in

როგორი უნდა იყოს ახალაშენებული კომპლექსის ინფრასტრუქტურა – ის, რაც ბინის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

მას შემდეგ, რაც პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებელი ცხოველებისა და არაკეთილგანწყობილი გარემოს თავშესაფრიდან თანამედროვე ადამიანის კომფორტულ ბინად გადაიქცა, გარემო და ადგილი, სადაც ჩვენი სახლი იმყოფება, მნიშვნელოვან კრიტერიუმად იქცა. დღეს შევეცდებით რაიონისა და კომპლექსის ინფრასტრუქტურების თავისებურებები განვიხილოთ და გავიგოთ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ მანამ, სანამ ახალ ბინას შევიძენთ.

თანამედროვე ახალაშენებული კომპლექსის განვითარებული ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრების ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების შეძენამდე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში არამხოლოდ მოპირკეთების, გამოყენებული სამშენებლო მასალების, არქიტექტურული და დიზაინერული თავისებურებების ხარისხია საყურადღებო, არამედ  კომპლექსის და იმ რაიონის ინფრასტრუქტურის შესწავლაა მნიშვნელოვანი, სადაც ის მდებარეობს.

განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსს შიდა ეზოში არსებული ფუნქციური ზონების გონივრული განლაგება ახასიათებს, რაც მაცხოვრებლების კომფორტის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე იმ რაიონის ინფრასტრუქტურა, სადაც კომპლექსი მდებარეობს – მოხერხებული სატრანსპორტო კვანძი და სოციალურად ფასეული ობიექტების სიახლოვე ერთ-ერთი წონადი დადებითი მხარეა.

უნდა აღინიშნოს, რომ გარე ინფრასტრუქტურისადმი არსებული მოთხოვნები მაცხოვრებლებზეა დამოკიდებული – სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობას კი ის განსხვავებული აქვს. კეთილმოწყობილი რაიონი და ტრანსპორტის გამოყენების სიმარტივე საცხოვრებელი კომპლექსის გარე ინფრასტრუქტურის ძირითადი კრიტერიუმებია.

მაინც რა არის ის მინიმალური კრიტერიუმები, რაც განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსს უნდა ახასიათებდეს? ესენია:

  • საბავშვო ბაღისა და სკოლის სიახლოვე – ეს ახალგაზრდა შვილიანი ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია;
  • პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების სიახლოვე;
  • სამკურნალო დაწესებულებების (პოლიკლინიკა ან საავადმყოფო) სიახლოვე;
  • კომპლექსის სიახლოვეს გადატვირთული საავტომობილო გზის არსებობის შემთხვევაში, მიწისქვეშა გადასასვლელების არსებობა;
  • პარკების, საბავშვო სათამაშო და სპორტული მოედნების სიახლოვე (თუ მშენებელი აცხადებს, რომ მის კომპლექსში ეს ყველაფერი არის, აუცილებელია მათი ხარისხისა და მდგომარეობის პირადად შემოწმება);
  • ოჯახის დასასვენებელი ადგილების არსებობა (კინოთეატრი, თეატრი, კაფე, რესტორანი), ასევე სათამაშო ზონები ბავშვებისთვის;
  • კომპლექსის სიახლოვეს ფიტნეს ცენტრების ან სატრენაჟორო დარბაზების არსებობა, რაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისთვის. ახალგაზრდა შვილებიანი ოჯახებისთვის კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება აუზებისა და სხვადასხვა სპორტული სექციების სიახლოვე.
  • უნდა ითქვას, რომ ადამიანები სიჩუმესა და სიმშვიდეს განსაკუთრებით აფასებენ. ამიტომ, რაიონი საფეხმავლო და ველო ბილიკებით, ასევე დიდი რაოდენობის მწვანე ნარგავებით უნდა იყოს აღჭურვილი. წონადი კრიტერიუმია, როდესაც კომპლექსი ხმაურიანი ქუჩებიდან მოშორებითაა განლაგებული.

ახალაშენებული კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა მინიმუმ უნდა შეიცავდეს:

  • ავტოსადგომს
  • საბავშვო და სპორტულ მოედნებს ეზოში;
  • დაცვისა და ვიდეო თვალთვალის სისტემებს;
  • ხარისხიან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას;
  • სამგზავრო და სატვირთო ლიფტებს.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თბილისში არსებობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ობიექტებს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით აშენებენ. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო დასახლება, რომელიც აღნიშნულ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს და თავის მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს, “ნამაი ვაკეს” კომპლექსია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ობიექტის მოხერხებული ადგილმდებარეობა. “ნამაი ვაკეს” მობინადრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ საკუთარ საცხოვრებელს 3 სხვადასხვა გზით (ორი ვაკის რაიონის მხრიდან, ერთი კი ვერიდან), რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ყოველთვის ექნებათ საკუთარი მარშრუტის დაგეგმვის თავისუფლება, რაც თანამედროვე ქალაქებში ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი

აქ შიდა და გარე ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გონივრულად არის გათვლილი. პარკირების თითოეულ ადგილს დამატებით დამხმარე სათავსო მოყვება, სადაც თხილამურების ან სხვა გაბარიტული ნივთების შენახვაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავტოსადგომზე გათვალისწინებულია ცალკე სივრცე ველოსიპედების პარკინგისთვის.

კომპლექსს სამივე მხრიდან მთა ესაზღვრება, რაც საოცარ მიკროკლიმატს ქმნის მოცემულ ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრთან სიახლოვის მიუხედავად, აქ ბუნების წიაღში ყოფნის განცდა იქმნება – საოცარი ჰაერი, სიჩუმე, ბუნების ხმები და სიმშვიდე. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის აქვეა ველო და სარბენი ბილიკი, რომელიც 15 წუთის სავალზე მყოფ კუს ტბას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის გამწვანებაზე და ლანდშაფტის დაგეგმარებაზე “ევროპლანტ ჯორჯია” ზრუნავს, რომელიც თითოეულ დეტალს მობინადრეების კომფორტის გადმოსახედიდან საზღვრავს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე, “ნამაი ვაკეს” კომპლექსი იდეალური საცხოვრებელია მათთვის, ვისაც ენერგიული ქალაქის ეპიცენტრში ყოფნა სურს და ამავდროულად ბუნებასთან სიახლოვესაც ვერ თმობს.

შპალერის ტრენდები, რომლებსაც 2022 წელს უნდა ველოდეთ

თანამედროვე ოჯახის სახლი ნიუ-იორკის შემოგარენში – ტამარა მეიგლის ნამუშევარი