in

რა უნდა ვიცოდეთ ლიფტების შესახებ – GLC გირჩევთ

ლიფტში გატარებულ ნახევარ წუთში ვახერხებთ გარეგნობის კიდევ ერთხელ გადამოწმებას და საჭირო კორექტირებების შეტანას, პარალელურად კი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების გადააზრებას და სიმძიმესთან მისული ძალოსანივით გაღებულ კარს მიღმა რეალობასთან ჭიდაობისთვის მომზადებას. დაგვეთანხმებით, რომ ირიბ სარკიანი, უცნაურად აჭრიალებული, მოქანავე და სანახევროდ გაღებული კარი პოზიტიურ განწყობას ნამდვილად არ გვიქმნის არც სახლიდან გამსვლელებს და არც სახლში დაბრუნებულებს. რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სახლის რკინის “შვეიცარის” შესახებ? ამისთვის ჩვენ საქართველოს ლიფტების კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსს, თათია ჯინჭარაძეს გავესაუბრეთ.

Alliance Group
Alliance Group

-ახალი ბინის ყიდვის დროს, ლიფტთან დაკავშირებით, პირველ რიგში რა უნდა ვიკითხოთ?

– ზოგადად, სოლიდურ კომპანიაში, რომელიც ზრუნავს საკუთარ იმიჯზე, ბინის ყიდვისას უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ შეგხვდეთ ხარისხიანი ლიფტი, თუმცა აქაც არის გამონაკლისები.

ლიფტების სფეროში იაფი ყოველთვის ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას ხარისხთან მიმართებაში, რაც პირდაპირ აისახება უსაფრთხოებაზე და ლიფტის სიცოცხლისუნარიანობაზე. ლიფტის ექსპლუატაციის სტანდარტული ვადა შეადგენს 25 წელს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ლიფტის კუთხით პოტენციური ბინის შეძენისას. ბინის მყიდველებმა უნდა იცოდნენ, რომ ლიფტი არის შენობის სავიზიტო ბარათი და საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ყველაზე რთული მანქანა-დანადგარი. ქვემოთ ჩამოვთვლი თუ რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება:

  • დააზუსტეთ რამდენი ლიფტია დამონტაჟებული თითოეული სადარბაზოსთვის – მხოლოდ ერთი ლიფტი პრობლემად გექცევათ მომავალში, რადგან მთელი დატვირთვა გადავა ამ ერთ ლიფტზე და მისი დაზიანების შემთხვევაში არ გექნებათ სათადარიგო ლიფტი.
  • რა ბრენდის არის ლიფტი.
  • რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა ლიფტი – გაეცანით კომპანიას არის თუ არა ლიფტის კომპანია ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი
  • გარანტიასთან დაკავშირებული ინფორმაცია
  • აქვს თუ არა ლიფტების კომპანიას შემდგომი სერვისი. აქვე გირჩევთ, რომ უმჯობესია დააზუსტოთ მომსახურების ღირებულება წინასწარ, ეს თქვენთვისვე იქნება უკეთესი, რადგან ბრენდულ ლიფტებს ოფიციალური წარმომადგენლების გარდა სხვა ვერავინ ემსახურება.

– დაგვისახელეთ ლიფტის ის ელემენტები, რაზეც ხარისხის ხარჯზე დაზოგვა არ შეიძლება

– პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოების კომპონენტები: ავარიული მუხრუჭები, სიჩქარის კონტროლის მექანიზმები, ასევე მნიშნველოვანია ძრავა, მიმმართველები, მართვის პროცესორი, კარის მექანიზმები. სწორად ამ კომპონენტების ხარისხი და ამასთან სწორი მონტაჟი განსაზღვრავს ლიფტის ხანგრძლივ, გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.

ლიფტის მონტაჟი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ეტაპია. შეიძლება ყველაზე ძვირფასი ბრენდის ლიფტიც კი ისე დამონტაჟდეს, რომ მას პრობლემები ჰქონდეს როგორც უსაფრთხოების ასევე კომფორტის მხრივ. ჩვენ დანერგილი გვაქვს სამუშაოების შესრულების მრავალ დონიანი კონტროლი, რაც გვაძლევს სამუშაოების ხარისხიანად შესრულების გარანტიას. ჩვენი კომპანია სერთიფიცირებულია ევროპული სააგენტოს EURO CERT-ის მიერ, რაც მოიცავს ლიფტის დაპროექტებას, მონტაჟს და ტესტირებას. ასე რომ, მოითხოვეთ სერთიფიკატები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიას აქვს მონტაჟის განხორციელების უფლება.

– ლიფტზე მიწერილი ბრენდის დასახელება თუ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას და ზოგადად, რას გვეტყვით ლიფტის ბრენდების საიმედოობაზე საქართველოში?

– ლიფტის ბრენდული წარწერა არ არის იმის გარანტია, რომ თქვენ მშვიდად უნდა იყოთ. საქართველოში ლიფტზე მიწერილი ბრენდი, სამწუხაროდ, ბევრს არაფერს ნიშნავს. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ამა თუ იმ ბრენდის ქვეშ გვხვდება უხარისხო ლიფტი. ამიტომ პირველ რიგში, უნდა გაიგოთ რომელ კომპანიასთან გაქვთ საქმე და ვინ იქნება მომავალში პასუხისმგებელი ლიფტის კომფორტულ და გამართულ მუშაობაზე. თუ ლიფტი ბრენდულია, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ ყავთ თუ არა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რადგან არსებობს ცნობილი ბრენდები, რომლებსაც აყენებენ კომპანიები და ამ ბრენდებს საერთოდ არ ყავთ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტექნიკური მხარდაჭერა იმ კომპანიას არ გააჩნია. ამას გარდა, ბინის მყიდველი ვერ განსაზღვრავს ნამდვილად ორიგინალია ეს ლიფტი, თუ თავად დამკვეთმაც არ იცოდა, რომ არის ყალბი ვერსია. ამიტომ არის დამკვეთებისთვის რესპექტაბელურ კომპანიებთან ურთიერთობა კომფორტული. ისინი ასევე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები არიან საქართველოში.

– საქართველოში წარმოებული ლიფტები თუ არსებობს და რამდენად საიმედოა ისინი?

– საქართველოში არ არსებობს მსგავსი სახის წარმოება, თუმცა არ არის გამორიცხული მომავალში გაჩნდეს გარკვეული კომპონენტების წარმოების შესაძლებლობა. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ე.წ. ლიფტის მწარმოებელი ქვეყანა, ძირითადად საუბარია სხვადასხვა სახის კომპონენტების წარმოებაზე.

ჩვენის მხრივ, ჩვენ ვეცადეთ ქართული დეტალი შეგვეტანა ლიფტების სფეროში. რამდენიმე წლის წინ შევქმენით ჩვენი ბრენდი “ZENNA”-ს სახელწოდებით. ზენა ძველი ქართული სიტყვაა და „ზევით“-ს ნიშნავს. ამ ბრენდის ქვეშ ვაერთიანებთ ისეთ ლიფტებს, რომლებსაც ვაწარმოებთ ჩვენი პარტნიორების ქარხნებში ჩინეთსა და თურქეთში, თუმცა ხშირ შემთხვევებში ვაკომპლექტებთ ევროპული კომპონენტებით, მაგალითად იტალიური Montanari Giulio-ს ძრავებით, გერმანული Wittur-ის უსაფრთხოების კომპონენტებით და ა.შ. ZENNA-ს ლიფტები დაკომპლექტებულია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია საქართველოს რეალობა. 2016 წელს ჟინვალჰესის წყალგამტარ გვირაბში ზედაპირიდან 80 მეტრის სიღრმეზე, საკმაოდ აგრესიულ გარემოში, ZENNA-ს ლიფტის დაპროექტება და შემდგომი მონტაჟი განხორციელდა.

– რა უფლებებით სარგებლობენ მობინადრეები , თუ არსებობს რაიმე რეგულაციები რაც მათ უფლებებს იცავს ამ მიმართულებით?

– მობინადრეებმა ხშირად არ იციან რა უფლებები აქვთ მათ და რა პასუხისმგებლობები აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად არეგულირებს ამ საკითხს, თუმცა საბოლოოდ მაინც მოსახლეობის და თავმჯდომარეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მათ საცხოვრებელ სახლში ლიფტის გამართულად მუშაობა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, თავმჯდომარე ვალდებულია დაიქირაოს კვალიფიციური ლიფტების მომსახურების კომპანია.

სიმარტივე და ხარისხი – Ceramic Studio 1300

ბინა თბილისში ვარდისფერი სამზარეულოს ავეჯით