in

Roomix – ჰარმონიული ცხოვრებისთვის შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი

ს. ცინცაძის 53 ნომერში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ბუტიკური სტილის ეს კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით ექნება წარმოდგენილი. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, ცენტრალურ უბანში ამ კორპუსს კომპანია roomix აშენებს, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით მრავალგზის გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული.

roomix-ის შექმნის იდეა ერთდროულად საქმიან და თან სამეგობრო წრეში გაჩნდა. დამფუძნებლები დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას უძრავი ქონების სფეროში. ეს გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მშენებლობა, ქონების მართვა და გაყიდვები. ერთმანეთში საუბრებმა და იდეების გაცვლამ ამჟამინდელი გუნდი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ყველა მათგანის წარმოდგენაში არსებობდა პროექტი, რომელზეც ისინი სიამოვნებით იმუშავებდნენ და სწორედ ამ იდეას დაერქვა roomix.

კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი, სალომე საყვარელიძე marketer-ის კითხვებს პასუხობს:

M: დღეს უძრავი ქონების მიმართულება საკმაოდ მაღალკონკურენტულია, რა არის თქვენი ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

ჩვენ გვსურდა მცხოვრებლებისთვის შეგვექმნა მაქსიმალურად კომფორტული სივრცე. „რუმიქსი” გამორჩეულია თავისი ფუნქციონალური მრავალფეროვნებით, მორგებული ინფრასტრუქტურით, დახვეწილი არქიტექტურითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რაც ერთობლიობაში ქმნის უნიკალურ პროექტს ქალაქის გულში.

M: როგორ დაიგეგმა ეს პროექტი, როდის სრულდება და რა ინოვაციებს იყენებს კომპანია მისი სრულყოფისთვის?

სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მესამე სართული უკვე გადაიხურა და მეოთხე სართულზე კოლონების ამოყვანა იწყება. მშენებლობას 2024 წლის ნოემბერში დავასრულებთ. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილი იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომით, თანამედროვე ლობით და სარეკრეაციო სივრცით. კომპლექსის მცხოვრები კონსიერჟის მომსახურების 24-საათიანი სერვისით ისარგებლებს. რაც შეეხება ბინებს, ჩვენთან თითოეული ბინის გეგმარება დიზაინერმა მარია შენჰლერმა დაამუშავა. „რუმიქსის“ ბინებში თითოეული სანტიმეტრი არის ფუნქციური და სასარგებლო. ჩვენ უმცირესი დეტალებიც კი გავთვალეთ და მობინადრეს რემონტის პროცესი საკმაოდ გაუმარტივდება, რადგან ბინას პრემიუმ, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ვაბარებთ.

M: ექნება თუ არა რეკრეაციული სივრცე კომპლექსს და როგორი იქნება ის?

„რუმიქსი“ ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოს, 5 წუთის სავალზე მდებარეობს, თუმცა ჩვენ მაინც გვსურდა, რომ მცხოვრებლებს განტვირთვისა და დასვენების სივრცე უფრო ახლოს ჰქონოდათ. ამისთვის დიდი ყურადღება დავუთმეთ სარეკრეაციო სივრცეს, სადაც ოჯახის როგორც პატარა, ასევე უფროსი წევრები თავს კომფორტულად იგრძნობენ. აქ დაგხვდებათ საბავშვო გასართობი მოედანი და სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცე, მოწყობილია სკამები, საცალფეხო ბილიკები და გამწვანება. შენობის შიდა ტერიტორია სრულიად შემოღობილი და დაცულია 24/7-ზე. ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, რა თქმა უნდა, „რუმიქსი“ უზრუნველყოფს.

M: ვინ მუშაობს პროექტის არქიტექტურაზე და როგორ იქმნება roomix?

რუმიქსის არქიტექტურაზე არქიტექტურულმა ბიურომ, AB5-მა და არქიტექტორმა, ლაშა  ლოსაბერიძემ იზრუნეს. აქ არის გამტარი პირველი სართული, სადაც პროექტით განთავსებულია საცხოვრებელი ბლოკის ლობი, საოფისე ბლოკის ჰოლი და კომერციული სივრცე, ასევე მწვანე ღია სივრცეები. ყველა, ვინც მუშაობს და სტუმრობს შენობას, სარგებლობს მოსასვენებელი სივრცეებით, რომელიც არა მხოლოდ შიდა ეზოშია, არამედ მეორე და მესამე სართულებზეც. საოფისე სართულებს აქვს დიდი სივრცეები, რაც მოქნილი განლაგების საშუალებას იძლევა, ასევე შენობაში საცხოვრებელი აპარტამენტების დიდი არჩევანია, როგორც ს. ცინცაძის ქუჩის მხარეს, ასევე გამწვანებული მყუდრო ეზოს მხარეს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის კომფორტის მაღალი დონე ქმნის ერთიანობის, მდგრადობის კონცეფციის საფუძველს.

ფასადი წარმოადგენს ანოდირებული ალუმინის პროფილებზე შეკიდულ, თხელ მოსაპირკეთებელ ქვას LAMINAM-ს და ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟების სინთეზს, რაც განსაკუთრებულ ვიზუალს ქმნის, რითაც გამორჩეული იქნება რუმიქსი.

Roomix-ში ბინის შეძენა უკვე შესაძლებელია და კომპანია შეღავათებსაც გთავაზობთ. მომავალ მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ისე კომპანიის პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით. ამასთან, 28-30 აპრილს უძრავი ქონების კვირეული ჩატარდება, რომელზეც დაინტერესებულ პირებს საინტერესო შეთავაზებები ელოდებათ.

[R]

თანამედროვე ბინა ფალიაშვილზე -TIMM Architecture-ის ნამუშევარი

გამორჩეული არქიტექტორული ნაგებობები საქართველოში – “ალიანს ჰაილაინი”