in

10 სასაჩუქრე იდეა სიყვარულის დღისთვის Homeis.ge-გან

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დღე სიყვარულისაა, ამ დღესასწაულის ერთი კონკრეტული თარიღის მინიჭება არც ისე ცუდი იდეაა. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რა აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანს 14 თებერვალს, არაფერია სანერვიულო, ვინაიდან როგორც ყოველთვის, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ ამ ყველაფერზე და მოგიმზადეთ მზა იდეები ჩვენი რჩეული მაღაზიებიდან:

1. რუსუდან ფეტვიაშვილისა და Villeroy & Bochის კოლაბორაციით შექმნილ ლიმიტირებულ თეფში “სიყვარული”

რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ სიყვარულის თემაზე შექმნილი გასაოცარი ნამუშევარი ნამდვილად გამორჩეული საჩუქარია თქვენი მეორე ნახევრისთვის. ეს არის უმაღლესი ხარისხის ფაიფურზე შექმნილი ნაკეთობა, რომელიც მსოფლიოში სულ 500 ცალია.

2. Ferm Living-ის ცქრიალა ღვინის ჭიქები Sense ConcepT Store-დან

ეს დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ჭურჭელი იდეალური არჩევანია რომანტიკული საღამოს აღსანიშნავად.

3. Mood.o store-ის მაგიდის გადასაფარებელი

სუფრა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი შირვანის გერბები ამშვენებს, უნაზეს ვარდისფერ-წითელ ტონებშია გადაწყვეტილი და ის საკმაოდ ორიგინალური საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის.

4. Falcon Enamelware-ის ჩაიდანი ორი ჭიქით Kitchen and Living by Gastronome-დან

ბრიტანული ბრენდის ეს ულამაზესი კომპლექტი ნამდვილად კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ესთეტიკური კუთხით, არამედ ემოციური დატვირთვის მიხედვითაც. რა ჯობია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხელი სასმელის მირთმევას?!

5. გულის ფორმის სარკე Why not gallery-დან

ეს დეკორატიული ნივთი საკმაოდ ფუნქციურიც არის. ამასთანავე, მასში იგრძნობა ის რომანტიკული განწყობა, რაც სიყვარულის დღეს ახლავს თან. და რაც მთავარია, საჩუქრის ადრესატი ყოველ სარკეში ჩახედვაზე თქვენზე იფიქრებს.

6. ორიგინალური საყვავილე Ambience-გან

თუ თქვენი პარტნიორისთვის არაორდინალურ ნივთს ეძებთ, სახლის ეს დეკორი ძალიან კარგი არჩევანია, ვინაიდან ის ნამდვილად არ არის ბანალური და აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს ადრესატზე

7. დახვეწილი თეთრეულის ნაკრები Coin casa-სგან

მაღალი ხარისხის ლამაზი თეთრეული კიდევ ერთი გზაა თქვენს საყვარელ ადამიანს თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ.

8. Royal Garden-ის სურნელოვანი პროდუქცია Zara Home-გან

არომატიზატორებისა და დიფუზორების შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ამ მხრივ ადამიანების გემოვნება საკმაოდ განსხვავებულია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ თქვენს მეორე ნახევარს, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ მისი მოსაწონი სურნელის შერჩევა, რომელიც ყოველთვის თქვენს თავს გაახსენებს

9. “საინის” ასო-ნიშნის ორნამენტი

ეს მართლაც უნიკალური სასაჩუქრე იდეაა მათთვის, ვისაც ემოციური დატვირთვის მქონე ნივთის შერჩევა სურს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ “საინის” მიერ შესრულებული ხელნაკეთი კერამიკული ფილები, რომლებზეც თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის სახელების ინიციალები იქნება დატანილი

10. ხელოვნების ნიმუშები გალერეა პიქტორისგან

გალერეა პიქტორში თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ესკიზებისა და ჩანახატების ფართო არჩევანი გვხვდება. ამ ტიპის საჩუქარი საკმაოდ ორიგინალური ხერხია თქვენი პარტნიორის გასახარებლად.

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა

ბუნებასთან შერწყმული სახლი ვაშინგტონში