in

19 კომპანია თბილისში, რომლებიც ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ

ავეჯი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტერიერის დიზაინში. ადამიანები, რომლებსაც სურთ, შექმნან საკუთარი უნიკალური სტილი, იყენებენ ავეჯს არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვით, არამედ ესთეტიკური კუთხითაც. მართალია, თანამედროვე ქართულ ბაზარზე ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც კონკრეტული სივრცე არასტანდარტულ გადაწყვეტებს მოითხოვს, შესაბამისად, საჭირო ხდება ავეჯის ინდივიდუალური დაკვეთით დამზადება. ეს საკმაოდ მოსახერხებელი გზაა სასურველი დიზაინისა და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სტილის შესაქმნელად. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში ავეჯის საწარმოების საკმაოდ ფართო არჩევანი გვხვდება. ადგილობრივი კომპანიები მომხმარებლებს ნებისმიერი დიზაინ ჩანაფიქრის რეალიზებას სთავაზობენ. ამ ტიპის მომსახურების საფასურზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გასულ სტატიაში. დღეს კი იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებაში დაგეხმარებიან.

წუნდა

წუნდა საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ავეჯის საწარმოა, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მთავარ უპირატესობას უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები წარმოადგენს, რომელთა მეშვეობით საწარმო ნებისმიერი ტიპის ავეჯის შექმნას ახერხებს.

Furniture I am

Furniture I am მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხოვან, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და წამყვანი მწარმოებლების მიერ დამზადებულ ფურნიტურას; მოწინავე წარმოების ტექნოლოგიას; სოფლიო ბრენდების მიერ წარმოებულ ჩასაშენებელ ტექნიკას; პროფესიონალ დიზაინერებს და ტექნოლოგების გუნდს; ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან; მოდელების, მასალების და დიზაინერული გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას.

ბექაური არტი

ბექაური არტი ქმნის ნებისმიერი დიზაინის ავეჯს და ამისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს. კომპანია მუშაობს ინდივიდუალურ პროექტებზე და მომხმარებელს ნებისმიერი სტილისა და გემოვნების ავეჯის შექმნაში ეხმარება.

Woodstyle.ge

კომპანია Woodstyle.ge მომხმარებელს ნებისმიერი სირთულისა და სტილის ავეჯის დიზაინის შექმნას, შესრულებასა და მხარვტულ დამუშავებას სთავაზობს.

Bdesigne 

კომპანია Bdesigne-ს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავეჯის დამზადება ინდივიდუალური შეკვეთით. Bdesigne მომხმარებელს სთავაზობს, ნებისმიერი სირთულის და დიზაინის საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადებას, როგორც ფართომასშტაბიანი ასევე მცირე კერძო პროექტებისთვის.

შნო

კომპანია „შნოს“მ.დ.ფ.-ისა და მასიური ხის კარ-ფანჯარას, ავეჯსა და პროფილებს წარმოების 24 წლიანი გამოცდილება აქვს. „შნოს“ შოურუმში მომხმარებელს შეუძლია შექმნას უკვე არსებული დიზაინების მისთვის სასურველი კომბინაცია ან შეუკვეთოს ინდივიდუალური დიზაინი, მის ინტერიერზე მორგებული ყველა დეტალით.

ვუდსბრო ინტერიერი

კომპანია „ვუდსბრო ინტერიერი“ მომხმარებელს მისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, სასურველ ვადებში სთავაზობს. „ვუდსბრო ინტერიერში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, როგორც ინდივიდუალური დიზაინი, ასევე ისარგებლოთ კომპანიის კატალოგით.

ტოპ არტი

ავეჯის დიზაინზე და წარმოებაზე მუშაობას კომპანია „ტოპ არტი“, რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალურ შეკვეთებს ევროპული მასალებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ამზადებს.

TS ჯგუფი

ინდივიდუალური შეკვეტით ავეჯის დასამზადებლად TS ჯგუფსაც შეგიძლიათ მიმართოთ, კომპანია გამოირჩევა თანამედროვე სტილითა და დიზაინში ფერთა მრავალფეროვნებით.

გრანდი

კომპანია “გრანდი” გთავაზობთ ავეჯის ფართო არჩევანს, ნებისმიერი სტილის, ფერის, კონფიგურაციისა და დანიშნულების მიხედვით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ინდივიდუალური ესკიზით ან კატალოგის მიხედვით დამზადებულ პროდუქცია.

შპს კაი

შპს კაი ინდივიდუალური მიდგომებით, სურვილებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სასურველი ავეჯის დამზადებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის პრიორიტეტია, დაეხმაროს დამკვეთებს და სასურველი დიზაინის გათვალისწინებით დაგეგმონ ისეთი გარემო, სადაც თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იქნება განაწილებული.

WoodMetal- ხელთნაკეთი ავეჯი

ბუნებრივი თუ შედგენილი ხის და მეტალის სხვადასხვა ნაკეთობების, ავეჯის და დეკორაციის ინდივიდუალური შეკვეთა შეგიძლიათ WoodMetal-ში.

M Arts

კომპანია „M ARTS“-ში შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი სირთულის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯი, ინდივიდუალური შეკვეთით. აქ პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნის და ხელმისაწვდომობის მიხედვით იქმნება.

საამქრო

ავეჯის ინდივიდუალური დიზაინით შეკვეთა შესაძლებელია კომპანია „საამქროში“, სასურველი არჩევანის გასაკეთებლად  და მზა მოდელების სანახავად კომპანიას აქვს შოურუმებიც.

დურეალი

ავეჯის დამზადების კომპანია „დურეალი“  მომხმარებელს შიდა ინტერიერის სწორად შერჩევასა და მასზე მორგებული დიზაინის შექმნის დამზადებაში ეხმარება. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, თქვენთვის სასურველი, სახლისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ავეჯი.

ვუდსთოუნ ჯორჯია

„ვუდსთოუნ  ჯორჯიაში“, ნებისმიერი ტიპის  ავეჯის შეკვეთაა შესაძლებელი. კომპანია თანამშრომლობს ევროპაში ფურნიტურის მწარმოებლებთანაც, ამიტომ მომხმარებლებს ჰპირდებიან, რომ მასალის ფართო ასორტიმენტის მეშვეობით დაუმზადებენ ინდივიდუალური ზომისა თუ ფორმის ოპტიმალურ, მათზე მორგებულ ავეჯს.

ფუტურიუმი

კომპანია „ფუტურიუმი“ აწარმოებს ავეჯსა და ავეჯის აქსესუარებს ინდივიდუალური შეკვეთით. „ფუტურიუმის“ ტექნიკოსთა ჯგუფი უზრუნველყოფს მომსახურეობის სრულ სერვისს, აზომვიდან- მონტაჟის ჩათვლით.

ჰოუმა

ავეჯის ინდივიდუალრი შეკვეთა შეგიძლიათ მისცეთ კომპანია „ჰოუმას“ და დაამზადოთ სასურველი დიზაინი თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით.

კომო

კომპანია “კომო” ნებისმიერი ტიპის, სასურველი ფერისა და დიზაინის ავეჯის დამზადებას ჰპირდება საკუთარ მომხმარებელს.

ფულის დაზოგვის გზები ინტერიერის გაფორმებისას – ხრიკები დიზაინერებისგან

როგორ წარმოვაჩინოთ ინტერიერში შვილების ხელოვნება