in

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი სტრასბურგის შემოგარენში

Alliance Group
Alliance Group

ცაცხვის, ურთხლისა და კიდევ რამდენიმე წიწვოვანი ხე გამთენიისას დასახლებული ლანდშაფტის რბილ, ტყის სილუეტს ქმნის. ფრინველები, ბუდეების ასაშენებლად, ტოტების აღდგენის სამუშაოებს იწყებენ, ციყვები ხეებს შორის დახტიან, ფუტკრები ყვავილებს თავს დასტრიალებენ და ზღარბი კვლავ თავის ზამთრის თავშესაფარში იმალება. ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

როდესაც დღე ღამეს ენაცვლება, ეს ბუნებრივი მოვლენები სახლის ფანჯრიდან მოჩანს, ყველაფრის შემჩნევა საწოლიდანვე შეიძლება. ბუნების ეს შესანიშნავი პეიზაჟი ოთახში იჭრება. ლანდშაფტი და ინტერიერი ერთმანეთთან ურთიერთობს, არსებული ბუნებრივი გარემო არქიტექტურული პროექტის ნაწილად არის გამოყენებული. მშენებლობა ნგრევის გარეშე, დაპროექტება არსებული ბუნების გამოყენებით, ცოცხალი არსებების თანაცხოვრების უზრუნველყოფა – მოკლედ რომ ვთქვათ, სრული ჰარმონიაა.

იატაკიდან ჭერამდე და კედლიდან კედლამდე გადაჭიმული უზარმაზარი ფანჯრები ოთახის შეუზღუდავი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მისაღები ოთახი ბაღთან დაკავშირებულია ხის ტერასის მეშვეობით, რომელიც გამწვანებულ ჰორიზონტს უსვამს ხაზს.

ზამთრის სეზონის დასასრულს, როდესაც მზის სხივები ფოთლოვანი ხეების შიშველ ტოტებს შორის გავლით მისაღებ ოთახში იჭრება, სივრცე ნათდება და გათბობის წყაროს გამოყენების გარეშე, ბუნებრივად თბება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში გამოსაყენებლად სახლში მხოლოდ შეშის ღუმელია დამონტაჟებული. ზაფხულში ფანჯრებს მზის ინტენსიური სხივებისგან ხის ფოთლები პასიურად იცავს.

ორგანიზებული გეგმის მიხედვით, რომელიც სივრცის დანაკარგებს არ იწვევს, კომპაქტური სახლი ბიომასალებს იყენებს. სიმსუბუქიდან გამომდინარე, ხის კონსტრუქციული კარკასი ბუნებრივ გრუნტში გაკეთებულ ფოლადის მასაზე მოთავსდა. მხოლოდ მშრალი მშენებლობის ტექნიკის გამოყენების წყალობით, ყველა ხე შენარჩუნებულია.

ხის ტერასაზე არსებული სარეზერვო წყლის ავზი, რომელიც წვიმის წყლით ივსება, სარეცხი მანქანისა და საპირფარეშოსთვის საჭირო წყლის შეგროვების მიზნით გაკეთდა და ასევე ბაღის მორწყვას უზრუნველყოფს. მინიმალურად ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურად სუფთა დიზაინზე აგებული სახლი მხოლოდ სასმელ წყალსა და ელექტროენერგიას მოიხმარს.

ხრეშიან ბილიკს ხის გალავნამდე მივყავართ, რომელიც ქუჩას გადაჰყურებს. სწორედ აქ იწყებს ფორმირებას ურბანული კონტექსტი, საიდანაც სტრასბურგის ცენტრი ველოსიპედით სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა.

სახლი მდებარეობს მიწაზე, რომელიც გამწვანებული ტერიტორია იყო. პროექტი შექმნილია, გარემოს დამახინჯების გარეშე, არსებულ ტერიტორიაზე სასიამოვნო ლანდშაფტური თვისებების დასამკვიდრებლად.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორია გარდერობის ოპტიმალური ზომები? – რჩევები პროფესიონალისგან

საწოლი მისაღებ ოთახში — როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში