in

სიმწვანეში ჩაფლული ვილა კუნძულ ბალიზე – Biombo Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ინდონეზიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 870 კვადრატული მეტრია. მშენებლობა 2023 წელს დასრულდა და ის „ქარების სახლის“ სახელით გახდა ცნობილი. პროექტი სამ მდიდრულ ვილას აერთიანებს, თითოეული მათგანი კი შეიცავს სამ ოთახიან ლუქსს და მდებარეობს კუნძული ბალის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და გამორჩეულ ნაწილში. ვილები შექმნილია სიმეტრიულად, მეორე სართულების გარეშე და სრულყოფილად არის შენარჩუნებული თითოეულის კონფიდენციალურობა და სტილი.

ყველა ვილას აქვს საპარკინგე ადგილი და ნახევრად დამალული კარი, რომელიც დაფარულია იატაკამდე დახრილი სახურავით. ეს სახურავი არის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. დიზაინის კიდევ ერთი მთავარი ელემენტია ის, რომ განლაგება შემუშავებულია დიაგონალზე, რის ხარჯზეც მაქსიმალურად არის გაზრდილი აურის სიგრძე, საცხოვრებელი ფართის სიგანე და შესასვლელი.

სახურავით დაფარული შესასვლელის შემდეგ, შევდივართ ვილის საცხოვრებელ ან საერთო ზონაში. ამ ადგილას სახურავი აღწევს მაქსიმალურ წერტილს და ქმნის სიმრგვალის შეგრძნებას. აქაურობა გაწყობილია ბუნებრივი მასალებისა და ნედლეულის კომბინაციით, რომელიც შესანიშნავად ერწყმის შენობას და უზრუნველყოფს განსაკუთრებულად თბილ განწყობას. ამავე სივრცეშია სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღების ზონა და აუზი.

საერთო ზონის შემდეგ გვხვდება ხიდი, რომელიც კვეთს აუზს და მივყავართ პროექტის დახურულ ნაწილამდე – სამსაძინებლიან ბინაში. ეს სივრცე გარშემორტყმულია სიმწვანით და საძინებლები სიმეტრიულად არის განლაგებული. სამივე ოთახს აქვს დივანი და სივრცე დასასვენებლად, სადაც შესაძლებელია დაახლოებით რვა ადამიანის განთავსება. თითოეული აბაზანა შექმნილია დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით.

პროექტის არქიტექტურა, ლანდშაფტი, ინტერიერის დიზაინი, ელეგანტური აქცენტები და ტროპიკული ატმოსფერო შესანიშნავად არის დაბალანსებული, რაც წარმოადგენს აღნიშნული ნაგებობის ძლიერ მხარეს.

არქიტექტურული სტუდია: Biombo Architects

ფოტოები: KIE

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

„Timm Architecture“-სა და „CM-2 Associati“-ის თანამშრომლობით შექმნილმა პროექტმა კონკურსში — „სკოლა ხვალინდელი იტალიისთვის” გაიმარჯვა

წითელი სააბაზანო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის