in

“Arch.Lab”-ის დაპროექტებული სახლი ინდოეთში

Alliance Group
Alliance Group

ორი მაგისტრალის გასაყარზე მდებარე სახლი აშენებულია ნაკვეთზე, სადაც სახლები ერთმანეთზე მიჯრითაა განთავსებული. შესაბამისად, პროექტის ძირითადი ამოცანა მაცხოვრებლების კონფიდენციალურობისა და ქუჩის ფასადებიდან შემომავალი შუქის დაბალანსება იყო.

ამგვარი წყნარი და სიმშვიდის მომგვრელი გარემოს მისაღწევად, სახლი გარდამავალი სივრცული განლაგებითაა დაგეგმარებული. მისი იერი ხის ჩანართებიანი, მასიური გრანიტის კუბების კომპოზიციას წარმოადგენს. ეს ჩანართები შიდა ეზოსა და გარე ტერიტორიის გაყოფის გარდა, თბილ კონტრასტსაც ქმნის. ხის იაალების (jaalis) ინტროვერტული ორნამენტი რეზიდენციის დიზაინს ავსებს, ფასადებს თავისებურ ხასიათს აძლევს და სტრუქტურას ამსუბუქებს.

სახლის გეგმარება პატარა, „ნუკლეარული“ ოჯახის მოთხოვნილებების შესაბამისად განხორციელდა, რომელიც კერძო და კომპაქტური სახის ცხოვრებისკენ მიისწრაფვოდა. ოთახები ერთმანეთში გადაედინება, ისინი პირველ სართულზე, ხილული დაბრკოლებების გარეშე, ერთ ხაზზეა განლაგებული. ორივე სართულს ქვედა დონეზე განთავსებული ორდონიანი სასტუმრო ოთახი ვიზუალურად აერთიანებს.

გარე კედლის გასწვრივ მოწყობილი შიდა ეზო და დეტალურად დაგეგმილი სინათლის შემოსასვლელი ღიობები შიდა სივრცეში ბუნებრივ განათებასა და საცხოვრებელი სივრცეების ვენტილაციას უზრუნველყოფენ. შიდა ეზო სახლის ცენტრალური სივრცეა, ვინაიდან  ნაგებობის სხვა საცხოვრებელ ფართებთან კარგად არის დაკავშირებული. უშუალოდ ოთახებთან განთავსებული ტერასები ეზოში გადის და ზედა დონეებსა და შიდა ეზოს შორის კავშირს ამყარებს.

გარე განათებისა და სითბოს სივრცეში შემოღწევის ოპტიმიზირებისთვის, დიდი ღიობები ეზოსკენაა მიმართული, ხოლო მომცროები – გარე ფასადის გასწვრივ. ამგვარი წყობა გარემოსთან ვიზუალურ კავშირს უფრო ჰარმონიულს ხდის. სახლის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, გამოყენებულია შეზღუდული პალიტრის მასალა: ღია ბეტონი, თაბაშირი და ტიკის ხე.

ფოტოები: Purnesh Dev Nikhanj

ანთრომორფული ავეჯი ავანგარდული ინტერიერისთვის

Seletti – იტალიური ბრენდი, რომელმაც დიზაინში რევოლუცია მოახდინა