in

რა თანხებთან არის დაკავშირებული კერძო სახლის მშენებლობა საქართველოში?

შეიძინეთ მიწის ნაკვეთი და არ იცით საიდან დაიწყოთ სახლის მშენებლობა? დღეს რაიმეს აშენება საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ ხანგრძლივი პროცესის შემსუბუქება გარკვეული ნაბიჯების წინასწარ დაგეგმვით არის შესაძლებელი.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ ყველაფერი მშენებლობის დასაწყებად და დაახლოებით რა თანხები უნდა გამოყოთ საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რომ ინდივიდუალური სახლის აშენებას გარკვეული წესები აქვს და უმჯობესია იცოდეთ, როდის არის უკეთესი მშენებლობის დაწყება. ნაკვეთზე სახლის ასაშენებლად საუკეთესო დრო წელიწადის ის ნაწილია, როდესაც შედარებით ნაკლებია ნალექიანობა და არის შედარებით მაღალი ტემპერატურა, რაც გათბობისთვის საჭირო ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.

საუკეთესო ვარიანტია მშენებლობის დაწყება გაზაფხულის ბოლოს, როცა მიწა უკვე დარბილდა და არც ძალიან ცხელა, თუმცა გაითვალისწინეთ რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასები შედარებით იზრდება, ამიტომ სჯობს მათი წინასწარ შეძენა.

რაც შეეხება ძირითად ხარჯებს, ეს თქვენს გემოვნებასა და მასალების ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გათვალისწინებითაც ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა.

სახლის პროექტი

მშენებლობის დაწყებამდე საჭიროა პროექტი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა მდგომარეობაში ან დაიქირაოთ არქიტექტორი, რომელიც პროექტს თქვენი გემოვნების გათვალისწინებით შეადგენს.

პროექტის ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე, არქიტექტურულ ფირმასა და თქვენს სურვილებზე, თუმცა კვადრატული მეტრის ღირებულება, საშუალოდ, დაახლოებით 20$-დან იწყება.

სამშენებლო მასალა

მასალის არჩევანი დიდწილად ადგილმდებარეობასა და კლიმატზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ნიადაგის ტიპი და მდგომარეობა.

თუმცა, არსებობს სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც მასალას თქვენ ნაცვლად შეარჩევენ და პროექტის მშენებლობას დაიწყებენ. საქართველოში არსებული ფასების დიაპაზონის გათვალისწინებით, ე.წ. “შავი კარკასის” ღირებულება კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 150$-დან იწყება, ხოლო “თეთრი კარკასის” შემთხვევაში – 250$-დან.

მშენებლობის დაწყებამდე თქვენ უნდა განსაზღვროთ ყველა საჭირო ხარჯი, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო ადგილის მომზადებას, მასალების ტრანსპორტირებას, მუშების ანაზღაურებას, ნებართვების მიღებას, ნაგვის გატანადა და სხვა საკითხებს. გარდა ამისა, ფასები დამოკიდებულია გზების სიახლოვესა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზეც.

რა თქმა უნდა, პროექტი შეიძლება იყოს სტანდარტული ან თქვენი ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებით. ცხადია, სტანდარტული სახლის დიზაინი შედარებით იაფი იქნება, ვიდრე ინდივიდუალურის.

ასევე დაგაინტერესებთ თემა: რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი სახლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოში?

7 არაბანალური ფერი სამზარეულოს ავეჯისთვის

ტრადიციული სახლი ლოს-ანჯელესში, რომელიც წყვილმა თანამედროვე აპარტამენტად აქცია