in

სახლები თბილისთან ახლოს – 6 საინტერესო პროექტი საქართველოდან

ქალაქგარეთ მდებარე სახლები დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალური არჩევანია. საქართველოში ბოლო პერიოდში არა ერთ საინტერესო პროექტს ვხვდებით. თითოეული მათგანი უნიკალური არქიტექტურული სტილითა და გეგმარირებით გამოირჩევა, ხოლო ბუნებასთან ურთიერთობითა და მრავალფეროვანი რელიეფის მაქსიმალურად ათვისების შედეგად, ყოველი სახლი დამახასიათებელ ხასიათს და ინდივიდუალურ განწყობას ატარებს.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე გამორჩეულ პროექტს გაგიზიარებთ, რომლებიც არა მხოლოდ ქალაქგარეთ არსებული სახლებისა თუ აგარაკების სილამაზესა და კომფორტულობაში დაგარწმუნებთ, არამედ შესაძლოა, თქვენთვის შთაგონების წყაროდაც კი იქცეს.

ტერაკოტისფერი სახლი წავკისში

არქიტექტორების სურვილი ისეთი სახლის დაპროექტება იყო, რომელსაც სამხრეთიდან უხვად მოეფინებოდა მზის სხივები, ხოლო პროექტის შედგენის პროცესში მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში საკმაოდ მთაგორიანი რელიეფი გვაქვს. საბოლოო ჯამში, 350 კვადრატული მეტრი სახლი პავილიონი აშენდა, რომელიც უჩვეულო, ტერაკოტისფერი ექსტერიერითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

საცხოვრებელი სახლი თვალადში

ეს სახლი კასპის რაიონში, სოფელ თვალადში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 700 მ2-ია. ობიექტზე მუშაობის მთავარი ამოცანა გულისხმობდა ისეთი საცხოვრებელი სივრცის დაპროექტებას, რომელიც  არსებულ გარემოსა და ლანდშაფტს ორგანულად შეერწყმებოდა. საბოლოოდ, აქცენტები ბუნებრივ მასალასა და ფერებზე გაკეთდა, ამის ხარჯზე კი შეიქმნა ძალიან მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი, რომელიც ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი წავკისში

ამ სახლის საცხოვრებელი ფართი 250 მ2-ს შეადგენს, ეზო კი 700 მ2-ია. მისი მეპატრონის მთავარი სურვილი იყო სახლი ქალაქის ჩქარი, ქაოსური ტემპისგან შორს აშენებულიყო, თუმცა თბილისთან კავშირიც არ უნდა დაკარგულიყო. შედეგად, საკმაოდ ნათელი და საინტერესო პროექტი შეიქმნა, რომელიც ორ ნაწილად დაიყო, დიდი ზომის ეზოს წყალობით კი მაქსიმალურად შენარჩუნდა კავშირი სიმწვანესთან და მთავარი აქცენტები სწორედ ბუნებასა და ლანდშაფტზე გაკეთდა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

კერძო სახლი კოჯორში

საცხოვრებლის საერთო ფართობი 560 კვ.მ.-ია. მის მეპატრონეს სურდა გეგმარებისა და დიზაინის დამუშავება, ეზოში საფეხმავლო და სამანქანო შემოსასვლელების მოწყობა, ღობისა და მოაჯირის დიზაინის შემუშავება, ექსტერიერის მოპირკეთება და ღიობების დაზუსტება. სამუშაოს თითოეული ეტაპი წინასწარ დაგეგმილი პროექტისა და კონცეფციის სრული დაცვით წარიმართა, საბოლოო ჯამში კი სიმწვანეში ჩაფლული საკმაოდ დიდი ზომის საცხოვრებელი აშენდა, რომელიც ყველა მხრიდან ტყით არის გარშემორტყმული.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი საგურამოში

სახლი საგურამოს მახლობლად, სოფელ არაშენდაში მდებარეობს. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობო 1000 მ2-ია, სახლის ფართობი კი – 240 მ2. სხვა პროექტების მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება აქაც ლანდშაფტსა და რელიეფს ექცევა. ეზოს ნაწილი მწვანე მცენარეებითაა მდიდარი, ექსტერიერი საკმაოდ სადა, თუმცა საინტერესოა, სახლის მთავარ ნაწილს კი შიდა სივრცე წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი ოქროყანაში

სახლის შიდა ფართობი  450 მ2-ია. პროექტის შექმნის ეტაპზე მთავარი დავალება ისეთი საცხოვრებელი სახლის შექმნა იყო, რომელსაც ექნებოდა დიდი მისაღები, აუზი და 4 საძინებელი ოთახი. არქიტექტორებს კი სურდათ შიდა და გარე სივრცეს შორის ზღვარი არ დარღვეულიყო და შესაბამისად, ლანდაშფტი მაქსიმალურად ყოფილიყო ათვისებული. საბოლოოდ, ნაკვეთზე ორი ხე დაირგო – ერთი მათგანი ექსტერიერში, ხოლო მეორე – ინტერიერში, შენობა კი სწორედ ამ ორი სახლის გარშემო აშენდა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

უძველესი ისტორიის თანამედროვეობასთან შერწყმა – KSR-სა და Clifton Interiors-ის პროექტი

19 აპრილიდან მომხმარებლებს კომფორტერის სრულ კოლექციაზე 24%-იანი ფასდაკლება და საჩუქარი დახვდებათ