in

5 მთავარი შეცდომა, რომელსაც შემოსასვლელი სივრცის მოწყობის დროს ვუშვებთ

სახლში შემოსასვლელი სივრცის ზომას ყოველთვის ჩვენი სურვილების მიხედვით ვერ ვირჩევთ, რის გამოც იძულებულები ვართ, სასურველი ეფექტი ფერების, ნივთებისა და ავეჯის დახმარებით მივიღოთ.

სასურველია, რომ სახლის ეს ნაწილი არ იყოს ძალიან ვიწრო და მჭიდრო, ის უნდა ქმნიდეს სითბოს შეგრძნებას და სხვა ოთახებში გადაადგილების სურვილს გვიჩენდეს. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ, რომ შემოსასვლელი ნათელ ფერებში მოვაწყოთ, თუმცა არაა აუცილებელი, თითოეული ნივთი მოწესრიგებულად დავაწყოთ, რადგან ცოტაოდენი ქაოსი ამ ადგილს საინტერესო და გამორჩეულ ხიბლს მისცემს.

დღეს სწორედ იმ 5 მთავარი შეცდომის შესახებ გიამბობთ, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ შემოსასვლელი სივრცის მოწყობის პროცესში.

სახლის ეს ნაწილი ზედმეტად არის გადატვირთული

როგორც აღვნიშნეთ, ცოტაოდენი ქაოსი საინტერესოც კი არის, თუმცა ისედაც მცირე ზომის სივრცეში არეულობა ძალიან არაესთეტიკურია. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად იდეალური გზაა პატარა კარადების, უჯრების ან თაროების შეძენა, სადაც თქვენთვის სასურველი ნივთების, ფეხსაცმლისა თუ ქსოვილების განაწილებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.

ბევრ სახლს შემოსასვლელი საერთოდ არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, იმუშაოთ იმაზე, რომ ასეთი ფუფუნება არ დაკარგოთ და ცარიელი ადგილები მაქსიმალურად გამოიყენოთ. მოერიდეთ ვიწრო ადგილებში ბევრი ნივთის შენახვას, შეეცადეთ დარწმუნდეთ რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ადგილი აქვს გამოყოფილი და აირჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მაქსიმალურად მოერგება დერეფნის პროპორციებს.

არ ითვალისწინებთ მინიმალისტურ მიდგომებს

ამგვარი მიდგომა შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. ერთი ფერის ქსოვილების არჩევა, ფერების დაბალანსება და მსგავსი ტონალობების ნივთების შერჩევა შემოსასვლელს ჰარმონიულ ხასიათს შესძენს. დიზაინერები ამ ნაწილში ჩაშენებული კარადების გამოყენებას გვირჩევენ, თუმცა, სხვა ნივთების მსგავსად, სასურველია მათი ფერებიც ერთმანეთს და სახლის სხვა დანარჩენ ოთახებს შეუხამოთ.

ფერადი აქცენტების დასამატებლად შეგიძლიათ კედლის ნახატებისა და პოსტერების გამოყენება, ამ გზით სივრცე ვიზუალურად გაფართოვდება. ამას გარდა, ფუნქციური და ლამაზი სივრცის შესაქმნელად იდეალური გზაა გლუვი ზედაპირების გამოყენებაც ან მთელი დერეფნის კედლების ერთგვაროვან ფერში შეღებვა.

არ გაქვთ საკმარისი განათება

ბუნებრივი განათება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იატაკის სანათები ან ჭაღი. სტრატეგიულად განთავსებულ შუქს შეუძლია თქვენი შემოსასვლელის გეგმარირება სრულად შეცვალოს. არასაკმარისი განათება აუცილებლად გამოიწვევს სივრცის ვიზუალურად შემცირებას.

იმ შემთხვევაში თუ ამ ადგილს მზის ბუნებრივი სხივები არ ხვდება, შეგიძლიათ თბილი ნათება გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ სანათმა ხაზი უნდა გაუსვას სივრცის შეგრძნებას, რისთვისაც კარგი იქნება ბუნებრივი მასალით შექმნილი პროდუქტის შეძენა, როგორიცაა მაგალითად, ხე.

ერიდებით მუქი და მკვეთრი ფერების გამოყენებას

როდესაც საქმე პატარა სივრცეს ეხება, მუქი ფერები შეიძლება წარმოუდგენლად მიმზიდველი აღმოჩნდეს. მათ შეუძლიათ მდიდრული და ელეგანტური ჩრდილების შექმნა და ინტერიერის დახვეწა. როდესაც ადამიანები მცირე შემოსასვლელის მოწყობას ცდილობენ, ისინი არჩევანს უფრო მეტად ნათელ ფერებზე აკეთებენ, თუმცა დიზაინერები უკვე წლებია გვირჩევენ, რომ ასეთი სივრცეებისთვის უფრო მუქი და მკვეთრი ტონალობები შევარჩიოთ.

ნათელი ფერების გამოყენებამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი იქონიოს და უფრო მეტად გაუსვას ხაზი ბუნებრივი სინათლისა და სივრცის არარსებობას ან ნაკლებობას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიწიერი ფერების გამოყენება ან ხის მასალების დამატება. ამას გარდა, ისეთი ფერები, როგორიცაა, მაგალითად, მუქი ლურჯი, აფართოებს სივრცეს და გამოკვეთს სიღრმისეულ, ინტენსიურ ტონებს.

არ იყენებთ სარკეებს

სარკე არა მხოლოდ სახლიდან გასვლამდე საკუთარი თავის შემოწმებისთვის არის კარგი, არამედ ქმნის სივრცის ილუზიასაც. ის შესანიშნავი გამოსავალია მაშინ, როდესაც გვაქვს მცირე ზომის შემოსავლელი და გვსურს რომ მუქი ფერების ნაცვლად, ღია და სადა ტონალობები გამოვიყენოთ.

სარკე და განათება ერთმანეთთან ძალიან კარგად ურთიერთქმედებს, შედეგად კი ძალიან საინტერესო, დახვეწილი და გამორჩეული შემოსასვლელი იქმნება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი ზომის სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია, ის არ უნდა იყოს არც ძალიან მცირე ზომის და არც ძალიან დიდი, რათა ინტერიერის გადატვირთვის მიზეზი არ გახდეს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

პირველი ბრენდული რეზიდენცია თბილისში – ალიანს ჯგუფს, Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ღია გეგმარირების მქონე მყუდრო ბინა სტოკჰოლმში