in

26 ნოემბერს Dressup.ge-ზე – იშოპინგე ისე, როგორც შავ პარასკევს – 50%-იანი ფასდაკლება სახლის სრულ კოლექციაზე!

Dressup.ge საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ, მშვიდ და სასიამოვნო შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს. თუკი ხალხმრავლობისა და სტრესის გარეშე გსურთ საყვარელი ნივთების შეძენა, ეს სიახლე თქვენთვისაა: მხოლოდ 26 ნოემბერს, Dressup.ge-ზე სახლის კატეგორიის სრულ კოლექციაზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება!

მოამზადეთ სახლი ზამთრის დღესასწაულებისთვის ნახევარ ფასად

Dressup.ge-ს შეთავაზება საუკეთესო დროა ზამთრის დღესასწაულებისთვის მოსამზადებლად ან თქვენი საცხოვრებელი სივრცის სრულად გასაახლებლად. Dressup.ge-ს სახლის კატეგორია მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტისა და სილამაზისთვის დაგჭირდებათ.

50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის:

1. საახალწლო აქსესუარები

ამ კატეგორიაში იპოვით ყველაფერს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად: ნაძვის ხის მოსართავ აქსესუარებს, დეკორატიულ სანთლებს, განათებებსა და განსაკუთრებულ საახალწლო ჭურჭელს, რომელიც თქვენს სუფრას ელეგანტურობას შესძენს.

დეკორი და განათება

თქვენი ინტერიერის გასამდიდრებლად აქვე წარმოდგენილია:
დეკორი: ყველაფერი, დახვეწილი დეკორატიული ფიგურებიდან და ლარნაკებიდან, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ჰაერის არომატიზატორებამდე.
განათება: ელეგანტური ტორშერები, ჭაღები და მაგიდის სანათები, რომლებიც სახლში სითბოს შემოიტანს.

ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები

შეავსეთ თქვენი სამზარეულო ხარისხიანი ნივთებით:

ჭურჭელი: მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, დანა-ჩანგლები და სხვა ფუნქციური აქსესუარები.
სამზარეულოს ტექსტილი: წინსაფრები, ხელსახოცები და ჭიქის დასადებები.

ტექსტილი

განაახლეთ თქვენი სახლი რბილი და მყუდრო ტექსტილით: ხალიჩები, პირსახოცები, თეთრეული და დეკორატიული ბალიშები.

აქსესუარები დასვენებისა და მუშაობისვის
ეს კატეგორია იმ ნივთებს მოიცავს, რომლებიც სახლში გატარებულ დროს კიდევ უფრო საინტერესოსა და პროდუქტიულს გახდის:

სამაგიდო აქსესუარები: კომპასები, წიგნები და ბლოკნოტები.

ხოლო პროდუქტიულობის პარალელურად, მრავალფეროვანი განტვირთვაც თუ გსურთ:
სამაგიდო თამაშები: ფაზლები, ბანქო და სხვა გასართობი თამაშები.

არ გამოტოვოთ: მშვიდი შოპინგი Dressup.ge-ზე!
თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ შავი პარასკევის დღეებისთვის დამახასიათებელი სტრესი და მოასწროთ საახალწლო დეკორაციების ან სახლისთვის აუცილებელი სხვა ნივთების შეძენა ყველაზე ხელსაყრელ ფასად,Dressup.ge გთავაზობთ იდეალურ შესაძლებლობას.ეწვიეთ Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიას 26 ნოემბერს და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით სახლის სრულ კოლექციაზე.

[R]

რა განსხვავებაა პანელურსა და სექციურ გათბობის რადიატორებს შორის და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი