in

15 ზღაპრული სახლი რეალურ სამყაროში

Alliance Group
Alliance Group

ბევრი არქიტექტურული ელემენტი, რომელსაც ზღაპრებში აღწერილ სახლებს ვუკავშირებთ — ჩალის სახურავები, ბუნებრივი ქვის ფასადები, ან ასიმეტრიული მანსარდის სარკმლები და ფანჯრები — ახალი სულაც არ არის. სინამდვილეში, ისინი საკმაოდ ძველია და ბევრი მათგანი XVIII ან XIX საუკუნით თარიღდება. ცნობილია, რომ ანიმატორები და ილუსტრატორები ისტორიულ არქიტექტურას იყენებენ და ხშირად ამატებენ მას ფანტასტიკურ ელემენტებს, რათა გამოსახულებებს მეტი ჯადოსნობა შესძინონ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფიფქიას სახლმა შეიძლება ინგლისური აგარაკი მოგაგონოთ.

თუმცა, 1920-იანი წლების დასაწყისში რაღაც უჩვეულო მოხდა. არქიტექტორებმა, განსაკუთრებით კალიფორნიასა და ინგლისში, ზღაპრებში აღწერილი სახლების მსგავსი საცხოვრებლების დაპროექტება დაიწყეს. ნელ-ნელა ამ სტილის სახლებს შესაფერისი სახელწოდებაც მიენიჭა — ზღაპრული სახლები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არქიტექტურა არც ისე გავრცელებულია, ამ სტილის სახლები მაინც შეგიძლიათ ნახოთ მთელ მსოფლიოში. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზეზე ნახავთ სახლებს, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს პირდაპირ თქვენი საყვარელი ზღაპრიდან რეალობაში გაჩნდა.

უორვიკშირი, ინგლისი

ეს 12 საძინებლის მქონე ფერმის სახლი უილიამ შექსპირის მეუღლის — ენ ჰეთევეის ბავშვობის საცხოვრებელია. 500 წელზე მეტი ხნის წინ აშენებულ კოტეჯს დღემდე თავდაპირველი ავეჯი ამშვენებს.

ბევერლი ჰილსი, კალიფორნია

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლს ტექნიკურად Spadena House ჰქვია, მისი არაფორმალური სახელი — Witch House (ჯადოქრის სახლი) — უფრო შესაფერისია. სახლი ჰოლივუდის სამხატვრო დირექტორმა — ჰარი ოლივერმა დააპროექტა.

მატამატა, ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში, ბეჭდების მბრძანებლის გადასაღებ მოედანზე, სტუმრებს შეუძლიათ გაიარონ ექსკურსია გამოგონილ ქალაქ „შაირში“, რათა ჰობიტების სახლებს პირადად ესტუმრონ.

კალვერ სიტი, კალიფორნია

ეს სახლი დაპროექტებულია დისნეის სტუდიის ყოფილი მხატვრის — ლოურენს ჯოზეფის მიერ და მდებარეობს კალვერ სიტიში, რომელიც ლოს-ანჯელესის ჰობიტების სახლებით არის ცნობილი.

კაპადოკია, თურქეთი

ეს საუცხოო ფორმის სტრუქტურები კაპადოკიაში ლანდშაფტის საკულტო ნაწილს წარმოადგენს. ვულკანური ფერფლისგან წარმოქმნილი კონუსური ქანები უძველესმა ცივილიზაციებმა ხელებით მოაჩუქურთმეს, რათა სახლები, ეკლესიები და სხვა სტრუქტურები შეექმნათ.

სივასი, თურქეთი

სახლების ეს კოლექცია სივასში ჰობიტების სახლებით არის შთაგონებული. ფილმის მსგავსად, რეალობაშიც, სახლები აგებულია ბორცვებში და პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ვილსტერენი, ნიდერლანდები

ნიდერლანდებში მდებარე ამ მომხიბლავი კოტეჯისთვის ჩალის სახურავი და გემოვნებით გაზრდილი ვაზი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ის ნამდვილ ზღაპრულ სახლად ქცეულიყო.

ალმერე, ნიდერლანდები

ჰოლანდიური საბავშვო სატელევიზიო გადაცემის — Het Klokhuis-ის 20 წლის იუბილეზე ბავშვებს სთხოვეს შეექმნათ თავიანთი ოცნების სახლის რეალური ვერსია. ჰოლანდიაში მდებარე ვარდისფერი ტორტის მსგავსი სახლი მიმაგრებული სასრიალოთი სპეციალურად ბავშვებისთვის ჩატარებულ უამრავ აქტივობასა და ღონისძიებას მასპინძლობს.

ჰალბერშტადტი, გერმანია

ლანგენშტეინის გამოქვაბულის სახელწოდებით ცნობილი ეს სახლები 1855-1858 წლებში ქვიშაქვის კედლებში ხელით გამოკვეთეს. ათი ერთოჯახიანი სახლიდან ხუთის ნახვა დღესაც შეგიძლიათ.

ტორონტო

რეალურად, ეს სახლი არ არის, მაგრამ ტორონტოში მდებარე 6 მეტრის სიმაღლის სოკოს ფორმის სტრუქტურა ისე გამოიყურება, თითქოს ის ზღაპრული გმირის თავშესაფარია. ნაგებობა რეალურად მხატვრის — ქეთი ბეთუნ-ლემენის სტუდიას წარმოადგენს.

კემბრიჯშირი, ინგლისი

ყვითელი კარი და ფანჯრები, ჩალის სახურავი და დახრილი სტრუქტურა ამ სახლს გარკვეულ მომხიბვლელობას მატებს. Canary Cottage-ის სახელით ცნობილი შენობა, სავარაუდოდ, 1750 წელს აშენდა.

შარლევოი, მიჩიგანი

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული არქიტექტორი, მიჩიგანის მკვიდრმა — ერლ იანგმა დააპროექტა დაახლოებით 30 სახლი შარლევოიში, ქალაქში, რომელიც მიჩიგანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. მის თითქმის ყველა ნამუშევარს შეიძლება ზღაპრული სახლის წოდება მივანიჭოთ.

ბუტბეი, მეინი

დევიდ ლიმ, არქიტექტორმა ბუტბეიდან თავისი პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილი ზღაპრული სახლების დაპროექტებაში გაატარა. ქვემოთ ფოტოზე ნაჩვენები სახლი ერთ-ერთი მათგანია.

ვინტერტური, დელავერი

ვინტერტურის მუზეუმი, ბაღი და ბიბლიოთეკა წარმოადგენს ისტორიულ ადგილს, სადაც ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაა განთავსებული. სტუმრებს შეუძლიათ აქ იპოვონ ზღაპრული კოტეჯებისა და სტრუქტურების კოლექცია, მათ შორის ქვისა და ჩალის სახურავებით.

ჰილსბორო, კალიფორნია

სან-ფრანცისკოს მდიდარ გარეუბანში მდებარე ეს ფერადი ამების მსგავსი სახლი შთაგონებულია ამერიკული ანიმაციური სითკომით — The Flintstones-ით. გარეთ სტუმრებს დინოზავრები და სატელევიზიო შოუთი ინსპირირებული სხვა დეკორაციები ხვდება. პრეისტორიული ოჯახით შთაგონების მიუხედავად, სახლი მაინც ზღაპრულად გამოიყურება.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რა არის კარგი დიზაინი? – დიტერ რამსის 10 პრინციპი

ზღაპრული ბავშვობითა და ჯადოსნური ფანტაზიით შთაგონებული შემოქმედება – ინტერვიუ თამაზ გოგოლაძესთან