in

აპექს დეველოპმენტი — გამორჩეული არქიტექტურა თბილისის ცენტრალურ უბნებში

სამშენებლო სფეროს განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, ადამიანებს უჭირთ სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაფერისი დეველოპერული კომპანიის პოვნა, რომელსაც თავის საცხოვრებელს ანდობენ. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას, „აპექს დეველოპმენტს“ გაგაცნობთ, რომლის პროექტებიც მაქსიმალური კომფორტით, არქიტექტურული გადაწყვეტილებებით და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით გამოირჩევა.

დეველოპერული კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა 11 დასრულებულ და 2 მიმდინარე პროექტს მოიცავს.

„აპექს დეველოპმენტის“ დასრულებული პროექტებია:

  • ც. დადიანის 111
  • ც. დადიანის 125
  • ბერბუკის 1
  • ა. მიცკევიჩის 56
  • ა. ცაგარელის 70
  • ც. დადიანის 22
  • ს. მეტრეველის 6
  • ს. მეტრეველის 4
  • ც. დადიანის 90
  • აპექს ავლაბარი
  • აპექს ლისი

ამ ეტაპზე „აპექს ისნისა“ და „აპექს ნუცუბიძის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

„აპექს ისანი“ არის საცხოვრებელი კომპლექსი ისანში, რომელიც რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის საცხოვრებელი ბინებით, საიდანაც პანორამული ხედი იშლება. კომპლექსი უსაფრთხოებისა და ევროპული სტანდარტების დაცვით, უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება.

აპექს ნუცუბიძე თანამედროვე, მრავალფუნქციური, დახურული კომპლექსია, რომელიც ლისის მიმდებარედ, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა დათუაშვილის N22-ში მდებარეობს. „აპექს ნუცუბიძე“ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება, რაც მომავალ მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ კომფორტსა და მოსახერხებელ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს:

მიმზიდველი ადგილმდებარეობა — ბინის შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და ირგვლივ არსებული ლანდშაფტია. ამ მხრივ, „აპექს დეველოპმენტი“   ბუნებასთან სიახლოვეს, ლისის ტბიდან ზუსტად 2 კილომეტრში უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნის, რომლის პირველივე სართულიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

მოსახერხებელი და კომფორტული გარემო —  „აპექს ნუცუბიძე“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე ზონებს მოიცავს, რაც მომავალი მაცხოვრებლებისთვის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს. ასევე, ობიექტს ოთხ-დონიანი დახურული საპარკინგე ზონა აქვს, რაც პარკინგთან დაკავშირებულ დისკომფორტს მოგიხსნით.

გამწვანება და რეკრეაციული ზონების არსებობა — თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამწვანებულ ზონებს და კეთილმოწყობილ დასასვენებელ სივრცეებს. ყოველივე ამას კი იდეალურად აკმაყოფილებს  „აპექს ნუცუბიძის“ პროექტი, რომელიც სასიამოვნო, გამწვანებულ გარემოს და ბავშვებისთვის მოპირკეთებულ გასართობ ზონებს უზრუნველყოფს, რაც ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გაგიუმჯობესებთ.

ასევე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს შესთავაზოს მათზე მორგებული გადახდის პირობები. შესაბამისად, „აპექს დეველოპმენტში“  ბინის შეძენის შემთხვევაში, გადახდის რამდენიმე პირობით სარგებლობაა შესაძლებელი:

  1. შიდა უპროცენტო განვადებაწინასწარი შენატანის გარეშე, ბინის ღირებულების 30%-ის გადანაწილება 48 თვეზე, ხოლო 70%-ის გადახდა პროექტის დასრულების შემდეგ. განვადების პერიოდში ყოველთვიური გადასახადი დამოკიდებულია ბინის კვადრატულობაზე და იწყება 1200 ლარიდან.
  2. 30%-იანი თანამონაწილეობა — 30%-ის გადახდა წინასწარ, 40%-ის გადანაწილება 48 თვეზე, 30%-ის გადახდა პროექტის დასრულების შემდეგ. ფასდაკლება1 მ2-ზე $100.
  3. 50%-იანი თანამონაწილეობა — 50%-ის გადახდა წინასწარ, 30%-ის გადანაწილება 48 თვეზე, ხოლო 20% პროექტის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში ფასდაკლება 1 მ2-ზე, $150-ია.
  4. ერთიანი გადახდა — ერთიანი გადახდის დროს1 მ2-ზე $200-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

სასურველი გადახდის პირობების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  შეგიძლიათ ეწვიოთ „აპექს დეველოპმენტის“  გვერდს ან დაუკავშირდეთ გაყიდვების სამსახურს:

„აპექს ნუცუბიძე“ — 555 43 55 55; 555 48 55 55

„აპექს ისანი“: 555 04 55 55.

[R]

ProfilDoors – კარების საერთაშორისო ბრენდი უკვე საქართველოშია!

„პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც AR გაყიდვების პროცესში სისტემურად დანერგა” — „ალიანსი“