in

რემონტის გიდი: როგორ დავაგოთ თვითსწორებადი იატაკი

დღეს მეტად ტრენდული, სხვადასხვა ტიპის მინერალური და პოლიმერული ფისებისგან დამზადებული თვითსწორებადი იატაკის დაგების წესებზე ვისაუბრებთ.

თვითსწორებად იატაკებს ბევრი ღირსება გააჩნია. მას იდეალურად სწორი, მტკიცე და გამძლე ზედაპირი აქვს. მინერალური ნარევები მხოლოდ სწორი ზედაპირის მისაღებად, ხოლო პოლიმერულ იატაკს ბოლო, დეკორატიულ ფენად იყენებენ. უკანასკნელი შესაძლებელია სხვადასხვა ფერის, ფაქტურისა და ნახატის იყოს. კიდევ ერთი დადებითი მხარე, მისი დამოუკიდებლად დაგების შესაძლებლობაა.

რა დაგვჭირდება სამუშაოსთვის

  • მინერალური ნაერთი ფხვნილის სახით, ხოლო პოლიმერები ორკომპონენტიანი ფისების სახით იყიდება (დაზღვევის მიზნით, უმჯობესია თუ შეფუთვაზე მითითებული ხარჯვის ნორმებზე 10 პროცენტით მეტს შეიძენთ).
  • სპეციალური და არა უნივერსალური შემადგენლობის გრუნტი, რემელიც კონკრეტული თვითსწორებადი იატაკისთვისაა რეკომენდებული.

ინსტრუმენტები

  • 10-12 მმ. სიგრძის, ნეილონის ან პოლიამიდის ბუსუსებიანი, გრძელ სახელურიანი ლილვაკი;
  • დასხმულ ხსნარში დაგროვილი ჰაერის ბუშტების მოსაშორებლად, გრძელსახელურიანი პლასმასის ან ლითონის წვეტებიანი ლილვაკი;
  • კბილებიანი შპატელი – სითხის ზედაპირზე გადასანაწილებლად;
  • სამუშაო ჭრილის რეგულირების მქონე რაკელი. მისი საშუალებით ზედაპირზე ცემენტისა და თაბაშირის ხსნარებს შლიან;
  • რეგულირებადი სიჩქარის სამშენებლო მოსარევი;
  • ფეხსაცმელები ლურსმნების ან წაწვეტებული ძირებით. მისი საშუალებით დასხმულ ზედაპირზე სიარულია შესაძლებელია;
  • ყველა ინსტრუმენტი სუფთა უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიმერის ზედაპირებთან მუშაობის დროს, რადგან ჭუჭყი ზედაპირს გააფუჭებს. ახალი შპატელები, როგორც წესი, ზეთითაა დაფარული, ამიტომ 3-4 საათის განმავლობაში ის გამხსნელში უნდა მოთავსდეს და შემდგომ კარგად გამშრალდეს.

თვითსწორებადი იატაკის დაგების წესი

თვითსწორებადი იატაკის რამდენიმე სახეობა არსებობს. ცემენტის, თაბაშირისა და ამ ორის ნარევის დასხმა პირველადი, ხოლო ებოქსიტური და პოლიურეტანის საბოლოო, დეკორატიული ფენის სახით გამოიყენება. მათი დასხმის ტექნოლოგია რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან. განვიხილოთ ორივე მათგანი:

ცემენტისა და თაბაშირის საფუძველზე დამზადებული ხსნარების დაგება

ასეთი შემადგენლობის დასხმა 10 სმ. სისქეზეა შესაძლებელი. სწორედ ეს მომენტი განსაზღვრავს ჩასატარებელი სამუშაოების ტიპს.

1. საფუძვლის მომზადება

თავდაპირველად ხორციელდება ზედაპირის დათვალიერება და შესწავლა, ასევე მასზე უსწორმასწორობებისა და დეფექტების აღმოჩენა. დონეებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 5 სანტიმეტრს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოჭიმული იატაკის დაგებაა რეკომენდებული.

ყველა ბზარი, ჩამონატეხი და სხვა დეფექტი ფითხით უნდა ამოივსოს. მნიშვნელოვანია, კედლისა და იატაკის შეერთების ადგილი კარგად დამუშავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასხმული სითხე ღრიჭოებში გაიპარება. ოთახის პერიმეტრი დემფერული ფირით იფარება. შემდგომ ზედაპირი მტვრისგან იწმინდება და გრუნტი ესმევა. გრუნტირება ორ ფენად ხდება. მეორე ფენა პირველის გაშრობის შემდეგ დაიტანება.

ლაზერის სანიშნით ნიშნულების დატანა და იატაკის ნულოვანი წერტილის განსაზღვრა ხდება. ამ წერტილიდან უნდა მოხდეს იატაკის სისქის (სიმაღლის) ათვლა.

2. ნაერთის მომზადება

თხევადი მასის მომზადება მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით უნდა მოხდეს მინ. 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელში. ის სუფთა და მშრალი უნდა იყოს, ხოლო შეფუთვაზე მითითებული პროპორციები ზუსტად უნდა იყოს დაცული. გასაზავებლად ჯერ თბილ წყალს ასხამენ, შემდგომ პროპორციებით მშრალ ფხვნილს, რომელსაც პარალელურად ურევენ.

მორევა სამშენებლო სარევით ხდება მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, 2-3 წუთიანი შესვენების შემდეგ კი კვლავ 2 წუთი. თუ გვეჩვენება, რომ მასა ზედმეტად ბლანტია, წყალის დამატება არ შეიძლება. უბრალოდ გააგრძელეთ მორევა სასურველი სიბლანტის მიღებამდე. მნიშვნელოვანია ნაერთის შრობის პერიოდის გათვალისწინება, ეს მონაცემი შეფუთვაზეა მითითებული. მზა შემადგენლობა დაახლოებით ნახევარი საათის სამუშაოსთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან შემდეგ მისი გამყარება იწყება.

3. ხსნარის დასხმა

მიღებული მასის დასხმა შორეული კედლიდან ხდება. სითხე დენადია, თუმცა მისი ზედაპირზე გადასწორება მაინც აუცილებელია. ამას კბილიანი შპატელით ან რაკელით აკეთებენ. თუ ნარევის ერთი პორცია საკმარისი არ არის, დამატების შემდეგ შეერთების ადგილს კარგად ასწორებენ, რომ გადაბმა უშნოდ არ გამოჩნდეს.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ზედეპირზე ნემსებიან ლილვაკს ატარებენ. ეს ხსნარს ჰაერის ბუშტულებისგან ათავისუფლებს. მიუწვდომელ უბნებზე ნემსებიანი ფეხსაცმლით მიდიან.

მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაჭერა. ის შეფუთვაზეა მითითებული და 5 დან 30 გრადუსამდე ინტერვალშია. ცემენტის ზედაპირები წყლის სწრაფი დაკარგვის შემთხვევაში იბზარება, ამიტომ მას პოლიეთილენით ფარავენ და პერიოდულად ნამავენ. შუალედური და საბოლოო გამაგრების დროც შეფუთვაზეა მითითებული.

პოლიმერული საფარები

ებოქსიტური და პოლიურეტანის ფისები სხვაგვარად იგება. ფენის სიმაღლე რამდენიმე მილიმეტრია. გავარკვიოთ, როგორ უნდა მოხდეს მისი სწორი დაგება

1. საფუძვლის მომზადება

დასასხმელი საფარის სითხელიდან გამომდინარე, საფუძველი მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ის იდეალურად სწორი და მტკიცე უნდა იყოს. ყველაზე კარგი ბეტონის ფილაა. მოჭიმული ზედაპირი კარგად უნდა იყოს გამშრალი. ეს სპეციალური ტესტერით ან ხალხური მეთოდით ისინჯება. უკანასკნელ შემთხვევაში საფუძველზე წებოვანი ლენტით ეკრობა პოლიეთილენის ნაჭერი, 24 საათის შემდეგ ფირზე გაჩენილი კონდესატი მაღალ ტენიენობაზე მიუთითებს.

დასხმას ზედაპირის ზედა ფენის მოხვეწით იწყებენ, რადგან საუკეთესო რეზულტატის მისაღებად  გახსნილი ფორებიანი ზედაპირია საჭირო. ამავდროულად ყველანაირი ზეთოვანი და საღებავიანი ლაქა შორდება, რომლებსაც საფარის გაფუჭება შეუძლიათ. ახლადდასხმულ მოჭიმულ იატაკს ასეთი დამუშავება არ სჭირდება.

დემფერული ფირფიტის დაგება მთელ პერიმეტრზეა აუცილებელი. ამის შემდგომ ზედაპირი მტვრისგან იწმინდება და იგრუნტება.

2. ფისის მომზადება

ორკომპონენტიანი მასალა მომზადებას საჭიროებს. კომპონენტები უნდა შეერიოს და კარგად მოირიოს. სწორი პროპორციების დაცვა აუცილებელია. შერევა მხოლოდ სუფთა და მშრალ პლასტმასის ჭურჭელში უნდა მოხდეს. ლითონის ჭურჭლის გამოყენება დაუშვებელია. ჭურჭლის მოცულობა ისეთი უნდა იყოს, რომ მისი ნახევარი თავისუფალი დარჩეს. ასე მასის კარგად არევის საშუალება მოგეცემათ.

თავიდან ძირითად კომპონენტს ასხამენ. თუ შეფუთვიდან მხოლოდ ნაწილი გამოიყენება. აუცილებელია მისი ზუსტი აწონვა. უმჯობესია ამის ელექტრო სასწორით გაკეთება. დეკორატიული ჩანართების მქონე ფისს 1-2 წუთი ურევენ, რათა დეკორის ნაწილაკები კარგად განაწილდეს ხსნარში. შემდგომ გამამყარებელს ამატებენ და 3-4 წუთის განმავლობაში კარგად ურევენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ხსნარის სწორი მორევა. არ უნდა დარჩეს გაუზავებელი ფრაგმენტები არც ფსკერზე და არც კედლებზე. მოსარევის ბრუნვის სისწრაფე ისე უნდა შეირჩეს, რომ მთელი მოცულობა ერთიანად მოძრაობდეს. როგორც წესი, ამ დროს მთლიანი ხსნარის ¾ სიღრმის წყალბორბალა ჩდება. არეულ შემადგენლობას 2-3 წუთი აყენებენ, ასე მისგან ნამეტი ჰაერი გამოვა. ამის შემდგომ ის დასაგებად მზადაა.

3. ფისის დასხმა

მომზადებული ხსნარი იატაკზე ისხმევა. ამას ყველაზე შორი კედლიდან იწყებენ, მთელ პერიმეტრზე თანაბარი პორციებით. შპატელის მეშვეობით მასას მთელ ზედაპირზე თანაბრად ანაწილებენ. თუ ერთიანი დასხმა ვერ ხერხდება, ყველა მონაკვეთის დაფარვა 20-30 წუთში უნდა მოესწროს. მონაკვეთებს შორის ნაწიბურის გაჩენის ასარიდებლად პირველად დასხმულ პარტიას სამღებრო ლენტს აკრავენ და მეორეს დასხმის დროს აძრობენ.

კბილიანი შპატელით ზედაპირის გადასწორების შემდეგ მას წვეტებიანი ლილვაკით ამუშავებენ. მისი გადატარების კვალის გაქრობის შემდგომ, თუ ეს გათვალისწინებულია, დეკორს აყრიან. ფისი ბოლომდე უნდა გაშრეს.

პოლიმერული იატაკები მრავალფენიანია. გამაგრებულ პირველ ფენაზე კიდევ ერთი ესმევა. 3D მოდელებისთვის საფუძველზე ბანერი ან დეკორი ეკვრება. შემდგომ პირველის მსგავსად, მეორე ფენა ისხმება. მთლიანი გამყარების დრო შეფუთვაზეა მითითებული. მინერალური მინარევებისგან განსხვავებით, პოლიმერული მინარევები პოლიეთილენის გადაფარებას არ საჭიროებს.

მნიშვნელოვანი მომენტი: სანამ იატაკი შრება, მასზე არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები, მტვერი ან ჭუჭყის ფრაგმენტები. ოთახში არ უნდა იყოს ორპირი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფარი აუცილებლად გაფუჭდება.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია თვითსწორებადი იატაკის დაგების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

 

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

 

 

თანამედროვე კოტეჯი ზღვის საუცხოო ხედით – Kathryn Tyler-ის ნამუშევარი

ტური ჯულია რობერტსის ყოფილ ტბის სახლში