in

კომპანია IPS-ის ინოვაციური პროექტები, 2024 წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები – ინტერვიუ ლუკა მიქელაძესთან

კომპანია IPS 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ქართველ მომხმარებელს სამშენებლო მასალებსა და სერვისებს სთავაზობს, მათ შორისაა:

IPS ინტერიერი — ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების სწორად შერჩევა, მიწოდება და მონტაჟი.

IPS ფასადი — ფასადის საინჟინრო სამუშაოების, საფასადო მასალების მიწოდება და მონტაჟი.

IPS თრეიდი — სამშენებლო მასალების გაყიდვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია თანამშრომლობს როგორც დიდ სამშენებლო კომპანიებთან, ასევე ასრულებს კერძო სახლებისა და აგარაკების მოპირკეთებას.

დღევანდელ ინტერვიუში IPS-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა მიქელაძე გვიზიარებს ინფორმაციას IPS-ის ბოლოდროინდელი რებრენდინგის შესახებ, კომპანიის 2024 წლის მიღწევებს, ინოვაციურ პროექტებსა, კომპანიის სამომავლო გეგმებსა და იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებიც IPS-ს ბაზარზე გამოარჩევს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპანიამ წელს რებნენდინგი განიცადა, გვიამბეთ ამის შესახებ უფრო ვრცლად. რა ცვლილებები, სიახლეები მოხდა ამ მიმართულებით?

IPS-მა წელს ნამდვილად განაახლა ბრენდი როგორც სტრატეგიულად, ასევე ვიზუალურად. ჩვენ უფრო გავააქტიურეთ მარკეტინგული აქტივობები, ვინაიდან, გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი სერვისების, პროექტებისა და პროფესიონალი გუნდის შესახებ. IPS 2016 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სექტორში და ამ პერიოდისთვის უკვე 100-ზე მეტი პროექტის ინტერიერსა და ფასადზე გვაქვს ნამუშევარი, მათ შორის ისეთ მსხვილ პროექტებზე, როგორებიცაა: პულმანის, ჰილტონის, რედისონის ინტერიერის მასალების მიწოდება, მ2-ის, ვაკე ჰილსის, მოედანის, არქის საცხოვრებელი კორპუსების ფასადის მოპირკეთება.

მსხვილი პროექტების პარალელურად, ჩვენი გუნდი მუშაობს ინდივიდუალურ პროექტებზეც. სხვათა შორის, IPS-ის ბრენდინგს სწორედ ჩვენი პროფესიონალიზმი და საქმის სიღრმისეული ცოდნა უდევს საფუძვლად: ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით – ჩვენი ბრენდის მოტოა.

როგორ შეაფასებდით 2024 წელს? რამდენად წარმატებული წელი იყო IPS-თვის? რა მიღწევები და გამოწვევები შეგხვდათ ამ წლის განმავლობაში?

2024 წელი საქმის და დატვირთულობის მხრივ არ გამოირჩეოდა წინა წლებისგან. გამორჩეულად შემიძლია აღვნიშნო, რომ წელს IPS-მა იმუშავა არა მხოლოდ მასშტაბურ პროექტებზე, არამედ კერძო სახლებზეც – ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ დამკვეთები ენდობიან ჩვენს პროფესიონალიზმს და ხარისხს.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით IPS-ის სამივე მიმართულებით – IPS ინტერიერის, IPS ფასადის და IPS თრეიდის მხრივ? რა მახასიათებლებით გამოირჩევა ისინი და რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი?

წელს განსაკუთრებით გამოვარჩევდი IPS ფასადის რამდენიმე პროექტს კომპლექსურობისა და გამოყენებული მასალების ან ტექნოლოგიების მიხედვით: სასტუმრო იბისი აეროპორტი – გამოყენებული იქნა „Solid” ალუმინის ფორმირებული კასეტები და ალუმინის ლამელები, რომელიც ინდივიდუალურ გრადუსში დაყენდა და ძალიან ეფექტური გამოვიდა.

ვინდემი გონიო – ამ პროექტს გამოვარჩევდი მასშტაბურობით. ფასადი მოპირკეთდა დიდი ფორმატის კერამიკული ფილით და ალუმინის კომპოზიტური პანელებით, ასევე დამონტაჟდა მოაჯირები. ჯამში სრული მოცულობა დაახლოებით 10 000 კვ.მ.

ვერონა – გამოვიყენეთ ახალი პროდუქტი ალუმინის მოცულობითი/დაზოლილი პანელები ინტერიერის მიმართულებით. ძირითადი სამუშაოები ჩატარდა კერძო დამკვეთებთან, ასევე ბრენდული სასტუმრო ქსელების ინტერიერის განახლებები.

რაც შეეხება IPS თრეიდს, აქ ყველაზე აღსანიშნავ პროექტად წალკაში, Kass Land-ის სასტუმრო კომპლექსს გამოვარჩევ თავისი მასშტაბურობის მიხედვით.

გვიამბეთ IPS-ის სამომავლო გეგმებზე

2025 წელს IPS გეგმავს სტაბილურ ზრდას, როგორც ახალი ბიზნესის მიმართულებით, ასევე ბრენდულად. ვფიქრობთ, რომ ქართველ მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე წამყვან და ცნობილ ბრენდს შევთავაზებთ. ამას გარდა, ვაპირებთ განვახორციელოთ ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება – ჩვენს სფეროში პროფესიული განათლების გავრცელება და წახალისება. ამის შესახებ აუცილებლად გავრცელდება ინფორმაცია ჩვენს სოცმედია გვერდებზე და რა თქმა უნდა, homeis-ზეც.

„საქკაბელი” პორტფელს Schneider Electric-ის პრემიუმ ხაზით – Merten D-Life-ით აფართოებს

თანამედროვე ბინა რუსთავში – Art Line Studio-ს ნამუშევარი