in

საუცხოო ბუნებით გარშემორტყმული სახლი კოსტა რიკაში

Alliance Group
Alliance Group

კოსტა რიკის საუცხოო ბუნებით გარშემორტყმული ეს მიმზიდველი საოჯახო რეზიდენცია თანამედროვე არქიტექტურის, ტრადიციული სამშენებლო ტექნიკისა და მასალების სრულყოფილ შერწყმას გვთავაზობს. სახლი, რომლის ელეგანტური შავი ფასადი ჰარმონიულად ეხამება ბუნებრივ გარემოს, მეპატრონეებისთვის გრილ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში 300-ზე მეტი ხე დაირგო.

მოზაიკით და ტერაცოთი დამზადებულ იატაკს სახლში მხატვრული ელფერი შემოაქვს, ამავდროულად, რეგიონის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს წარმოაჩენს. ინტერიერში, თბილი, მყუდრო ხის მასალები საოჯახო და განტვირთვისთვის აუცილებელ ატმოსფეროს ქმნის.

დიდი პანორამული ფანჯრები ულამაზესი ბუნებით ტკბობის საშუალებას იძლევა. ინტერიერში შიშველი ბეტონის გამოყენება სახლს თანამედროვე და უნიკალურ ელფერს მატებს და ხესთან სრულყოფილ ბალანსს ქმნის.

სამზარეულო, სააბაზანო, კარები და კარადები ადგილობრივი ხელოსნების მიერ არის შექმნილი. სახლი ასევე გამოირჩევა აყვავებული მეურნეობით, მათ შორის ბოსტნეულის ბაღებით, ხეხილით და ფერმის ცხოველებით. ეს ყველაფერი ირგვლივ არსებულ გარემოსთან ჰარმონიული კავშირის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს და მთლიანობაში პროექტი შესანიშნავად გამოხატავს მეპატრონეების პატივისცემასა და სიყვარულს ბუნებისადმი.

 

არქიტექტურული ფირმა: Casalvolone Arquitectura

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

„VitrA“-სა და „MERLONS“-ის მიერ შემოთავაზებული 2023 წლის ტრენდული ფილები

რემონტის შეცდომები: ეკა კიკაძის გამოცდილება