in

“ერთი ჩასვლით შეყვარება” – ბუკნარი: ლისი დეველოპმენტის ახალი საკურორტო უბნის საკომუნიკიაციო კამპანია

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ლისი დეველოპმენტი წარმოგიდგენთ ახალი საკურორტო უბნის – ბუკნარის საკომუნიკაციო კამპანიას, მთავარი გზავნილით: „ერთი ჩასვლით შეყვარება“.

ბუკნარი შავი ზღვის პირველ ზოლშია განთავსებული. ადგილი გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, სადაც ზღვის ნოტიო ჰაერი და სუბტროპიკული ტყეების ჟანგბადი ერთმანეთს ერწყმის, რაც მას იდეალურ დასასვენებელ და საცხოვრებელ ადგილად აქცევს. პროექტის დაგეგმვის დროს  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნების დაცვასა და სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაც კომპანია ლისი დეველოპმენტის 80/20 პრინციპის ფარგლებში ხორციელდება, 80% ეთმობა გამწვანებას და მხოლოდ 20%-ზე განთავსდება შენობები და დამატებითი ინფრასტრუქტურა.

სწორედ ეს გახდა კამპანიის მთავარი ინსპირაცია. სახალისო და სენტიმენტალურ ვიდეორგოლში, უტრირებულად ვხედავთ, თუ როგორ სათუთად და რამხელა სიყვარულით ეპყრობიან ბუნებას ბუკნარის მშენებლები. რადგან პროექტი მშენებლობის პროცესშია, ჯერ მხოლოდ მხოლოდ მათ აქვთ ბუკნარის მაგიურობით ტკბობის ფუფუნება. მშენებლები  ემოციურად მღერიან „To build a home”-ს, როგორც გზავნილს ბუკნარის მომავალი ბინადრებისთვის, ვისთვისაც აშენებენ სახლს ჯადოსნურ ტერიტორიაზე, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდება.

ახალი ქართული რივიერა

ბუკნარი აერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს კომპლექსს და პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ  აპარტამენტებს საჭირო ინფრასტრუქტურით- დახურული და ღია აუზი, სპა და სპორტული დარბაზი, რესტორნები, კომერციული ზონა,  ბიჩ-კლაბი, აკვაპარკი და პადელის მოედანი.

ბუკნარის საცხოვრებელი  ბლოკში აპარტამენტების კვადრატულობა იწყება 29 კვ.მ-დან  78 კვ.მ-მდე. მობინადრეებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ სხვადასხვა კონდიციის აპარტამენტები: თეთრი კარკასი, რემონტით და ჩაშენებული სამზარეულოთი, ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

მშენებლობა ბუნებასთან ჰარმონიაში

გარემოზე ზრუნვა ლისი დეველოპმენტისთვის პრიორიტეტულია არამარტო დაგეგმარების ეტაპზე, არამედ მშენებლობის პროცესშიც. კომპანიას სურს, რომ მშენებლობის პროცესიც კი ახლებური და განსხვავებული პრიზმიდან წარმოაჩინოს, სადაც ეკოლოგიური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ბუნებრივ გარემოს, უფრთხილდება მას და ზრუნავს მის ხელუხლებლად შენარჩუნებაზე. ეს მიდგომა ლისი დეველოპმენტის ფუნდამენტური ფილოსოფიის ნაწილია.

ლისი დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 15 წელია ლიდერობს და გამოირჩევა მწვანე ინოვაციური მიდგომების დანერგვით.

ახალ საკომუნიკაციო კამპანიის იდეასა და ვიდეორგოლზე მუშაობდნენ:

კრეატიული სააგენტო – სუპერმარკეტი

შემქმნელები- Q&A (გიორგი ქვლივიძე & ნიკუშა ანთაძე)

ექაუნთ ფლენერი – ვასკა ჩუბინიძე

დიზაინერი – ლუკა მოსიაშვილი

შემოქმედებითი ბორდი – ეკა ყიფიანი, სანდრო ციცქიშვილი, გიორგი ტაბატაძე

კლიენტი: ბუკნარი ლისი დეველოპმენტისგან

CMO: ელენე ზამთარაძე

მარკეტინგის მენეჯერი: თიკა ცირეკიძე

გადამღები კომპანია – ინდუსტრია

რეჟისორი – დიმა ჩხეიძე

დამდგმელი ოპერატორი – სანდრო დარახველიძე

დამდგმელი მხატვარი – დავით ჭყოიძე

ფროდაქშენის ჰედი – მაიკო გურაბანიძე

აღმასრულებელი პროდიუსერი –  სანდრო გაბილაია

პროდიუსერი – ქეთი კა

1st AD – გვანცა ჟუჟუნაშვილი

ფროდაქშენ კოორდინატორი/2nd AD – დავით წაქაძე

ფროდაქშენ მენეჯერი – ტატო ფანცულაია

ტრანსპორტ მენეჯერი – დავით ფერაძე

ტრანსპორტ მენეჯერი – დავით მაღლაკელიძე

ლოკაციის მენეჯერი – ზაზუ ჭიღლაძე

კასტინგის მენეჯერი – ელო ჩხეიძე

კასტინგის ასისტენტი – ნინუცა ჩიხლაძე

ფოტოგრაფი – ელენე შენგელია

კონტენტ ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი

სეტ მენეჯერი – კოკა ჩხაიძე

სეტ მენეჯერი ასისტენტები – საბა საღრიშვილი, ნიკო ჩხაიძე

სეტ დრესერი – ზაზა გოგორიშვილი

რეკვიზიტორი – ნიკუშა ლომიძე

ასისტენტები – ლუკა კუპრაძე, კახა ლომიძე, თენგო ლომიძე, თემო კუპრაძე

კოსტუმების მხატვარი – თიკა შენგელია

კოსტიმების მხატვრის ასისტენტი – მარიამ შენგელია

Make up: ლელა მემიაძე

სტედიკამის ოპერატორი – დავით ოდიშარია

სტედიკამის ოპერატორის ასისტენტი – ალექს ბედოშვილი

ფოკუს ფუკერი – ირაკლი დურუ ჟღენტი

1st ac – გურამ მოსიკაშვილი

ფლეიბექი / CR – ლევან ირემაძე

გაფერი – გიორგი გოგატიშვილი

გამნათებლები – გიორგი გოგბაიძე, ვაკო ლელუაშვილი, დავით სამხარაძე 

დრონი – ნოდო მჟავანაძე

მეორე ოპერატორი – ლუკა კახიძე

მძღოლები – ავთო უგულავა, ზაზა მაღალდაძე, გიორგი კრაწაშვილი, მამუკა განუგრავა, გია გულუაშვილი, ზუკა ბარბაქაძე, რამაზ დავითიანი, გიორგი კოჭლამაზაშვილი

პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი – ეკატერინე დავითაშვილი

ფერის კორექცია – მინდია ინასარიძე

საუნდ დიზაინი – Heima Production

ფექშოთი – ლუკა მოსიაშვილი

გრაფიკა – ანზორ ახობაძე

ქასთინგი:

არქიტექტორი: ჯეკ ჰაბელი

კლავიში – აკაკი პაპუნიდი

ვიოლინო – ირაკლი ჯანაშია

ვიოლინო – დავით  გურგენიძე

ჩელო – მარიკა წერეთელი

მშენებლები: გიორგი ფირცხელაიშვილი, ალექსანდრე ფუტკარაძე, ლაშა კონცელიძე, ანრი თავდგირიძე , დავით მაღლაკელიძე, კახა ანთაძე, დავით წერეთელი, მერი, ლაშა კიკვიძე, გიორგი სიჭინავა

მუსიკა: The Cinematic Orchestra – To Build A Home

[პარტნიორის კონტენტი]

PORCELANOSA – ხარისხისა და ინოვაციის საერთაშორისო ეტალონი

“Casa Ocal” – ევკალიპტის ხისგან აგებული სახლი ეკვადორის მთებში