in

Hitachi Elevators საქართველოშია –  გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოში უსწრაფესი ლიფტი უკვე ქართულ ბაზარზეა

Hitachi – ცნობილი იაპონური ტექნოლოგიური ბრენდია, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საინჟინრო გამოცდილება, ინოვაცია და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. ბრენდი, რომლის ლიფტიც 95 სართულს, დაახლოებით 42 წამში ფარავს, უკვე საქართველოს ბაზარზეა.

Hitachi Elevators ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია ELTEG გახდა. იგი თითქმის 20 წელია ლიფტების, ესკალატორებისა და საპარკინგე სისტემების მიმართულებით საქმიანობს. აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს სამშენებლო – დეველოპერული სექტორისთვის და კომპანიებს მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ვერტიკალური გადაადგილების სრულიდ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

21 მ/წმ – გინესის რეკორდი – ტექნოლოგია, რომელმაც მსოფლიო გააოცა

2019 წელს Hitachi-მ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჩინეთში, Guangzhou CTF Finance Centre-ში დამონტაჟებული კომპანიის ულტრა-მაღალსიჩქარიანი ლიფტით, რომელსაც 21 მეტრი/წამში გადაადგილდება – 95-ე სართულზე დაახლოებით 42 წამში ასვლა შეუძლია.

მიღწევა Hitachi-ის საინჟინრო შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბს წარმოაჩენს. სიჩქარე მხოლოდ ერთ-ერთია იმ სხვა უპირატესობებს შორის, რითიც Hitachi Elevators გამოირჩევა. .

პრემიუმ გამოცდილება და უპირატესობები, რაც Hitachi Elevator-ს გამოარჩევს.

1910 წელს დაარსებული Hitachi საუკუნეზე მეტია ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში მონაწილეობს. ლიფტების მიმართულებით დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება დღეს თანამედროვე საწარმოო პროცესებში, კვლევებსა და ინჟინერიაში აისახება.

ინტელექტუალური მართვის სისტემები

Hitachi-ის ლიფტები აღჭურვილია ინტელექტუალური მართვის სისტემებით, რაც მგზავრთა ნაკადს აანალიზებს და ლიფტების მუშაობას შენობის დატვირთვის შესაბამისად აოპტიმიზებს. ეს ხელს უწყობს ლოდინის დროისა და ზედმეტი გაჩერებების შემცირებას, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის საათებში.

მგზავრთა ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს სართულზე ზუსტი გაჩერება, კარის ავტომატური კონტროლი და სხვადასხვა კონფიგურაციაში ხელმისაწვდომი თანამედროვე გადაწყვეტილებები – ლიფტის სმარტფონით გამოძახება, QR კოდით, ან IC ბარათით წვდომა და უკონტაქტო მართვა.

უსაფრთხოება

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას. სისტემები მოიცავს გადატვირთვისა და სიჩქარის კონტროლს, სამუხრუჭე მექანიზმების მონიტორინგს, ავტომატურ დიაგნოსტიკასა და საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილ ფუნქციებს. Automatic Rescue Device (ARD) ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ლიფტის უახლოეს სართულზე მიყვანისა და მგზავრების უსაფრთხოდ გამოყვანის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ინდივიდუალური, პროექტზე მორგებული დიზაინი

გამორჩეული დიზაინი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და სამანქანო ოთახის გარეშე კონსტრუქცია, Hitachi-ის გადაწყვეტილებებს თანამედროვე არქიტექტურისა და მრავალფუნქციური შენობებისთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. კაბინის მრავალფეროვანი დიზაინი საშუალებას იძლევა ლიფტი პროექტის კონცეფციას სრულად მოერგოს.

მსოფლიო პროექტები – გამოცდილება, რომელსაც ენდობიან

Hitachi-ის ტექნოლოგიები მსოფლიოს არაერთ ცნობილ შენობაშია გამოყენებული. მათ შორისაა Guangzhou CTF Finance Centre, ტოკიოს Shibuya Scramble Square, დუბაის Atlantis The Palm, პეკინის Leeza SOHO და ჰონგ-კონგის Hopewell Centre.

მსგავსი მასშტაბის პროექტებში მონაწილეობა კომპანიის საინჟინრო გამოცდილებას, განსხვავებული არქიტექტურული და საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებების შექმნის შესაძლებლობას წარმოაჩენს.

ELTEG – Hitachi Elevators ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

ELTEG-ი თითქმის 20 წელია, რაც ლიფტების, ესკალატორებისა და ავტომატიზებული საპარკინგე სისტემების მიმართულებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მომხმარებლებს პროექტის სრულ ციკლს სთავაზობს, რაც ტექნიკური კონსულტაციიდან დაწყებული, მონტაჟს და შემდგომ  24/7 მომსახურებასაც გულისხმობს.

ELTEG-ის პორტფელში 450+ განხორციელებული პროექტია, მათ შორის King David, Wyndham Hotels, Golden Tulip Tbilisi და მრავალი სხვა.

Hitachi Elevators-თან პარტნიორობა კომპანიის პორტფოლიოს ახალ, კიდევ უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს მატებს და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდის, ადგილობრივი საინჟინრო გამოცდილებისა და პროფესიონალური მომსახურების გაერთიანებას უზრუნველყოფს.

ახალი შესაძლებლობები დეველოპერული ბაზრისთვის

თანამედროვე შენობის ხარისხი მხოლოდ არქიტექტურით, ინტერიერითა და სამშენებლო მასალებით არ განისაზღვრება. მისი ხარისხი ყოველდღიურ გამოცდილებაში უნდა იგრძნობოდეს. ლიფტი შენობის ის ნაწილია, რომელსაც მაცხოვრებელი დღეში რამდენჯერმე იყენებს. ის პირველია, რასაც შენობაში შესვლისას ეხება და ბოლო, რასაც გასვლისას ტოვებს. ამიტომ ლიფტი უკვე არა ტექნიკური დეტალი, არამედ შენობის იმიჯის ნაწილია.

Hitachi Elevators-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთ პროექტებში საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ და მომხმარებლებს ვერტიკალური გადაადგილების უმაღლესი ხარისხი შესთავაზონ.

[R]

დიზაინინსტალაცია homeis gathering-ის ფარგლებში: Amelie Events-ის კურატორობით შერჩეული ნივთები სახლისთვის