in

ვარჯიში სამსახურის შემდეგ – რატომ უნდა დაასრულოთ დღე ფიზიკური აქტივობით

სამუშაო დღის შემდეგ ბევრ ჩვენგანი დაღლილი და გამოფიტულია, შესაბამისად, სახლში წასვლას, ჭამასა და დივანზე წამოწოლას ამჯობინებს. არადა, ხშირად დაღლილობის შეგრძნება უმოძრაობითა და სტრესული გარემოთია გამოწვეული, რაც ოფისებში მომუშავე ადამიანების ყოველდღიურობაა. სწორედ ამიტომ უმჯობესია არა სახლში წასვლა და ისევ დივანზე ჯდომა, არამედ მოძრაობა.

რატომ უნდა ივარჯიშოთ სამსახურის შემდეგ?

ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის მოძრაობა აუცილებელია – ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კუნთები და შინაგანი ორგანოები უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ეს არამხოლოდ ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეულ დისკომფორტს, კუნთების დაჭიმულობასა და სიმძიმის შეგრძნებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოძრაობა მენტალური ჯანმრთელობისთვისაც. ბევრი ჩვენგანისთვის სამუშაო გარემო სტრესულია. შესაბამისად, დღის განმავლობაში ემოციურად დაძაბული ვართ, რისგან გათავისუფლებაშიც სახლში დივანზე წამოწოლა ვერ დაგვეხმარება. ამის საუკეთესო გზა ფიზიკური აქტივობაა. ვარჯიშის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს სტრესს.

რეგულარული ვარჯიში ასევე აძლიერებს კუნთებს, ზრდის გამძლეობას, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ამცირებს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, სიმსუქნე და მეორე ტიპის დიაბეტი. გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

„რეფორმა“ – ფიტნესდაბაზი თქვენ სახლთან და სამსახურთან ახლოს

იმისათვის, რომ საცობებში ბევრი დრო არ დაკარგოთ, სასურველია, სავარჯიშო დარბაზი თქვენს სახლთან ან სამსახურთან ახლოს იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისში, სადაც პიკის საათებში გადაადგილება კიდევ უფრო პრობლემურია. ლოკაციების შერჩევისას ფიტნესდარბაზების ქსელ „რეფორმას“ მიზანიც ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. სწორედ ამიტომ, მისი ფილიალები განთავსებულია დედაქალაქის ყველაზე დიდ და დატვირთულ უბნებში, როგორებიცაა გლდანი, საბურთალო, ორთაჭალა და დიდუბე. თქვენთვის მოსახერხებელი ლოკაციის არჩევასაც, დიდი ალბათობით, მარტივად შეძლებთ.

გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა, „რეფორმა“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურითაც. მისი ტრენაჟორების დარბაზი აღჭურვილია უახლესი და მრავალფეროვანი სავარჯიშო მოწყობილობებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ძალისმიერი, ისე კარდიო ვარჯიშების შესრულება.

„რეფორმაში“ ასევე ტარდება ჯგუფური გაკვეთილები, მათ შორის, იოგა, პილატესი, ზუმბა, აერობიკა, კრივი და სხვა. კლუბში გაწევრიანებით ნებისმიერ მათგანზე შეუზღუდავად შეგეძლებათ დასწრება, რაც დაგეხმარებათ ვარჯიშის პროცესის გამრავალფეროვნებასა და გადახალისებაში.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ძალისმიერ ვარჯიშებს ანიჭებთ უპირატესობას თუ უფრო მეტად კარდიო ვარჯიშები გხიბლავთ. მთავარი რეგულარული მოძრაობა და სიამოვნების მიღებაა. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული ლოკაცია „რეფორმაში“, ივარჯიშეთ სასიამოვნო გარემოში და აქციეთ სამსახურის შემდეგ ვარჯიში თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

[R]

ისტორიული სივრცის თანამედროვე ინტერპრეტაცია – რამდენიმე საინტერესო პროექტი საქართველოდან