in

1925 წელს აშენებული რესტავრირებული სახლი ლოს-ანჯელესში

ჰენკოკ პარკი ლოს-ანჯელესის ისტორიული რაიონია, სადაც ტიუდორებისა და ნეორენესასის სტილის არქიტექტურული ნიმუშებია შენარჩუნებული. ერთ-ერთი მათგანი 1925 წელს აშენებული ეს ნაგებობაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი ამჟამინდელი მფლობელების – რეჟისორ ენდრიუ დუგლასისა (Andrew Douglas) და მსახიობ ლენორ თომას დუგლასის (Lenore Thomas Douglas) მიერ განახლდა. ამ ახლადრესტავრირებულ ქვის სახლში თანამედროვე ლაკონურობა და სიძველის ხიბლი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

Banner M2
Banner M2

ხის მძიმე კარი სტუმარს ნათელ და ვრცელ „ფოიეში“ მიუძღვება. შემოსასვლელის ერთ მხარეს სასადილოსთან გაერთიენბული სამზარეულოა, სადაც შავი კარადები იატაკიდან ჭერამდე მთელ კედელს იკავებს. სასადილო ზონის მოპირდაპირედ მარმარილოს ბუხრითა და ბაღში გამავალი დიდი თაღური ფანჯრებით დამშვენებული სასტუმრო ოთახია განთავსებული. ამ უკანასკნელში ორიგინალური ჭერია შენარჩუნებული, რომელიც სახლის მდიდრულ და საინტერესო ისტორიას მოგვაგონებს. იატაკი მთელ სართულზე მუქი ხისგანაა შესრულებული, რაც ინტერიერის მთლიანობის განცდას ბადებს.

მეორე სართულზე, ლითონის ელეგანტური ბალუსტრადებიანი, მაგნეზიტის ფართო კიბე ადის. აქ ოთხი საძინებელი ოთახია, მათ შორის მესაკუთრეების საძინებელი აბაზანით, გარდერობითა და ბუხრიანი დასასვენებელი სივრცით.

უკანა ეზოში დახურული სასადილო ზონა და დიდი აუზია. აქვეა სტუმრებისთვის ორსართულიანი პატარა სახლი ფართო მისაღებითა და საძინებლით მანსარდაში. მფლობელებმა სახლი 2013 წელს შეიძინეს და ამჟამად 7 მილიონ აშშ. დოლარად აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

ფოტო: Jenna Cooper

5 რჩევა ენერგოეფექტური შენობის ასაგებად

Homeis.ge-ს რჩეული სამზარეულოს აქსესუარები თბილისის მაღაზიებიდან