in

უძველესი ისტორიის თანამედროვეობასთან შერწყმა – KSR-სა და Clifton Interiors-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ამბიციურმა წყვილმა KSR-სა და Clifton Interiors-ის სტუდიას სამსართულიანი სახლის სივრცის გაუმჯობესება დაავალა. კლიენტებს სურდათ სახალისო და თანამედროვე დიზაინის შექმნა, იმავდროულად, შენარჩუნება ზოგიერთი პირვანდელი მახასიათებლისა, რომელიც ადრე სამლოცველოს ნაწილი იყო. ფერების შემოქმედებით გამოყენებასთან ერთად, მასალების მრავალფეროვანმა სპეციფიკაციამ ოჯახისთვის დახვეწილი და სახალისო სივრცის შექმნას შეუწყო ხელი.

მიზანი ძველი სახლის ხუთსულიანი ოჯახისთვის შესაფერის საცხოვრებლად გარდაქმნა იყო. კლიენტებს სურდათ, რომ სივრცე ელეგანტური, თანამედროვე, გართობისთვის შესაბამისი და, ამასთან, ყოველდღიური ოჯახური ცხოვრებისთვის ფუნქციონალური ყოფილიყო. მზარდი ოჯახისთვის საცხოვრებელი და გასართობი სივრცის შესაქმნელად დამატებითი ფართი იყო საჭირო. სახლს ადრე წყვილი ფლობდა და საცხოვრებელთან გაერთიანებული იყო სამხატვრო სახელოსნო, ასევე, ორანჟერეა და რამდენიმე მომხიბვლელი მახასიათებელი, რომელიც შენობის ისტორიას ასახავს.

რამდენად უნიკალურია პროექტი?

ვიქტორიანული სახლი თავდაპირველად სამლოცველოსთან იყო ინტეგრირებული და საცხოვრებელი მასთან დაკავშირებულ რამდენიმე მახასიათებელს ინარჩუნებს, მათ შორის თაღოვან შესასვლელებსა და ქვის ჩამოსხმულ ფანჯრებს. დიზაინი ამ ისტორიულ ელემენტებს თანამედროვე ინტერვენციებთან საგულდაგულოდ აერთიანებს, რათა შეიქმნას სახლი, რომელიც კლიენტების ცხოვრების წესს პასუხობს.

რაში მდგომარეობდა მთავარი გამოწვევები?

პროექტის მთავარი გამოწვევა იყო სახლის ისტორიის შენარჩუნებასთან ერთად, ახალგაზრდა ოჯახისთვის სივრცის გაფართოება. თავდაპირველად პირველი სართული მრავალ ოთახად იყო დაყოფილი, მაგრამ, სივრცის გაფართოების მიზნით, ეს მოცემულობა შეიცვალა. ინტერიერში გამოყენებულია გამჭვირვალე, სრიალა კარები, რათა ოთახები შუქით აივსოს და, საჭიროების შემთხვევაში, სივრცეები ერთმანეთისგან გამოიყოს.

კიდევ ერთი გამოწვევა იყო ძველი სამლოცველოს მემკვიდრეობა – მთავარ საძინებელში არსებული დიდი გოთიკური ფანჯრები, რომლებიც იატაკს ეხებოდა. ორ სართულს შორის განცალკევების მისაღწევად, ისტორიული შენობის სტრუქტურის დაცვით, ფანჯრები თავდაპირველი დიზაინის სტილში გადაკეთდა და უფრო შესაფერის სიმაღლეზე დამონტაჟდა. სივრცის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, სახურავი გადაკეთდა და დიდი ოჯახისთვის შესაფერისი საოჯახო გასართობი სივრცის შესაქმნელად, მანსარდული ფანჯრები დაემატა. ეს დამატებითი სართული შუქით აღსავსე და იზოლირებულია.

რა სამშენებლო მეთოდები იქნა გამოყენებული?

შენობის ზოგიერთი მახასიათებელი მოიცავს ლამაზად დამუშავებულ ცენტრალურ კიბეს, რომელიც ევროპული მუხისგან არის დამზადებული. მას მუქი ლითონის მოაჯირი ამშვენებს. სამზარეულოს ახალ, გაფართოებულ სივრცეში დამონტაჟდა Critall-ის მინის კარები, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს განათება და განახლებული დიზაინის მქონე ბაღი ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

თაღოვანი ლითონის კარი პირველი სართულის ოთახების შერწყმის მიზნით დამონტაჟდა და, იმავდროულად, შენარჩუნებულ იქნა შენობის თავდაპირველი მახასიათებლები. საძინებელ ოთახში, სახლის ისტორიის ხაზგასასმელად, ორიგინალური დიზაინით ქვის ჩამოსხმული ფანჯრები გაკეთდა.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

ხის მასალითა და თეთრი ფერის ელემენტებით შექმნილი ბინა მთაწმინდაზე — „TIMM Architecture“-ის ნამუშევარი

სახლები თბილისთან ახლოს – 6 საინტერესო პროექტი საქართველოდან