in

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ლიფტი საცხოვრებელ კორპუსში?

პირველად ლიფტის საცხოვრებელ სახლში დამონტაჟება 1857 წელს, ნიუ-იორკში მოხდა, როდესაც “ოტისის” მიერ გამოგონებულმა ავტომატურმა დამჭერებმა მშენებლები ლიფტის უსაფრთხოებაში დაარწმუნეს. მას შემდეგ ხარისხიანი ლიფტი მაღალი კლასის შენობების სავიზიტო ბარათად იქცა.

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, XXI საუკუნის ლიფტები საკმაოდ დაიხვეწა როგორც ვიზუალურად, ასევე მექანიზმის მხრივ. თუმცა, ბაზარზე ასევე ხშირად გვხვდება დაბალხარისხიანი ვარიანტებიც, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მაღალსართულიან კომპლექსებში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ სწორედ ამ თემის განვიხილავთ და გავიგებთ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი ლიფტი.

საცხოვრებელი სახლისთვის სამგზავრო ლიფტის არჩევისას მშენებელი არამხოლოდ ვიზუალურ, არამედ მის ფუნქციურ თავისებურებებსაც ითვალისწინებს. ლიფტი ყველა მაცხოვრებლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ადვილად უნდა იტევდეს საბავშვო ან ინდივიდუალურ ეტლს. ამას გარდა, ის ადვილი სამართავი უნდა იყოს პენსიონერებისთვის, პატარებისთვისა და იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ხელები ჩანთებით აქვთ დაკავებული.

თანამედროვე სამგზავრო ლიფტების მწარმოებლები ოფციების ფართო სპექტრს გვთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ლიფტის დანადგარების ფასს ზრდის, თუმცა უმაღლესი ხარისხის კომფორტი და უსაფრთხოება ამ ხარჯებს ნამდვილად ამართლებს.

ქვემოთ მოცემულია ის მთავარი მახასიათებლები, რომლებსაც ხარისხიანი ლიფტი უნდა ფლობდეს:

  • კომფორტული მართვა. თანამედროვე ბრენდების ლიფტები მართვის ავტომატურ სისტემებთანაა ინტეგრირებული. მაგნიტური ბარათის ან გასაღების გამოყენებით ის მაცხოვრებელს ამოიცნობს, აღებს სადარბაზოს კარს, რთავს განათებას, ავტომატურად იძახებს ლიფტს ქვედა სართულზე, აღებს კაბინის კარს და მგზავრის ჩაჯდომის შემდგომ ბარათზე/გასაღებზე მითითებულ სართულზე აჰყავს იგი.
  • ხელმისაწვდომობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფისთვის მწარმოებლები მოქნილ კაბინებს გვთავაზობენ, მართვის პანელს ხელმისაწვდომ სიმაღლეზე ათავსებენ, გაღებული კარის დაყოვნების ფუნქციას ახანგრძლივებენ.
  • უსაფრთხოება. კონტროლის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ლიფტის სავენტილაციო სისტემების ღრმა ინტეგრაციის წყალობით უკანასკნელი თაობის ლიფტები ხანძრისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს საფუძვლიანად იცავს ადამიანებს.
  • საინფორმაციო აღჭურვილობა. ლიფტების მართვის პანელებს ავტონომიური კვების წყარო გააჩნიათ, მოწყობილი არიან ინტუიტიურად გასაგები, კომფორტული ღილაკებით. ოფციურად კაბინაში ციფრული ეკრანი ინსტალირდება, რომელზეც არამხოლოდ მიმდინარე სართული, არამედ მარკეტინგული ან მაცხოვრებლებისთვის სხვა საინტერესო ინფორმაცია აისახება;
  • საიმედოობა. ტექნიკური მომსახურების პროგრამები იმგვარი მოდულებითა აღჭურვილი, რომლებიც მოწყობილობების მუშაობას აკონტროლებს და სამგზავრო ლიფტების დროულ რემონტს უზრუნველყოფს. კაბინებში ჩამონტაჟებულია ავარიული ხმოვანი კავშირი, რისი წყალობითაც მომსახურების სამსახურს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ინციდენტების შესახებ;
  • ენერგოეფექტურობა. ლიფტის დანადგარების შედარებით დაწინაურებული ეგზემპლიარები ავტორიტეტული გერმანული ეტალონის VDI 4707 – ის მიხედვით, ენერგოეფექტურობის „A” კლასს მიეკუთვნება. ასეთი ლიფტები მოძველებულებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, რაც თანამედროვე მზარდი ტარიფების პირობებში მნიშვნელოვანი დანაზოგია.
  • ელეგანტური დიზაინი. თანამედროვე ლიფტები დახვეწილი მოპირკეთებით გამოირჩევა, რაც საერთო ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის. კაბინები ხარისხიანი უჟანგავი მეტალისგან მზადდება პოლირებული ზედაპირით ან სხვა საფარით. ასეთი მასალები მექანიკური დაზიანებებისადმი მედეგობით გამოირჩევა და პირველად სახეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ვტორიტეტული დეველოპერული კომპანიები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ მათ ობიექტებზე არსებულ ლიფტებს და ამ მხრივ მომხმარებლებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობენ. ამგვარი მიდგომით ხასიათდება „ნამაი ვაკეს“ კომპლექსი, სადაც მაცხოვრებლებს KONE-ს უმაღლესი ხარისხის ლიფტები დახვდებათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ობიექტის ლიფტები მზის ელემენტების წყაროს წყალობით მუშაობს, რაც ელექტრო ენერგიის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვას უზრუნველყოფს. მაქსიმალური კომფორტი, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულყოფილი ლიფტები „ნამაი ვაკეს“ კიდევ ერთი სასიამოვნო ბენეფიტია, რომელიც ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

ძველისა და ახლის საუცხოო სინთეზი – არქიტექტორ გოგიკო საყვარელიძის ინტერიერი

როგორ  გავზარდოთ ოთახი სარკის მეშვეობით – Homeis.ge გირჩევთ