in

ბუნებასთან შერწყმული სახლი ვაშინგტონში

Alliance Group
Alliance Group

„Yo-Ju Courtyard House“-ს სახლი სიეტლის არქიტექტურული კომპანია “Wittman Estes“-ის მიერ არის დაპროექტებული. “Yo-Ju Courtyard House“ ჩინური ენის მანდარინულ დიალექტზე განცალკევებით ცხოვრებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, სიმყუდროვეს მაინც ინარჩუნებს. ვიტმან ესტესს ამ პროექტში არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ლანდშაფტის არქიტექტურა ეკუთვნის.

რა მოსდის სააგარაკე სახლს, როდესაც ქალაქში სიმჭიდროვე იზრდება და განმარტოვება სულ უფრო იშვიათი სიამოვნებაა? ის შიგნით, მისი ცენტრისკენ ყურებას იწყებს. რამდენიმე კიბის შემდეგ, შუაგულისკენ სახლი გამჭვირვალე ხდება.

ეს სახლი სამ ბავშვიანი აქტიური ოჯახისთვისაა. არქიტექტორებმა მომავალი სიმჭიდროვის, საცობების ზრდის, ხმაურის მომატებისა და ბუნებრივი მცენარეების შემცირების საშიშროება სახლის შიგნით ყურების უნარით დააბალანსეს. ის ეზოსა და ბაღის თანაარსებობის  ჩინური ტრადიციების მიხედვით არის აგებული.

320 კვ.მ ფართის სახლი სამი ელემენტისგან შედგება: ქუჩისგან განცალკევებული შემოსასვლელი ეზო,  ქუჩის მხარეს გაუმჭვირვალე, ხოლო ეზოს მხარეს გამჭვირვალე ფასადებისგან შემდგარი მოცულობა და ბაღიანი ეზო, სადაც ბავშვები თავისუფლად თამაშობენ.

სახლი ბუნებასთან ჰარმონიულად თანაარსებობს. შემოსასვლელი ეზო, ქუჩისა და სახლის ინტერიერის დამაკავშირებლის როლს ასრულებს. შავ ლაქებიანი კედრის ღობე კი შემდეგ ზონაში მორიგი გადასვლის მანიშნებელია, სტუმარს ბალახში დაგებული ბეტონის ბილიკი იაპონურ ნეკერჩხლებს შორის მიაცილებს. მოყუჩებული ბაღის პატარა ეზოს, სამზარეულოს მუხის კარებს, ბეტონის იატაკსა და  გასაშლელი კარების მიღმა სტუმარს ქალაქის არსებობა ავიწყდება.

დიდი სივრცეების ილუზიის შექმნისას, სახლს იმის მესამედი ფართი დასჭირდა ვიდრე იგეგმებოდა. „აქ ჩინური პეიზაჟური მხატვრობის „ატმოსფერული პერსპექტივების“ ტექნიკა გამოიყენება, რომელიც ვიზუალურად რეალურთა შედარებით უფრო დიდი სივრცეების შექმნისთვის გამოიყენება. თვალი ჯერ მუხის კიბეების დონეს, შემდეგ გასაშლელ კარს და ბოლოს შიდა ბაღიან ეზოს აფიქსირებს“ – აღნიშნავს უიტმანი.

ეს სივრცული ეფექტიანობა ქალაქგარე სახლის ახალი მოდელირების ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც სახლის ასაშენებელ ფართსა და ენერგიის მოხმარებას ამცირებს, ამავე დროს სიმწვანეების, სიმყუდროვის და ბუნებასთან ურთიერთობის ხარისხს ზრდის.

„სახლში ორი ძირითადი პროგრამული ზონა გამოიყენება, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ეს მიდგომა ბაღების პროექტირების ძველი ჩინური პრინციპებიდან მოდის. საერთო სივრცეები სახლის ცენტრში იხსნება, კერძო კი სახლის წინა მხარეს, ორ დონეზეა მოთავსებული.

პრივატულ ზონებში დაფარული ზედა სართული სამი ბავშვის ხელსაქმისა და სასწავლო სივრცის ირგვლივაა განლაგებული. საერთო ოთახებში სახლის პატარა მისაღები და სამზარეულოა, შემდეგ ძირითადი მისაღები და სასადილო ოთახი იშლება.

ეს საზოგადო ზონები ბაღიანი ეზოს ირგვლივაა მოთავსებული, რომლებსაც კუთხური კარები აერთიანებს. შიდა ეზოებზე ორიენტირებული დიზაინის, გარდამავალი პროგრამული სივრცეების და ორიგინალური ხედვის წყალობით, „Yo-Ju Courtyard House“ ინდივიდუალური საცხოვრებლის ახალი მოდელის შექმნას ცდილობს.

10 სასაჩუქრე იდეა სიყვარულის დღისთვის Homeis.ge-გან

მშრალ კედლებში დაფარული ნამდვილი არქიტექტურა – ინტერვიუ ლევან კალანდარიშვილთან