in

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს მქრქალ ზედაპირს?

მქრქალი სამზარეულო ნამდვილად ძალიან ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სტილი 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსგავსი სამზარეულოს ზედაპირები ინტერიერში განსაკუთრებულ ხასიათს აღვიძებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში თავდაპირველი ეფექტისა და გარეგნობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორ იზრუნოთ მქრქალ სამზარეულოზე, როგორი საწმენდი საშუალებების გამოყენება შეიძლება და რომელი აზიანებს მას. არსებობს მოსაზრება, რომ ლაქები, აბრაზიები და დაზიანება უფრო შესამჩნევია პრიალა ზედაპირებზე, ვიდრე გლუვზე. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ ამგვარი უპირატესობა იმას არ ნიშნავს, რომ მქრქალი ზედაპირის გაწმენდა უფრო მარტივია.

თანამედროვე სამზარეულოს ზედაპირები ძალიან კარგად არის დაცული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დროულ და და ფრთხილ მოვლას საჭიროებს.

ყოველდღიური წმენდისთვის დაგჭირდებათ ცხიმებისა და ლაქების საწინააღმდეგო ჭურჭლის სარეცხის საშუალებები, რბილი ქსოვილი, რბილი ღრუბელი ან ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები.

მქრქალი სამზარეულოს ზედაპირის გასაწმენდად არ შეიძლება საფხეკების, დანების, ორთქლის საწმენდი საშუალებების, ქლორის, ნატრიუმისა და ტუტეს შემცველი პროდუქტების გამოყენება. ასევე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები და ხალხური საშუალებები, მაგალითად ძმარი, სოდა და ლიმონი.

იმისთვის, რომ სამზარეულო მუდმივად სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს, ყოველდღიურად შეგიძლიათ ზედაპირების გაწმენდა ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გამოყენებით. რეგულარული წმენდა უზრუნველყოფს ზოგად სისუფთავეს, რაც თვიდან აგარიდებთ ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკების დაგროვებას და ლაქებად ქცევას.

ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად დასაშვებია მცირე დოზით ალკოჰოლის შემცველი ხსნარის გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად ძლიერი ხსნარი ცხიმის მოშორებას ვერ ახერხებს. ცხიმოვანი ლაქები განსაკუთრებით შესამჩნევია ღია ფერის ზედაპირებზე, დროთა განმავლობაში ისინი “ჭამენ” ზედაპირს და მოშორება შეუძლებელი ხდება რესტავრაციის გარეშე, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ზედაპირი ყოველდღიურად გაიწმინდოს, თუნდაც მხოლოდ თბილი წყლის გამოყენებით.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მქრქალი სამზარეულოს ზედაპირების სისუფთავის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური მეთოდი ყოველდღიური წმენდაა, რომელიც სუსტი ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ან მხოლოდ თბილი წყლის გამოყენებითაც არის შესაძლებელი. გაწმინდეთ ზედაპირი რბილი ქსოვილის დახმარებით და მტვრიანი სამზარეულოს პრობლემას დიდხანს აირიდებთ თავიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ცხიმისა და სხვა სახის ლაქები გარდაუვალია, გამოიყენეთ მცირე დოზით ალკოჰოლის შემცველი ან სპეციალურად მქრქალი ზედაპირებისთვის განკუთვნილი საწმენდი სითხეები.

სასაჩუქრე იდეები ქალბატონებისთვის – 5 ვარიანტი Homeis.ge-სგან

Wiggle Side Chair – მუყაოსგან შექმნილი სკამი გამორჩეული დიზაინით