in

ერთ-სართულიანი სახლი ბუნებაში – beef architekti-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, სლოვაკეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 296 კვადრატული მეტრია. პროექტზე მუშაობა 2021 წელს დასრულდა. შენობის მთავარ ხიბლს ქმნის დახვეწილი კავშირი შიდა სივრცესა და დიდ ბაღს შორის. ღია საცხოვრებელი ლანდშაფტი სავსეა ბუფერული ზონებითაც, რაც შენობას ვიზუალურად აფართოებს.

ჩამწკრივებული კედლები და შუშის ელემენტები ქმნის კომპოზიციას, რომელიც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს და მყუდროს ხდის. ნახაზის შედგენის პროცესში გათვალისწინებულია პირადი სივრცეების აუცილებლობა. გაფართოებული გარე სტრუქტურები ორიდან ხუთ მეტრამდე ტერიტორიას იკავებს. ექსტერიერში ეს ნაწილი კვადრატის მსგავს ზონებს ქმნის, რაც შესანიშნავია ზაფხულის ცხელ ამინდში, როდესაც ბაღში დასვენება მზის სხივების რაოდენობის გამო შეუძლებელია.

ზაფხულის თვეებში ძირითადად ტერასების დაჩრდილული ნაწილები გამოიყენება. გაფართოებული გარე ფილები აგებულია ფოლადის კონსტრუქციების მსგავსად და უზრუნველყოფს ჩრდილსა და სინათლეს ინტერიერის დიზაინში. გარე ფასადს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩაღრმავებული მინის ჩარჩოები და ცემენტის მოპირკეთება, ხოლო სიმწვანით მდიდარი სახურავი პროექტს ბუნებრივ აქცენტებს მატებს.

არქიტექტორების განზრახვა იყო, შეექმნათ სივრცითი ჩარჩო უწყვეტი ვიზუალური ღერძით, რომელიც საცხოვრებელსა და ბაღს შორის კავშირს უზრუნველყოფდა. ცალკე სივრცე გამოიყო ავტოფარეხისთვისაც, რომელიც ჭკვიანურად უკავშირდება შესასვლელს. ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ სახლში არ იგრძნობა მკვეთრი გადასვლები და შენარჩუნებულია სასიამოვნო კავშირი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის.

 

ინტერიერის დიზაინი ხაზს უსვამს სახლის სივრცულ თვისებებს. მრავლად ვხვდებით სხვადასხვა ტექსტურასა და ბუნებრივ მასალას. კედლები საკმაოდ სქელია, ავეჯი კი ძირითადად ჩაშენებული. გლუვი ზედაპირები პერიოდულად იცვლება ტექსტურირებული დეტალებით, რაც დახვეწილ კონტრასტს ქმნის.

არქიტექტურული სტუდიისთვის პრიორიტეტი იყო მასალის ბუნებრივი ფორმით გამოყენება. სახლი გამოირჩევა მისი ელეგანტური სტრუქტურით, უხვი ბუნებრივი განათებითა და ეკოლოგიურად სუფთა დეტალებით.

არქიტექტურული სტუდია: beef architekti

ფოტოები: Matej Hakár

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

Salone del Mobile Italiano – საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა მილანში

გასული წლის ყველაზე პოპულარული პროექტები – Homeis.ge-ს მკითხველთა 5 რჩეული ინტერიერი