in

ავეჯის მაღაზიები თბილისში – Homeis.ge-ს 10 რჩეული ვარიანტი

ახალი ბინის მოწყობა უამრავ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რთული ეტაპი სრულდება და ჯერი დეტალებზე დგება. როდესაც საქმე ავეჯს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა კოფმორტსა და ესთეტიკურობას შორის, ვინაიდან ავეჯს თანამედროვე ინტერიერის დიზაინში არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ ის დიზაინ ობიექტის როლსაც ასრულებს და გამორჩეული გარემოს შექმნაში გვეხმარება. Homeis.ge შეეცდება გაგიმარტივოთ ეს საქმე და შემოგთავაზოთ თბილისში მდებარე 10 მაღაზია, რომლებიც დაგეხმარებათ მოაწყოთ ბინა თქვენი გემოვნებისა და განწყობის მიხედვით.

MYSA 

MYSA Home თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის #6-ში მდებარე მაღაზიაა, რომელშიც წარმოდგენილია ავეჯი და სახლის დეკორის ნივთები. შოურუმში გვხვდება ისეთი მსხვილი კომპანიების პროდუქცია, როგორებიცაა HKLiving, Ikea, Bloomingville, &Klevering, Red Edition, Business & Pleasure, Zava და ა.შ.

Interiorismo

ინტერიორისმო დიდ დიღომში, მუხადგვერდის ქუჩაზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ესპანურ ავეჯს, სანათებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

TON

TON ჩეხური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. შოურუმი, რომელშიც  წარმოდგენილია გრეხილი ავეჯი ბინის, სასტუმროსა და კაფე-ბარებისათვის, მდებარეობს თბილისში, კეკელიძის 14 ნომერში.

JYSK Georgia

JYSK  მომხმარებელს სთავაზობს სკანდინავიური სტილის ავეჯს, აქსესუარებსა და სახლის დეკორს. კომპანია საქართველოში რამდენიმე ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის 4 შოურუმი გვხვდება თბილისში.

კარე

კარე მომხმარებელს გერმანულ ავეჯს, განათება და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილი მოდელები საკმაოდ გამორჩეული სტილით ხასიათდება და იდეალურია ექსტრავაგანტული ინტერიერის შესაქმნელად. მაღაზია მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის N 125-ში.

ლაბორატორია ჩემი სახლი

ლაბორატორია ჩემი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე. ეს არის საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ“-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტი, რომელიც ერთი სარკმლის პრინციპით სთავაზობს მომხმარებელს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს , მორგებულს სხვადასხვა ცხოვრების სტილზე. 10 000 კვ. მ-ის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. აქვე შესაძლებელია წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შოურუმის ნახვა.

მუდო კონცეფტი

მუდო კონცეფტი აგრეთვე “აი სი არ“-ის ჯგუფში შემავალი ავეჯის მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული სტილისა მქონე, გემოვნებიან ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს.

ფორუმი ახალი ნათებისგან

ფორუმი ახალი ნათებისგან არის 3500კვ.მ ფართობის მქონე შოურუმი, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ევროპული მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქცია (იტალია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია). მაღაზია მდებარეობს შემდეგ ბისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი #199

ვერონა 

ავეჯის სახლი “ვერონას” შოურუმი მოიცავს 3 სართულზე გაშლილ 6 000 კვ.მ საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია იტალიური ავეჯი, სამზარეულოები, სამზარეულოს ტექნიკა, სანათები, დეკორაციები და აქსესუარები. მაღაზიის მისამართია:  აღმაშენებლის ხეივანი 51

MOTIF 

MOTIF  წარმოადგენს მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც 1996 წელს დაარსდა საქართველოში და ის მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავეჯისა და დეკორის ელემენტებს სთავაზობს.

 

 

რემონტი ახალ კორპუსში – საიდან უნდა დავიწყოთ?

6 რჩევა ფულის დასაზოგად სამზარეულოს გაფორმებისას