის ფარგლებში?

ბათუმსა და მთელ საქართველოში არქიტექტურული პროდუქტებისა და კონცეპტუალური გადაწყვეტების მიმართულებით CORIDOOR ქმნის სივრცეს, სადაც ხარისხი, ესთეტიკა და ინოვაცია ერთმანეთს ხვდება. შოურუმში წარმოდგენილია პრემიუმ კლასის შესასვლელი კარები, დახვეწილი ფარული კარები (hidden კარები) და ტრენდული, ჭერამდე სიმაღლის კარები, რომლებიც თანამედროვე ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

მათთვის, ვინც საიმედო პარტნიორს ეძებს, CORIDOOR-ის შეთავაზება მრავალფეროვან პროდუქტებსა და გადაწყვეტებს აერთიანებს: განსხვავებული გაღების სისტემებს, ალუმინის სივრცის ტიხრების დამზადებას, სხვადასხვა ტექსტურის მყარ კედლის პანელებს, პრემიუმ ავეჯს, თანამედროვე სმარტ სისტემებს, ჭკვიან საკეტებსა და დიზაინერულ განათებას. ამ არჩევანის საშუალებით შოურუმი იქცევა ადგილად, სადაც იდეები რეალურ ფორმას იძენს.

ლოიალობის პროგრამის ეტაპები და მთავარი პრიზები

პროგრამა სპეციალურად შემუშავდა შემოქმედებითი პროცესის, კარების დაპროექტების, არქიტექტურული კონცეფციების განხორციელებისა და მაღალი სტანდარტებით კარების დამონტაჟების წასახალისებლად. ის ორ ძირითად ეტაპად იყოფა:

პირველი ეტაპი — ნოემბრიდან აპრილამდე

ამ პერიოდში ყველაზე აქტიური თანამშრომლობითა და საუკეთესო შედეგებით გამორჩეულ დიზაინერს დაუვიწყარი მოგზაურობა ელის: გამარჯვებული მილანში, მსოფლიოს უმსხვილეს დიზაინის გამოფენაზე — Salone del Mobile-ზე გაემგზავრება.

მოგზაურობა მას შესაძლებლობას მისცემს, უშუალოდ გაეცნოს დიზაინის გლობალურ ტენდენციებს, თანამედროვე ინტერიერის კარების მიმართულებას — modern interior doors Georgia, საუკეთესო დიზაინერულ განათებასა და ინტერიერის უახლეს გადაწყვეტებს.

მეორე ეტაპი — აპრილიდან ნოემბრამდე

მეორე ეტაპზე CORIDOOR ამ პერიოდის საუკეთესო პარტნიორთან ერთად დუბაიში დაბრუნდება. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ცნობილ Downtown Design ფესტივალში.

ეს მოგზაურობა პარტნიორს ავანგარდული ალუმინის ტიხრებისა და პრემიუმ კლასის ავეჯის დათვალიერების, ასევე საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

როგორ ჩაერთოთ პროგრამაში?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია CORIDOOR-თან თანამშრომლობა. ამ პარტნიორობით თითოეული პროექტი — იქნება ეს კედლის პანელებით სივრცის მოწყობა, ტრიპლექსის შუშის ტიხრების გამოყენება თუ კარების მონტაჟი ბათუმში — დიზაინერისთვის კიდევ უფრო მომგებიანი ხდება.

თანამშრომლობა აერთიანებს:

● პრემიუმ ხარისხის პროდუქციას: ევროპულ ბრენდებს, მათ შორის პოლონურ დიზაინერულ სახელურებსა და ექსკლუზიურ მოდელებს.

● ინდივიდუალურ მიდგომასა და კომფორტულ საშუამავლო პირობებს თითოეული დიზაინერისთვის.

● პროფესიული ზრდისა და მსოფლიოს დიზაინის გამოფენებზე — მილანსა და დუბაიში — მოგზაურობის შესაძლებლობას.

CORIDOOR-ის კონცეპტ შოურუმში ბათუმში ვიზიტი და კატალოგების გაცნობა ამ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. პარტნიორობა კი თითოეულ პროექტს საერთაშორისო წარმატების დასაწყისად აქცევს და სივრცის ახალი ისტორიის შექმნას უწყობს ხელს.

[R]

თბილისის რომელ უბნებში ღირს ინვესტირება უძრავ ქონებაში და რატომ?